მოთხრობების ციკლი “მგონი, დავიღალე”

This category contains 13 posts

პარანოიდალური ბოდვა


„…თუნდაც იმიტომ, რომ პარანოიკი ხარ, ნუ იფიქრებ, რომ არ გითვალთვალებენ!..“ პარანოია „ნირვანა“, „ტერიტორიის მონიშვნა ძაღლურად“ პარანოია გურამი, საშუალო ასაკის, მოხდენილი გარეგნობის და უზომოდ დარდიანი გამომეტყველების მამაკაცი, თავჩაქინდრული იჯდა ღვაწლმოსილი ფსიქიატრის, გელა ფარნაოზიშვილის, კაბინეტში და ყოვლად აღელვებული ჯერ თითებში კალმისტარს ატრიალებდა, მერე ერთლარიანი მონეტის წიბოს სკამის ფეხს უკაკუნებდა, მერე თავს უპაუზოდ აკანტურებდა, თითქოს შუბლით რაღაც წარმოსახვითი … Continue reading

რაინდობა თანამედროვედ


„თავდაპირველაღ ღმერთმა შექმნა ცა და მიწა. მიწა იყო უსახო და უდაბური, ბნელი იდო უფსკრულზე და სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ. თქვა ღმერთმა: იყოს ნათელი! და იქმნა ნათელი. და ნახა ღმერთმა, რომ ნათელი კარგი იყო, და გაჰყარა ღმერთმა ნათელი და ბნელი. ნათელს ღმერთმა უწოდა დღე და ბნელს უწოდა ღამე. იყო საღამო, იყო დილა – პირველი დღე…“ … Continue reading

“რაღაც სხვა”


„…(2). ევრისთევსმა ჰერაკლეს მეორე საგმირო საქმედ ლერნეის ჰიდრას მოკვლა მიუჩინა. ეს ჰიდრა, რომელიც ლერნას ჭაობებში გაიზარდა, საძოვრებზე და ნათესებზე გადადიოდა და მიმდებარე მიწა-წყალს მუსრს ავლებდა. მას უზარმაზარი სხეული და ცხრა თავი ჰქონდა, საიდანაც რვა მოკვდავი, ხოლო შუა, მეცხრე – უკვდავი იყო. ჰერაკლე საომარ ეტლზე ამხედრდა, რომლის მესაჭე იოლაოსი იყო და ლერნაში ჩავიდა. ცხენები იქვე დატოვა … Continue reading

გაშიშვლების შეუძლებლობა


სანდრო თითქოს მიმხვდარიყო, რომ ის, რასაც გრძნობდა და ხედავდა – უბრალოდ ესიზმრებოდა. მის ირგვლივ მიმდინარე დაუჯერებელი მოვლენები, ირონიულ ოცნებასთან მიახლოებული და იმავდროულად მეტისმეტად რეალური, ახალგაზრდა კაცს იმ აზრისაკენ უბიძგებდა, რომ ეს ყოველივე უმოწყალო ზმანების ნაწილია. ეს სწორედ ის შემთხვევა იყო, როცა სიზმარი რაღაც სანუკვარს ასახავს. ყველაზე გრძნობიერს, სათუთს და ყოველდღიურობაში ძნელად გასააზრებელს, სულიერი სამყაროდან გადმოდინებულს, … Continue reading

ადამიანის ფსიქოლოგია


დიდი ხანი იყო, რაც 27 წლის თამთა მ… გვერდი „ადამიანის ფსიქოლოგიის“ მოყვარული გახლდათ. მას ჩვევადაც კი ექცა შემოსული შეტყობინებების წაკითხვამდე ჯერ გვერდის სიახლეების გაცნობა, აფორიზმებისა და დამაფიქრებელი ციტატების ღრმად გააზრება, და, რა თქმა უნდა, „დალაიქება“. ბუნებრივია, რომ ახლადგამოქვეყნებული მასალით აღფრთოვანების შემთხვევაში, როგორც ნამდვილ “ფეისბუქელებს” სჩვევიათ, თამთა საკუთარ კედელზეც აზიარებდა საყვარელი გვერდის მასალას ან მზრუნველობით უმისამართებდა … Continue reading

