ჩინეთიდან

This category contains 15 posts

დიდი ჩინეთი


Advertisements

ღვინის გამოფენა “TopWine China” – 2015


დილით წვიმიანი დღე იყო… ნაბახუსევზე ვიყავი, ძლივს ავდექი, ვიცოდი, რომ კელიმ შეგნებულად ნახევარი საათი წაგვიმატა, რომ ჩვენ, ტრადიციული არაპუნქტუალობის „წესისამებრ“, ერთი საათით გვიან არ მოვსულიყავით. ჩავიცვი ოფიციალურად, მაგრამ მგონი წარუმატებლად, ვიცოდი, რომ ღვინის ექსპოზე მივდიოდით და სასტუმროს მისაღებში ჩამოვედი. საჩქაროდ მჭირდებოდა წყალი (მიუხედავად და იმასთან ერთად, რომ გუშინ 8 კათხა საუკეთესო გერმანული ლუდი დავლიე, თავი სულ … Continue reading

“…მე სულ აღფრთოვანებული ვარ შენით!”


პეკინში ჩამოსვლის შემდეგ მოვლენები ისე სწრაფად ვითარდება, თითქოს ამაჩქარებელზეა მიერთებული. იმდენი, ხან საინტერესო, და  ხან ძალიან საინტერესო, რამ ხდება, რომ ხშირად აღარც ვცდილობ ეს მოვლენები ჩავიწერო ან გადავიღო. შეიძლება აღარასოდეს აღარ დავუბრუნდე ამ ყველაფრის აღწერას, შეიძლება აღარც კი გამახსენდეს. მთავარია, რომ ის წუთი მსიამოვნებს და მაფიქრებს. თუ აღწერაზე მიდგა, მოდი იმას შევეხები, რაც ჩაიბეჭდა ჩემს … Continue reading

ჯორჯია და ჯონგუო (მცდელობა ვიპოვო პასუხი მარადიულ კითხვაზე “რა გვეშველება?”)


გასული დღეების განმავლობაში რამდენიმე პოსტი პუბლიკაციისათვის განმზადებული თაროზე მქონდა შემოდებული. მაპატიებენ რა ეს ჩანახატები ამ უყურადღებობას, მიმაჩნიე, რადგან დღევანდელი დღე მართლაც არაჩვეულებრივი და გამორჩეული იყო, ამიტომ უფლება არ მაქვს მის აღწერილობა მომავლისათვის გადავდო. სულ რაღაც ათთორმეტ (სტილი დაცულია!) საათში იმდენი ემოციური და სახალისო რამ მოხდა, რომ ახლაც კი ნასიამოვნები და აჟიტირებული ვარ – ჩემს გულში … Continue reading

ბავშვების სასწაული აღქმა


ჩინეთში მერამდენედ აღმოვაჩინე, რომ წერა სერიოზული შრომაა. დაგეზარება – და მერე ვეღარ იხსენებ, რა და როგორ იყო, რა რას უნდა მიაბა, საიდან სად ჩამოჭრა. ჩემი აზრით, ეს ფატალური, პერმანენტული ამნეზია 21-ე საუკუნის ადამიანის ტრაგედიაა: ერთი წუთით ცხოვრება, ერთი განცდა, ვითომ „ახლა“-ში ცხოვრება, მეხსიერების მინელება, დასუსტება, სულ მომავალში ყურება, წარსულის ფასეულობის დაკარგვა. პირადად მე ნამდვილად მიჭირს … Continue reading

ნახვამდის, ყვითელო ზღვაო!


