"განვითარდი" (სამოტივაციო სტატიების სერია)

„რა მჭირდა, აქამდე რატომ არ ვაკეთებდი ამ ყველაფერს?”


slothარ გავაზვიადებ, თუკი ვიტყვი, რომ თქვენთვისაც, ძვირფასო მკითხველო, საკმაოდ ნაცნობი უნდა იყოს ამგვარი სიტუაცია.

რაღაცაზე დიდი ხნის წინ უკვე მტკიცე გადაწყვეტილება მიიღეთ, ხელსაყრელი პირობებიც თითქოს შეიქმენით, თავად საქმეც პრიორიტეტად დაისახეთ, უკვე რამის კვარცხლბეკის მუსიკაც შეუკვეთეთ… ამოცანის განხორციელება კი მაინც გაჭიანურდა, არაფერი გაკეთდა…

და ჰოი, რომ ამ ყველაფერში უდიდესი „დამსახურება“ სწორედ თქვენ მიგიძღვით!

ხან გეზარებათ, ხან არ გსურთ, ხან არ გეხალისებათ, ხან გეშინიათ და გული გიწუხდებათ, ხან რაღაც ყოვლად გაუგებარი იმპულსები მოსვენებას არ გაძლევენ… თან გეფიქრებათ, თან შინაგანად გაურბიხართ, თან მიილტვით და თან ფეხი უკან გიდგებათ, თან გძულთ და თან გიყვართ. ფიქრი ამ საქმიანობაზე, მოვლენაზე გზაფრავთ, საგონებელში გაგდებთ. საკითხს მეგობრებთანაც იხილავთ, არჩევთ, თითქოს თანადგომას, ენერგიას და ზღაპრული „წიხლის ამორტყმას“ ითხოვთ. თითქოს წვეთ-წვეთობით რაღაცას იგროვებთ, რომ მინიმუმი მაინც გააკეთოთ…

და აი ერთ მშვენიერ დღეს ყველასდა გასაკვირად დგებით და თითქოს არაფერი ყოფილიყოს, ამ საქმეს ძალიან მარტივად ახორციელებთ, ვითომ ეს ყველაფერი თქვენთვის ჩვეული, ყოველდღიური ამბავი ყოფილიყოს. თქვენდა გასაკვირად ამ საქმიანობასთან მიმართებაში იმდენად მშვიდი და თავდაჯერებული პიროვნება ხდებით, რომ საკუთარ თავსაც კი ვეღარ სცნობთ, თითქოს თქვენში სხვა ვიღაც ჩასახლდა – ძლიერი, ცოტა „ფეხებზემკიდია“, რწმენითა და ძალით აღვსილი.

და მაშინ თქვენს თავს უნებლიეთ აუცილებლად ასეთ კითხვასაც უსვამთ.


„რა მჭირდა, აქამდე რატომ არ ვაკეთებდი ამ ყველაფერს? ამდენი დრო რაში დავკარგე, რა მჭირდა?“

6-ways-to-turn-thought-into-action-630x354შესაბამისი თვითჩაღრმავების პირობებში, თქვენ, ალბათ, უამრავი მაგალითი გაგახსენდებათ, როდესაც გარკვეული საკითხის გადაუწყვეტელობის გამო წარმოშობილი ნერვული დაძაბულობა იმდენად გინადგურებდათ კავშირს თქვენს პიროვნულ რესურსებსა და შინაგანი სინათლის წყაროებთან, რომ ელემენტარული რამის მოქმედებაც კი გიჭირდათ.

თუ ამ სიტუაციებს წარმოდგენაში თვალსაჩინოდ აღიდგენთ, ალბათ, იმ დროს თქვენს მიერ ნათქვამი ფრაზებიცა და დასმულ კითხვებიც მოგაგონდებათ:

  • „მე ამას ვერ წარმოვიდგენდი!“;
  • „ეს ვინ ყოფილა?!“;
  • „ეს ხომ ვიცოდი, რატომ რაღაც მაინც არ გავაკეთე?“;
  • „გათიშული ვიყავი, რა მჭირდა, არ ვიცი?!“;
  • „სულ მე როგორ უნდა მემართებოდეს?!“.

ასეთი მდგომარეობების თავიდან ასაცილებლად, ტრადიციულად შემიძლია რამდენიმე ღირებული და ქმედებითი რჩევა-მოსაზრება გაგიზიაროთ, რომლებიც, რა თქმა უნდა, სასურველია შეასრულოთ და არა უბრალოდ ინტერესით ან “ხათრით” წაიკითხოთ.

  1. მუდმივად ეცადეთ ავარჯიშოთ და დატვირთოთ გონება, გადართოთ იგი ერთი საფიქრალიდან მეორეზე. მიეცით გონებას დავალებები და ამუშავეთ იგი საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაზე, ნუ დააგდებთ მას „მოთარეშე“ აზრების თანამგზავრად. გონება ყოველთვის სააზროვნო ავტომატიზმების, ჩვევებისა და ყოფაქცევითი შაბლონების შექმნისაკენ მიისწრაფვის და თავს ხშირად ორგანიზმში სიზარმაცის გამოწვევით იცავს. თქვენი ამოცანა ამ შემთხვევაში უნდა იყოს ის, რომ არ დააჩვიოთ გონება ერთფეროვნებას და იგი ყოველთვის კალეიდოსკოპურ მრავალფეროვნაბასა და მოძრაობაში ამყოფოთ.
  2. თუ ჩანაწერის დასაწყისში აღწერილი მდგომარეობა პიკზე ადის და გონების კონტროლსაც უკვე ნაკლებად-ღა ემორჩილება, ეს ნიშნავს, რომ ემოციურ დონეზე ჯანყი მიმდინარეობს. ცნობიერების ერთეულები „ემოციების“ მეშვეობით (ე. წ. „ქვეპიროვნებები“, ინდივიდუალური არაცნობიერი, „მმართველი ეგრეგორი“, „გარე მანიპულატორი“ და სხვა) ცდილობენ არიონ გონება და ამგვარად თქვენი ყოფაქცევა წარმართონ.

