"განვითარდი" (სამოტივაციო სტატიების სერია)

პიროვნების გარდასახვა


cognitive_transformation_by_bentolmanადამიანებს, რომლებიც სერიოზულად არიან დაკავებულები საკუთარი თავის მართვის და პიროვნული განვითარების საკითხებით, ყოველთვის იზიდავს შეხედულებების,  მრწამსის, ღირებულებების ერთბაშად შეცვლის თემა. როგორ ხდება პიროვნების, მისი შინაგანი ღერძის („განწყობის/“ეთითიუდის“ /Set) შემობრუნება, ცვლილება, გარდასახვა?

თანაც ის, ვინც გადაღლილია პერმანენტული ნეგატივით, ქრონიკული სტრესით, არაადექვატური რეაგირებით, დეპრესიებით – გაცილებით უფრო მეტად დაინტერესებულია განწყობის სწრაფი ტრანსფორმაციით.

ცნობილია, რომ „განწყობა“ ემყარება თქვენს წარმოდგენებს იმაზე, თუ:

  • რა შეგიძლიათ;
  • რა არ შეგიძლიათ;
  • რა გამოგივათ;
  • რა უნდა გააკეთოთ;
  • რა არ უნდა გააკეთოთ;
  • რამდენად გეკუთვნით;
  • რამდენად ახალგაზრდა ხართ;
  • “მონა” ხართ თუ “ბატონი”.

უარყოფითი წარმოდგენების მკვეთრი შემობრუნება მხოლოდ საკუთარ თავთან მუშაობის და მოლაპარაკებების გზით არის შესაძლებელი.

Transformation-Butterflyცნობიერ დონეზე საკუთარ თავს თქვენ მრავალჯერ ლოგიკურად უნდა დაუდასტუროთ, რომ დანამდვილებით შეგიძლიათ (!), და თუ ახლა რაღაც ვერ გამოგდით, ამას აუცილებლად შეძლებთ გარკვეული წვრთნის შემდეგ, იმ შეუსრულებელ და შეუძლებელ საქმეებს კი… „გა-მო-იყვანთ“ (!!!).

ნებისმიერი ხერხით უნდა მოხდეს საკუთარი თავის, ანუ „პიროვნების ნეგატიური ნაწილის“ გა-დარწმუნება. აღსანიშნავია, რომ ამ „ნაწილის“ აპრიორული განზრახვა, რა თქმა უნდა, პოზიტიურია. იგი იმ დროიდან ფუნქციონირებს – როდესაც თქვენ მართლაც არ გაგაჩნდათ საკმარისი ძალა, გამოცდილება, სოციალური აღიარება – ადრეულ ბავშვობაში. მაგრამ დღეს ნეგატიური პატერნით ცხოვრება უკვე თვითგანადგურების ტოლფასი ხდება. და სწორედ ეს არგუმენტაცია აუცილებლად უნდა გამოიყენოთ საკუთარ შინაგანთან მოლაპარაკების პროცესში. თან გაითვალისწინეთ, რომ ეს უნდა იყოს მოლაპარაკება, დარწმუნება, დაყოლიება; ისეთივე საკომუნიკაციო პროცესი, როგორც ცოცხალ ადამიანთან, ბავშვთან ურთიერთობის დროს.

გაითვალისწინეთ, რომ ის, რაც შიგნით არის და რასაც უჭირს უარყოფ1450833_535345469890529_207280473_nითი შეხედულებების დათმობა, არც მეტი არც ნაკლები შეშინებული ბავშვია (გაიხსენეთ თქვენი თავი კრიტიკულ პერიოდებში) და თქვენი აღმასვლა სწორედ იმაზეა დამოკიდებული, რამდენად წრფელად და სიყვარულით შეძლებთ ამ ბავშვის სინათლეზე გამოყვანას.
ამიტომ ახლავე დაჯექით და იპოვეთ, დასახეთ არგუმენტები იმისათვის, რომ ბავშვი, რომელიც ახლა წყვდიადში, დარდშია და ზღვარგადასული ემოციურობისათვის თქვენს შიგნით მძიმე სასჯელს იხდის, მზის სინათლეზე გამოიყვანოთ.

გულდასმით იფიქრეთ – რა სიტყვებით, რა მიმართვებით, რა სტრატეგიით უნდა გამოიყვანოთ იგი გარეთ.

დაუყვავეთ, ბოდიში მოუხადეთ, პატიება სთხოვეთ, მოინანიეთ, დახმარება აღუთქვით და დახმარებას შეევედრეთ, გამუდმებით ეკონტაქტეთ და მის გამოყვანას გარეთ, მზეზე, სუფთა ჰაერზე ლამობდეთ.

იქვე რა თქმა უნდა, მფარველობა, მხარდაჭერა, სითბო და სიკეთე არ მოაკლოთ ამ საოცარ არსებას.

გახსოვდეთ, რომ წარმატების ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტები – კრეატიულობა, გაბედულება, მიწოლა, ჟინი, სიყვარული – სწორედ ამ ბავშვის მეშვეობით გეძლევათ.

თუ თქვენ ამ ბავშვს გაალაღებთ და დაიბრუნებთ, ეს ყველაფერიც ერთობ შემოენთება თქვენს ცხოვრებაში.

ყოველი ზემოთქმულიდან გამომდინარე თქვენი დღევანდელი ამოცანაა ასე ფორმულირდება:

5იპოვოთ, გამოიყვანოთ და დაიცვათ ეს ბავშვი თქვენი შინაგანი აკრძალვებისა და საზოგადოებრივი წნეხისაგან – „წრეგადასული“ შინაგანი მშობლისაგან, რომლის „არ შეიძლება“-მაც თქვენი ცხოვრების ტახტი დაიპყრო.

თუ ეს პროცესი წარმატებით განვითარდა, ამის შემდეგ უკვე თამამად შეგიძლიათ შეიცვალოთ გარეგნობა, აქსესუარები, საკომუნიკაციო წრე, ჩვეული სამეტყველო ლექსიკონი – იმისდა მიხედვით, თუ საით მიისწრაფვის თქვენი სურვილის ვექტორი.

ყოველთვის გახსოვდეთ, რომ პიროვნების ზრდის რესურსი მაინც „შინაგანი ბავშვის“ გაუცნობიერებელი შებოჭილობის მოხსნასა და მასთან უწყვეტი კავშირის დამყარებაშია.

იცხოვრეთ გაბედულად!

 

 

This slideshow requires JavaScript.

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,376 other followers

  • 117,524 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: