საკითხი

This tag is associated with 5 posts

“მოაზროვნეთა კლუბის” პრეზენტაცია


წმინდა ქართული ფუსფუსით და ენთუზიაზმით შექმნილი აჟიოტაჟის პირობებში, პირველი სააქტო დარბაზის კედლებში, სტუდენტების ჯგუფი „მოაზროვნეთა კლუბს“ აფუძნებდა. გასულ კვირას ისინი სასწავლებლის ერთ-ერთმა ლექტორმა სახელდახელოდ შეკრიბა, კლუბის შექმნის იდეა შესთავაზა და უმოწყალო „ტვინის შტურმის“ გამოყენებით ყოველკვირეული შეხვედრების პროგრამა და თემატიკა შეადგენინა. სტუდენტების შემართება იმდენად ძლიერი და გადამდები აღმოჩნდა, რომ რამდენიმე ახალგაზრდამ დაუფიქრებლად გამოთქვა მზადყოფნა თავად მოემზადებინა … Continue reading

ჭამა არ ჭამა – საკითხავი აი ეს არის!


საიდუმლო აღარაა, რომ თანამედროვე საშუალო სკოლებში ადამიანს თითქმის არ გადასცემენ ყველაზე მნიშვნელოვან საბაზო ცოდნას. მათ შორის ძალიან დიდი „მანძილით“ გვერდს უვლიან ისეთ საკვანძო თემას, რომელსაც ხატოვნად შეიძლება „პური ჩვენი არსობისა“ ვუწოდოთ. სკოლის კურსდამთავრებულს ვინ ჩივის და უბრალო მოქალაქეებსაც ყოვლად ბუნდოვანი და ხშირად წინააღმდეგობრივი წარმოდგენები გააჩნიათ, ვთქვათ, საკვები პროდუქტის სწორი დამუშავების შესახებ (ისე, რომ ამ პროდუქტებში … Continue reading

„რა მჭირდა, აქამდე რატომ არ ვაკეთებდი ამ ყველაფერს?”


არ გავაზვიადებ, თუკი ვიტყვი, რომ თქვენთვისაც, ძვირფასო მკითხველო, საკმაოდ ნაცნობი უნდა იყოს ამგვარი სიტუაცია. რაღაცაზე დიდი ხნის წინ უკვე მტკიცე გადაწყვეტილება მიიღეთ, ხელსაყრელი პირობებიც თითქოს შეიქმენით, თავად საქმეც პრიორიტეტად დაისახეთ, უკვე რამის კვარცხლბეკის მუსიკაც შეუკვეთეთ… ამოცანის განხორციელება კი მაინც გაჭიანურდა, არაფერი გაკეთდა… და ჰოი, რომ ამ ყველაფერში უდიდესი „დამსახურება“ სწორედ თქვენ მიგიძღვით! ხან გეზარებათ, ხან არ გსურთ, … Continue reading

“ვიცი, მაგრამ არ ვიცი როგორ…”


თანამედროვე ადამიანის კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრობლემას შეიძლება ასეთი ფორმულირება მიეცეს: „ვიცი, მაგრამ არ ვიცი, როგორ…“. აქ იგულისხმება ვითარება, როდესაც ადამიანი თითქოს გარკვეულია სხვადასხვა საზოგადოებრივ და ცხოვრებისეულ საკითხებში, კონკრეტული პროფესიული საქმიანობის დეტალებში, აქვს ზოგადი ხედვა და საღი ლოგიკური აზროვნება. თითქოს ეს სუბიექტი საკმაოდ რაციონალური და დახვეწილი ენითაც მსჯელობს, თუმცა ადგილიდან დაძვრა, რაღაცის წამოწყება, ნაბიჯის გადადგმა უჭირს. … Continue reading

პიროვნების გარდასახვა


ადამიანებს, რომლებიც სერიოზულად არიან დაკავებულები საკუთარი თავის მართვის და პიროვნული განვითარების საკითხებით, ყოველთვის იზიდავს შეხედულებების,  მრწამსის, ღირებულებების ერთბაშად შეცვლის თემა. როგორ ხდება პიროვნების, მისი შინაგანი ღერძის („განწყობის/“ეთითიუდის“ /Set) შემობრუნება, ცვლილება, გარდასახვა? თანაც ის, ვინც გადაღლილია პერმანენტული ნეგატივით, ქრონიკული სტრესით, არაადექვატური რეაგირებით, დეპრესიებით – გაცილებით უფრო მეტად დაინტერესებულია განწყობის სწრაფი ტრანსფორმაციით. ცნობილია, რომ „განწყობა“ ემყარება თქვენს … Continue reading

კატეგორიები

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 6,023 other subscribers

  • 283,946 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“ქართული” (რგოლი, 2018)

“ნეტავ” (კლიპი, 2018)

“წლები და გზები” (კლიპი, 2018)

“გაუღე ეგ გულის კარები სიყვარულს” (კლიპი, 2018)

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: graporapo@gmail.com;
Skype: ronini2375