სამოტივაციო აუდიორგოლების სერია “წილი ნაყარია”

This category contains 16 posts

შეცდომის დაშვების უფლება


“…როდესაც ადამიანს შეცდომების დაშვების შინაგანი უფლება არ აქვს, მაგრამ შეცდომას იგი მაინც შემთხვევით უშვებს, მაშინ სულის სიღრმეში ესევე აგუგუნდება დაუნდობელი, ვითომ ობიექტური და მიუკერძოებელი შინაგანი სასამართლოს ზარები. ახმიანდება შინაგანი მართლმსაჯულება თავისი უმოწყალო მბრალმდებლებით, მოსამართლეებით, ჯალათებით, რომლებსაც თითქოს მხოლოდ ერთი ნატვრა ჰქონდეთ – თქვენი პიროვნება სრულყოფილად აქციონ, გამოასწორონ იგი და მის თავს ნებისმიერი მოსალოდნელი შეცდომა სრულიად … Continue reading

მიზნის მაგიური ძალა


“…გადალახეთ სიზარმაცე, მოიშორეთ ინტერტულობა, მხოლოდ დიდ მისიას და მიზანს შეუძლიათ გამოგიყვანონ კრიზისიდან, მოგცეთ ჟანგბადი მაშინ, როდესაც ირგვლივ საღი და ცხადი აზრის ვაკუუმია. მაშინაც კი, როდესაც შიში და სისასტიკე აწყვეტილი დემონებივით მძვინვარებენ. დაისახეთ მიზანი და წადით ამ მიზნისაკენ, მხოლოდ თქვენი მიზნისაკენ. ნუ უსმენთ დამრიგებლებს, კეთილისმოსურნეებს, რომლებიც ცდილობენ ვითომ-რეალობისაკენ დაგაბრუნონ…”

დანაშაულის გრძნობა


“იმ ადამიანის მართვა, რომელიც ქრონიკულად დასნეულებულია უსაფუძვლო დანაშაუალის გრძნობით, ძალიან ადვილია. ადვილია მისი წამოგება ნებისმიერ მარტივ და უმნიშვნელო საკითხზეც კი. ასევე მეტისმეტად ადვილია მისი აზროვნებისა და ყოფაქცევის სასურველი მიმართულებით წარმართვა. შეიძლება ისიც ითქვას, რომ თვითონ სკოლებში გამეფებული პედაგოგიკა და ადამიანის მართვა ხშირად გულისხმობს არა მხოლოდ პასუხისმგებლობისა და ლოიალობის დამოკიდებულების გაღვივებას პიროვნებაში. ეს არის ადამიანის სურვილების, … Continue reading

საკუთარი თავის რწმენის შესახებ


“…პირველი, რაც აუცილებლად უნდა მოიმოქმედო – უნდა დაიწყო სხეულის ენერგეტიკისა და ფსიქიკის აწევა, აქაჩვა, ამაღლება. შენი ხასიათი და განწყობა ბუნების მოვლენებს უნდა წააგავდეს. თუ ინტროვერტი ხარ – ოკეანეს უნდა ბაძავდე, ექსტრავერტი – კი ცეცხლისმფრქვეველ ვულკანს. რა თქმა უნდა, ასეთი რამეები უპირველყოვლისა რითმული და ჟინიანი ფიზიკური მოძრაობიდან, სიმკვეთრიდან, სისწრაფიდან, ერთი სივრციდან მეორეში გააადგილებიდან, საერთო სასიცოცხლო ვიბრაციებში … Continue reading

მართე შენი დრო – მართე შენი ცხოვრება!