ამიტომ როგორცვე იგრძნობთ, რომ ემოციური ქაოსი ძლიერ შინაგან დისკომფორტს, ტკივილებს და შებოჭილობებს იწვევს, აუცილებლად სასწრაფოდ (!) შეწყვიტეთ ყოველგვარი საქმიანობა, დაჯექით მშვიდად, მოეშვით და დააკვირდით რა ხდება თქვენს შიგნით – რა დიალოგი, რა საუბრები მიმდინარეობს, რა ფიქრი ჩნდება და ქრება, რა სახეები ტრიალებს. მოიხმეთ თქვენი ნებისყოფა, ნუ აჰყვებით ემოციების თამაშს, არ დაიწყოთ მოძრაობა, ცქმუტვა და ა. შ.

უბრალოდ უყურეთ, მსუბუქად და გარე თვალით თქვენს სხეულში მიმდინარე ბრძოლებს. თუ თქვენ საკმარის მოთმინებას გამოიჩენთ ემოციები ნელ-ნელა ურთიერთნეიტრალიზაციას მოახდენენ – საინტერესო  და ორიგინალურ იდეებს მოგაწვდიან.

Podvodnyye-sobakiრეგულარულად დააკვირდით თქვენს ემოციებს! ჩვენს კულტურაში პოპულარულია აზრი, რომ ჩვენ ჩვენი ცხოვრებით ვცხოვრობთ (ჩვენი ფიქრებით, გადაწყვეტილებებით, მიზნებით და ა. შ.).

სინამდვილეში კი ეს ე. წ. „ჩვენი სიცოცხლე“ სხვა არაფერია თუ არა ჩვენს მიერ უარყოფილი და განდევნილი ემოციების ყოფა.

რაც უარვყავით – კვლავაც მისით ვიმართებით.

  1. იმუშავეთ მეხსიერების განვითარებაზე. გაიხსენეთ წარსულის დადებითი ემოციები, მდგომარეობები, ეპიზოდები.

სულ გახსოვდეთ ვინ ხართ, როგორი ბავშვი იყავით!

ზოგადად, აწარმოეთ დღიური და ჩანაწერები თქვენი „ბავშვობის ბავშვის“ შესახებ. დეტალურად აღადგინეთ მისი რეალობა, მოგონობები, ყოფა, ფიქრები, ოცნებები, ჩანაფიქრები. ასეთი მიდგომა წარსულის ამ კრეატიულ ქვეპიროვნებას წინა პლანზე წამოიყვანს, მასთან არსებულ კონფლიქტებს მოხსნის და თქვენც უდიდეს ენთუზიაზმსა და ხალისს მოგიტანთ.

  1. Pareto-Principle-lifestyle-designბევრი იფიქრეთ ყოფით და პრაქტიკულ რაღაცეებზე: ბუნებაზე, მიწაზე, სხეულზე, ფულსა და ნივთებზე. იმუშავეთ ტელეფონში ჩაწერილი პროგრამა „შემხსენებელით“ (რემაინდერით) და ხშირ-ხშირად გადაამოწმეთ, როგორც თქვენი მენტალური მდგომარეობა, აგრეთვე მიმდინარე საქმიანობა. როგორცვე აღმოაჩენთ, რომ არაპრაქტიკული ფიქრები გიტევენ, ბოლთას-სცემთ და აკეთებთ ყოვლად უსარგებლო რამეს, დაუყოვნებლივ გამოასწორეთ ეს ყველაფერი. არ დაგავიწყდეთ პარეტოს პრინციპი, რომლის თანახმად გაწეული ძალისხმევების მხოლოდ 20 %-ს მოაქვს საერთო ცხოვრებისეული შედეგების 80 % და დახარჯული დროის მხოლოდ 20 %-ს მოაქვს მთლიანი მიღწევების 80 %.

იყავით უმოწყალო პრაქტიკოსი!

თუთიყუშივით ნუ გაიმეორებთ ვიღაცის გამოტყორცნილ სიბრძნეებს და ნუ შეგეშინდებათ, რომ „სულიერებას“ დაკარგავთ (!).

სულიერება არასდროს ყოფილა დროისა და რესურსების განადგურება და ფლანგვა.

  1. წარმოიდგინეთ რომ ძალიან წარმატებული ადამიანი ხართ და საკუთარ დღევანდელ „მე“-ს/მოქალაქეს დაუმეგობრდით.

შეხედეთ ამ ადამიანს ყურადღებით და იპოვეთ მასში ის, რაზეც შეგიძლიათ თქვათ „ნეტავ, ეს დალოცვილი,  ამ საქმეს აქამდე რატომ არ აკეთებს?“

შეადგინეთ სია, მიჰყევით და აკეთეთ!

და, რა თქმა უნდა, იცხოვრეთ გაბედულად!

This slideshow requires JavaScript.

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,375 other followers

  • 116,943 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: