"განვითარდი" (სამოტივაციო სტატიების სერია)

ჭამა არ ჭამა – საკითხავი აი ეს არის!


еда-для-детейსაიდუმლო აღარაა, რომ თანამედროვე საშუალო სკოლებში ადამიანს თითქმის არ გადასცემენ ყველაზე მნიშვნელოვან საბაზო ცოდნას. მათ შორის ძალიან დიდი „მანძილით“ გვერდს უვლიან ისეთ საკვანძო თემას, რომელსაც ხატოვნად შეიძლება „პური ჩვენი არსობისა“ ვუწოდოთ. სკოლის კურსდამთავრებულს ვინ ჩივის და უბრალო მოქალაქეებსაც ყოვლად ბუნდოვანი და ხშირად წინააღმდეგობრივი წარმოდგენები გააჩნიათ, ვთქვათ, საკვები პროდუქტის სწორი დამუშავების შესახებ (ისე, რომ ამ პროდუქტებში მათზე თერმული და ფიზიკური ზემოქმედების შედეგად რაღაც სასარგებლო მაინც დარჩეს!). იქ, სადაც წესით საძირკველი უნდა ეყრებოდეს ადამიანის ზნეობრივ ჰიგიენას, ხდებოდეს პიროვნების და მოქალაქის ფორმირება, ანუ საშუალო სკოლაში, მინიმალურ დონეზეც არ მიმდინარეობს ისეთი ფუნდამენტური ინფორმაციის გადაცემა, როგორიცაა საკვების მიღების წესები, საკვების როლი და მნიშვნელობა, საკვებ პროდუქტებში შემავალი ინგრედიენტების თავსებადობა და მათში სხვადასხვა კომპონენტების შემცველობა, რაციონის, აგრეთვე კვების რეჟიმის ანალიზი და დაგეგმვა. გამოდის, რომ ასეთი უმნიშვნელოვანესი საკითხები ბავშვისა და შემდგომში დიდის ყურადღების მიღმა რჩება და ფაქტიურად ერთ რიგით, ყოვლად სალაყბო-საჭორაო თემად მოიაზრება ხოლმე.