“მოაზროვნეთა კლუბის” პრეზენტაცია


წმინდა ქართული ფუსფუსით და ენთუზიაზმით შექმნილი აჟიოტაჟის პირობებში, პირველი სააქტო დარბაზის კედლებში, სტუდენტების ჯგუფი „მოაზროვნეთა კლუბს“ აფუძნებდა. გასულ კვირას ისინი სასწავლებლის ერთ-ერთმა ლექტორმა სახელდახელოდ შეკრიბა, კლუბის შექმნის იდეა შესთავაზა და უმოწყალო „ტვინის შტურმის“ გამოყენებით ყოველკვირეული შეხვედრების პროგრამა და თემატიკა შეადგენინა. სტუდენტების შემართება იმდენად ძლიერი და გადამდები აღმოჩნდა, რომ რამდენიმე ახალგაზრდამ დაუფიქრებლად გამოთქვა მზადყოფნა თავად მოემზადებინა … Continue reading

მისალოცი ბარათი


განაცხადო, რომ ჭაჭურეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2015 წლის 9 მარტს, ორშაბათს, ერთი ხეირიანი დაფა-ზურნა მიდიოდა (სხვა სიტყვებით, XXI საუკუნის ქართული პროვინციისათვის დამახასიათებელი ზეიმისშემდგომი ჭყიპინი და ალიაქოთი), ესე იგი არაფერი თქვა. გამგეობის სამსახურების თანამშრომლებს ზოგს ნაბახუსევზე ვერ მოესწრო და ვერ დაელია, ზოგი ისევ პოსტსაქეიფო ეიფორიაში იმყოფებოდა და ნეტარად იკრიჭებოდა. ზოგს, მაგალითად, სოციალურ ქსელში ჰქონდა თავი მეშვიდე მალამდე … Continue reading

შარვლები


– ზურა, ნახე… ორი შავი შარვალი ვიყიდე. შენ რომელს მირჩევდი ჩასაცმელად – ეთერში გეუბნები-რა? ესენია, ნახე! – გიო უახლოეს მეგობარს „სკაიპით“ შენაძენს უჩვენებს. – აი ამაზე რას ფიქრობ? ხო, აი მე, თითქოს, ეს უფრო მომწონს, „პიერ კარდენია“ მაინც და რა ვიცი… – ახლოს მოიტანე… აბა… მეორე?! …გიოს ოფისიდან უხმობენ. ნინჩომ ერთად შეკრიბა წამყვანები და რაღაცას … Continue reading

ძნელია ქართველად ყოფნა


ნ*** ავტოსადგურის სადგომებზე ასტრონომიული სიზუსტით გვერდიგვერდ, მოზომილ სიახლოვეში, თითქოს სამხედრო პარადისათვის გამზადებულ, საქალაქთაშორისო, დიდი ტევადობის ავტობუსებს სტუდენტი-ყმაწვილი მიუახლოვდა. ავტობუსის მძღოლმა საკუთარი ხელით განათავსა სტუდენტის ჩანთები საბარგულში. ჭაბუკმა თანასოფლელი-მძღოლის სიახლოვეში ჩვეული მზრუნველობა იგრძნო და კაცის საქმიან და ხელგაშლილ ქმედებებს ზანტი უშფოთველობით მიადევნა თვალი. ორიოდე წუთში მძღოლის მითითებით სტუდენტი სალონში აბრძანდა და მშვიდად შეუდგა თავისთვის საუკეთესო ადგილის … Continue reading

ერთი საათი


რა სჭიიიიიირს, რა გააჭირა საქმე! ამ კომპიუტერმა დრო ისევ ერთი საათით უკან, ავტომატურად, თუ პროგრამულად, თუ არ ვიცი, რას ეძახიან ამას პროგრამისტები, უკან გადამიწია. ხო, აი ეხლა, მაგალითად, უნდა იყოს 12 საათი და მაჩვენებს 11-ს!!! – მერე რააა? – რა მერე რა? გგონია ნევროზი მაქვს? უბრალოდ, ნერვები მეშლება! რად მინდა ეს ტყუილი?! რას მატყუებს?! ამასაც … Continue reading

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 4,838 other followers

  • 159,274 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

“გილოცავ, გილოცავ”

“ტანგო პირველი სიყვარული”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375