დღეს ჩვენი ვიზიტის ბოლო დღე იყო ცინგდაოში. ქალაქი მართლაც არაჩვეულებრივი და დაუვიწყარია. ბრწყინვალე საზღვაო კურორტი, პლიაჟი, აგრარული ცენტრი, მოუხელთებელი ჰონკონგის მეზობელი, თავმდაბალი და იმავდროულად გრანდიოზული! ერთი შეხედვით გგონია, რომ ცინდაო პატარა და არაფრისმთქმელია, მერე თანდათან აღმოაჩენ, რომ აქ განსაკუთრებულად თანამედროვე გზებია, გზატკეცილები, უამრავი მრავალსართულიანი შენობაა, ცათამბჯენი, ულამაზესი პლიაჟები, ყვითელი, თითქოს საცერში გატარებული ქვიშით, აქ შეხვდები … Continue reading

“რუსეთი თუ ამერიკა?” (ჩინეთიდან დანახული დილემა)


…რუსეთი ძალზედ დიდია და ამერიკა უფრო მდიდარი, კაი ქალი კი ყველგან ძვირია – ამიერაც და იმიერ… “არყის ბოთლის ირგვლივ იბადება ჭეშმარიტება…” “რუსეთი თუ ამერიკა?” (ჩინეთიდან დანახული დილემა) – დაგვიანებული პოსტი ისე, ცნობისათვის დღეს არც ვაპირებდი წერას, გადავბრუნდებოდი და მივიძინებდი, იმის გათვალისწინებით, რომ დილით ადრე შანჰაიში მივემგზავრებით (გახსოვთ, ხო, ბრუს ლის გმირი, ჩენი, საკუთარი მასწავლებლის ამბავზე … Continue reading

ცინდაო – ყვითელი მზე, ყვითელი ზღვა


დღევანდელი დღე, რომელიც ეთმობოდა მგზავრობას მარშრუტით „შანჰაი – ცინდაო“, იმით დაიწყო, რომ მართლა ძლივს გამეღვიძა. ჯერ ღამე არ დამაძინა ვიღაც ჩინელმა, რომელიც მეზობელ ნომრის კარზე  ყოველ 5 წუთში ერთხელ აკაკუნებდა და ვნებიანი ხმით იღრინებოდა რაღაც სახელს. მე რატომღაც სულ შეძახილი „მაყვალა, გამოდი, მაყვალა“ მეჩვენებოდა. შემდეგ, დილით, როგორც იქნა გამოფხიზლებული, ვერ ველეოდი ჩემს ნომერს.  გამოსვლისას დიდხანს … Continue reading

ნახვამდის, შანჰაი!


დღეს შანჰაიში ვიზიტის დასკვნითი დღე იყო. მოვინახულეთ კვებითი მრეწველობის ორი გიგანტი: იაპონური „იაკუტი“ და „ტოტოლე“. ამჟამად ორივე კომპანიის ბრუნვები ცხრანიშნა რიცხვებით აღიწერება. ორივეში წარმოება რობოტიზირებულია და უახლესი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. ორივე ლიდერობს, ორივეზე აღმატებით ხარისხში უნდა ისაუბრო, ორივეს მეცნიერების მთელი არმია ემსახურება. საერთოდ კი აღმატებით ხარისხში, პირველ ყოვლისა შანჰაიზე (თუ არა ჩსრ-ზე) გვმართებს საუბარი. 6, 340,5 … Continue reading

დამსახურებული დამნაშავე


უცხო მხარე იმისაა, რომ შენს მშობლიურ იდენტობას გამუდმებულ რევიზიას, დაკონტრასტებას, ეჭვის ქვეშ დაყენებას და გადამოწმებას უხერხებ. უცნაური სიზმრები, გაკვირვება, აღტაცება, დარდში აჭინჭყლული მოგონებები, გადავიწყებული შეფასებები, დაბლობის მდინარესავით შემოედინებიან აზროვნებაში. რატომღაც სულ ადარებ შენს ქვეყანას იმ სახელმწიფოს სადაც ხარ, შენს ყოფას – ამათსას, სულ წონი შენს (თუ ჩვენს) მცირედ შანსებს და ბოლოს, იმისათვის, რათა სევდა დაფარო … Continue reading

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 4,838 other followers

  • 159,274 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

“გილოცავ, გილოცავ”

“ტანგო პირველი სიყვარული”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375