“1. მართეთ, მართეთ, მართეთ თქვენი დრო! დროს უყვარს აქტიური ადამიანები, დროს უყვარს მართვა და უყვარს იყოს მართული, ისევე როგორც ყველაფერს ფასდაუდებელს, რაც მუქთად გვივარდება ხელში. 2. გაიმძაფრეთ დროის შეგრძნება – და მოსთხოვეთ თქვენს თავს, რომ თითოეულ წუთში გაცილებით უფრო მეტი რამე გააკეთოთ, ვიდრე გასულ საათში. იყავით სამყაროს, შესაბამისად თქვენი დროის მმართველი…”

სილამაზის შესახებ


“…რა არის სილამაზე და მომხიბვლელობა? ნუთუ ეს მხოლოდ თავად სილამაზის პატრონის თვისებაა ან მხოლოდ დამკვირვებლის ფსიქიკის? ან იქნებ, სილამაზე რომ შედგეს, გარკვეული სულიერი მდგომარეობა თვითონ სილამაზის მოცქირალს უნდა გააჩნდეს? ანდა კიდევ იქნებ თავად ლამაზ ადამიანს დამატებით უნდა ჰქონდეს რაღაც შინაგანი სულიერი მშვენიერება, რაც გარეგნულ სიკოხტავეს აცოცხლებს და ამძაფრებს? ან რა იზადავს სხვა ადამიანებს სილამაზისაკენ, როგორც … Continue reading

შეუძლებელთან მორკინალი


“ძლიერმა ადამიანმა კარგად იცის და შესისხლხორცებული აქვს, რომ ისევე, როგორც მდინარე მოძრაობაში იკრებს ძალას, ასევე კაციც მხოლოდ გამალებულ მოქმედებაში ხდება ლიდერი. მხოლოდ მოძრაობას – ფიზიკურსა და სულიერს, მენტალურსა და იმავდროულად გამორჩეულად დატვირთულს, საზოგადოებრივ ბრძოლასა და გარემოსთან შერკინებას პიროვნებისათვის საკუთარი მისიისა წვდომა, წონასწორობა და მზაობა მოაქვს. მზაობა, კი დიდი შექსპირისა არ იყოს, ყველაფერია…”

ვის ეძლევა?


“ბუდისტური სკოლა ძენი საკუთარ მიმდევრებს სულიერი განვითარებისათვის სხვადასხვა სავარჯიშოებს სთავაზობს. მათ შორის არის კოანი – ანუ გამოცანა, მოკლე კითხვა, რომელსაც ხშირად არ აქვს ლოგიკური სარჩული, და საჭიროებს გარკვეულ ინტუიციურ პასუხს. კოანის მიზანია დააჩქაროს მოსწავლის აზროვნება და მისცეს ბიძგი მის გასხივოსნებას. ერთ-ერთი გამოცანა-კოანი, რომელიც ჩემს ინტერესს და აღფრთოვანებას იწვევს ხოლმე, ასე ფორმულირდება…”

ემოციური თავისუფლება


“…იშვითი თუ გვეუბნება, ან თავად ესმის ტექნიკურად როგორ უნდა მოხდეს ან განხორციელდეს ეს გულთან „ახლოს არმიტანა“ და მით უმეტეს როგორ უნდა განახორციელოს ეს ყველაფერი ადამიანმა, რომელიც მოვლენების ეპიცენტრში იმყოფება და დაუოკებელი ემოციების ბურუსშია გახვეული? როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, როდესაც განრისხებულია, განაწყენებულია, როდესაც შეურაცხყოფილია, შეშინებულია, უარყოფილია, მოტყუებულია. როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, რომელსაც თავს ხდის სიმწარე, ბრაზი, … Continue reading

აუდიოჩანაწერების რუბრიკა “წილი ნაყარია” (გააზიარე)


მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო! ამ აუდიომასალის აქტუალობისა და მნიშვნელობიდან გამომდინარე გთხოვთ თქვენს კედელზე გააზიაროთ სამოტივაციო, დადებითი განწყობილების შემქნელი აუდიორგოლების ბმული. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური დახმარება, ინვესტირება პირადად თქვენი და თქვენი მეგობრების პიროვნულ განვითარებაში. უბრალოდ „დააკოპიეთ“ ქვემოთმოყვანილი ტექსტი + ბმული გვერდზე. წინასწარ გიხდით მადლობას! სამოტივატიო, განწყობილების შემქნელი აუდიო-რგოლები (ფსიქოლოგია, კომუნიკაცია, წარმატება და ა.შ.)

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 4,555 other followers

  • 143,695 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

“გილოცავ, გილოცავ”

“ტანგო პირველი სიყვარული”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375