უსათაუროსაუბედუროდ, კვებისა და საკვების მნიშვნელობა ასევე ნაკლებრაციონალურად მოიაზრება ახალგაზრდა მშობლების მიერ. ეს ვითომ გააზრება გადადის ლუკმით ან ჯამით ხელში ბავშვის დევნაში შეძახილებით:
„ჭამე-ჭამე, გეხვეწები, ჩემი/ბებოს/მამას/პრეზიდენტის/ოლიგარქის (და მრავალ სხვათა ხათრით)!“;
და სრულდება ფრაზებით
a) „ცუდად იმიტომ ხარ, რომ წეღან არ შეჭამე!“,
b) „მოდი შეჭამე, მთელი დღე ფეხზე უნდა იდგე“,
c) დამანგრეველი დიეტებით, გასტრიტებით, კუჭ-ნაწლავის ნაირსახოვანი დაავადებებით.
სასკოლო აღმზრდელობითი სისტემა ისე წარმოადგენს რეალობას თითქოს საკვების მიღება წვრილმანი პროცესია, რომელიც ვერაფრით ვერ მოვა თავისი მნიშვნელობით „სწავლასთან“ (!) და „გამოცდებთან“ (!); თითქოს ლექციის მსვლელობაში ლექტორის თვალებში გაფაციცებული ცქერა და გამოცდის ჩარაკრაკება დაბალანსებულ კვებაზე უფრო მნიშვნელოვანია. ადეპტს შეიძლება ისეთი შთაბეჭილება შეექმნას, რომ თავად მასწავლებლები და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები არათუ „არა მხოლოდ პურითა ცხონდებიან“, არამედ საერთოდ მხოლოდ სულიერი საზრდოთი არიან ასეთი მადლმოფენილნი.
ამ მიდგომის სიწრფელე და გონივრულობა განსასჯელად მოდით ე. წ. „დამოუკიდებელ ექსპერტებს“ მივანდოთ. ჩვენ კი, ამასობაში, როგორც ყოველთვის, რამდენიმე მნიშვნელოვანი იდეა და პრინციპი გავიაროთ.
eda_b1. ადამიანი, ისევე როგორც ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმი, მნიშვნელოვანწილად „ქიმიაა“ (!), ანუ ქიმიური ელემენტების, ნაერთების, რეაქციების, პროცესების უზარმაზარი სისტემა. სამედიცინო და ფარმაციული სექტორების მრავალწლიანი პრაქტიკით დადგენილია, რომ:
• ნივთიერებების დეფიციტმა ინდივიდში შეიძლება მძიმე დაავადება/ებები და ფატალური შემთხვევაც გამოიწვიოს;
• ვიტამინები, სტეროიდები და სხვა დანამატები არნახულ ძალას, სისწრაფეს და სპორტულ შედეგს აძლევენ პროფესიონალ სპორტსმენებს;
• მრავალი დაავადებისაგან ადამიანი შეიძლება გარედან მიწვდილი ქიმიური კომპონენტების საშუალებით განიკურნოს.
2. საკვები მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ადამიანის განწყობას, განწყობილებას, ტემპერამენტს, სულიერ მდგომარეობას, გრძნობებს, ემოციებს და ა. შ.
გადამეტებულ საკვებს ხშირად მსუბუქი შიმშილი ჯობია! 
3. ადამიანის კარგად ყოფნა არათუ მიღებული საკვების რაოდენობაზე, არამედ საკვების ათვისების ხარისხზეა დამოკიდებული.
აღსანიშნავია ისიც, რომ ორგანიზმის მიერ მოთხოვნადი ნივთიერებების რაობა შეიძლება სეზონების მიხედვით ერთმანეთისაგან განსხვავდებოდეს.
cKkC2z7f4. საკვების მიღების კულტურა განსაზღვრავს მისი ათვისების ხარისხს!
ჩვენთან გაბატონებული გაუცნობიერებელი შეხედულებისა და აზრის მიხედვით – საკვები არის რაღაც მასა, რომელიც ჯერ პირში უნდა ჩაიდო („გადაუძახო!“ ან ჩაცალო, თითქოს ხელები თვითმცლელის ძარა ყოფილიყოს), მერე დაღეჭო, რაღაც კონსისტენციამდე მიიყვანო, გადაყლაპო და შთანთქა. შემდეგ კი რაც მოხდება – შინაგანმა ორგანოებმა თავად იდარდონ!
ანუ საკვები, რომელიც თავისთავად ენერგია, ძალა და სიცოცხლეა, ერთბაშად იყრება გულ-მუცელში, როგორც რაღაც უცხო მასა.
თან ამ დროს ყველას რატომღაც ავიწყდება ჭამის წინ მადლობის ლოცვის წარმოთქმა, რაც მართლაც არაჩვეულებრივი წესი და რიტუალია. საკვების მიმართ დამოკიდებულება ხომ ზუსტად წარმოადგენს შემოქმედისადმი საერთო მადლიერების და პიროვნების სულიერი განვითარების დონეს.
5. შიმშილი ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე დიადი მასწავლებელი და მოტივატორია!
შესაბამისად, ხშირად საჭიროა გამაჯანსაღებელი დიეტა, შიმშილობები, მარხვები. შიმშილისაგან უფრო მეტი საინტერესო და პროგრესული იდეის მიღება შეიძლება, ვიდრე დანაყრებულობისაგან.
6. საკვებისა და წყლის შესახებ ცოდნა მრავალ და მრავალ ჩვენს გარშემო გავრცელებულ ინფორმაციაზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია. თუმცა ჩვენ კვლავაც მონდომებით ვარიდებთ თავს ამ საკითხების დამოუკიდებლად შესწავლას.
7. და ბოლოს, საკვები, ჰაერი და წყალი ახალგაზრდობისა და ახალგაზრდული სულის საიდუმლოა. განსაკუთრებით შუა ხანს მიღწეული ადამიანებისათვის!

იცხოვრეთ გაბედულად!

This slideshow requires JavaScript.

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,375 other followers

  • 116,943 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: