მოთხრობები (2006 – 2015)

This category contains 15 posts

გადი, ნუ უყურებ, არ შეიძლება!


(ეთნოგრაფიული ჩანაწერი, მთხრობელი მიხო ბ*…) გადი! ეხლა მოდი ბევრი ბაზარი და რაღაც შესავლები და ეგეთი ზღაპრები არ გვინდა-რა! მოდი პირდაპირ გული გავშალოთ – გავეხსნათ ერთმანეთს! გავხსნათ გულის მურაზი, კაცური კაცი, აბა სხვა როგორ?! ესე არ უნდა იყოი, მაშ?! რა მაქვს ეხლა მაი მე შენთან დასამალი, ჰა?! მე, ჩემდათავად, არაფერი არ მაქვს ეგეთი და გეტყვი ეხლა იმ … Continue reading

მაჩო და მარია


“ესე არს პირველი მოთხრობა დაწერილი “გუგლ-დოკში”, ანუ ინტერნეტში, რაც მოწმობს, რომ აღარც კი ვკადრულობთ კალამსა და ფურცელს და ხელი გადაგვიყვია-შეგვიყვია კომპიუტერში და სადღაც ამერიკაში ვწერთ და ვბეჭდავთ. ვაიმე, სადამდე მივიდა ტექნიკა, Боже мой?!.. ჩვენს დროში კალკულატორი “MK-54” და ფერადი ტელევიზორი “ივერია” რაღაცა გვეგონა. ხალხო, რა ხდება, თქვენ აზრზე ხართ?!” “მაჩო და მარია” “ყოვლად ყოფითი ეპიგრაფი … Continue reading

მე შენ ისე ძალიან მიყვარხარ


– თუ შესწრებიხართ ოდესმე სავსემთვარეობისას ზრდასრული მგლის პირველ ყმუილს? გახსენდებათ რაიმე მსგავსი? გინდათ მოგიყვეთ, როგორ გადამხდა ეს ამბავი?! – მსგავს შესავალს, ალბათ, უფრო მეტად ცხოვრებისგან გამობრძმედილი ადამიანები მიმართავენ, რომლებსაც როგორც თავისი გულისნადების, ასევე, რატომღაც, სისუსტის გამხელაც სურთ. ჩემი მოსაუბრე მართლაც მრავალ საქებარ სიტყვას იმსახურებდა. მაღალი, ბრგე და წარმოსადეგი მამა პავსანიუსი, რიტორიკის დიდოსტატი, ფრანცისკანული ორდენის ბერი გახლდათ, … Continue reading

ცოდნა არცოდნა (მოთხრობა)


…რადგან იცნობდე სხვას სრულყოფილად ნიშნავს საკუთარ თავის იცნობდე… შექსპირი, „ჰამლეტი“  (მოქმედება V, სცენა მე-2-ე)    ეს ამბავი შორეულ 2006 წელს მოხდა, იმ დროს, როდესაც საშუალო ქართველი კაცი გულალალი რწმენებით, ანთებულობითა და წმინდა ქართული “ოცნებმეიქიკინგით” ქვეყნის მომავალს ჰორიზონტზე ამოკაშკაშებულ პოლიტიკურ ძალაზე აგებდა, პარტიაზე სახელად „ნაციონალური მოძრაობა“. ჯერ არ ამორეცხილიყო მოსახლეობის მეხსიერებიდან ქვეყნის პრეზიდენტის პარლამენტის სხდომათა დარბაზში … Continue reading

კოცნა, სიცოცხლე რომ ღირს


…quegli occhi verdi come il mare… …ზღვისფერი მწვანე თვალები…(„კარუზოს ხსოვნას“)     სიხარულის მოლოდინი – სიცოცხლის მწვერვალია. ყველაფერი სწორედ ამით დაიწყო. მან „მულატკა“ დაირქვა. ის სულ თვრამეტი წლის იყო. როდესაც მულატკამ მიმატოვა, სმენა დამეხშო და დროებითმა სიყრუემ შემიპყრო. ალბათ, არც ღირს იმის ხსენება, რამდენად რთული იყო ეს ჩემთვის. ცხადად მახსოვს, რომ მაშინ სიყრუეზე მეტად შინაგანი … Continue reading

წლების მდინარეები, 2012


…ვინ იტყვის მიზეზსა და მიზანს: რატომ და რისთვის მიედინება მდინარე, რატომ და რისთვის ტირის ჩვილი და რატომ ვერ შეურაცხოფს კაცი ღმერთს? ვინ ახსნის რატომ და რისთვის, ლამაზი სახის ხილვისას, მამრი გადაიქცევა ჰორმონთა ბომბად, ხოლო მდედრი – ბიოსამყაროს  აზრად? რა არბენს სისხლს ძარღვებში და რა აერთებს ფიზიკურს შინაგან მდინარესთან? იქნებ შემთხვევითი სულაც არაა, რომ ადამიანი ყუჩდება … Continue reading

სამოქალაქო განათლებიდან – „ზომბობანამდე“


საკუთრების ფორმების გარდასახვა იწვევს სოციალურ-პოლიტიკური ფორმაციების ჩანაცვლებას. ამ ჭრილში შენი აზრით, ლევან, რატომ დაიწყო კაცობრიობამ ტოტალური გადასვლა ფეოდალიზმიდან კაპიტალიზმზე? –                     ჰაააააა? რააა??? –                     აი, რატომ შეიცვალა ფეოდალიზმი კაპიტალიზმით? რატომ გადავიდნენ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ერთი სოციალურ-პოლიტიკური წყობილებიდან მეორეზე? –                     ჰმმმმმ…. ეგრე იყო საჭირო და მაგიტო! –                     მაას, შევარდნაძე უდიდესი პოლიტიკოსია, თქვით-რა, მასწ… იმიტომ რომ შეინარჩუნა და … Continue reading

დიალოგები ბაზარში ანუ მარკეტინგი ქართულად


ეს რა ცხოვრებაა, ამის დედა ვატირე… –     ვინ პირს აღებს და ვის აჩუმებენ! აბა პროფესორი კაცი აქ ბაზარში უნდა    ვიდგე?! –     „პრაააფესორი“ ხაარ? –     მე კიდევ ორი უმაღლესი დავამთავრე – მოსკოვში და კაზანში… ერთი     კიდევ დასამთავრებელი დამრჩა… განა სულ ბაზარში ვიდექი, ეჰ?! –     ჭაღარას პატივს აღარ სცემენ და კავკასიონსაც აღარ უყურებენ გაზაფხულობით!!! –     რას ყიდიან და რა … Continue reading

მომლაპარაკებლები


ზუსტად აღარ მახსოვს როდის მოხდა ეს ამბავი. ოდესაში დაუვიწყარი ვიზიტის წინა დღეს, თუ მაშინ, როდესაც პირველად ჩავერთე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრებისათვის ფილმების ჩვენების პროექტში. ორივე ძალიან საინტერესო მოვლენა იყო ჩემს ცხოვრებაში – ერთი ტვინისა, ჭკუის, ვოკალის აწყვეტის ხანა, როდესაც თავი რამის რობერტ პლანტი ან კლაუს მეინი მეგონა – მერე რა, რომ უფრო მცირე მასშტაბით კარაოკე „უტიოსოვი“-ში … Continue reading

აღიარა-აღიარა!


იცი რას გეტყვი, ძმაო, და ამას ბევრი ახსნა და მტკიცება არ უნდა… თელავი სულ კოლორიტებით იყო სავსე… – იძახის ჩემი მხიარული მოსაუბრე. თანამშრომლები მას გიორგევიჩს ეძახიან. – აი, მაგალითად, ნ***ჩი, იყო ასეთი კაცი თელავში, ეხლა კი თბილისში ცხოვრობს… ერთხელ, ესე 20 წლის იქნებოდა, მთვრალი იყო და მოედანზე თავისი მანქანით, კაი გაწკეპილი „ნოლ-ადინი“ ჰყავდა, მხოლოდ „ზადნით“ … Continue reading

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 4,838 other followers

  • 148,702 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

“გილოცავ, გილოცავ”

“ტანგო პირველი სიყვარული”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375