“განვითარდი” (სამოტივაციო სტატიების სერია)

This category contains 18 posts

ჭამა არ ჭამა – საკითხავი აი ეს არის!


საიდუმლო აღარაა, რომ თანამედროვე საშუალო სკოლებში ადამიანს თითქმის არ გადასცემენ ყველაზე მნიშვნელოვან საბაზო ცოდნას. მათ შორის ძალიან დიდი „მანძილით“ გვერდს უვლიან ისეთ საკვანძო თემას, რომელსაც ხატოვნად შეიძლება „პური ჩვენი არსობისა“ ვუწოდოთ. სკოლის კურსდამთავრებულს ვინ ჩივის და უბრალო მოქალაქეებსაც ყოვლად ბუნდოვანი და ხშირად წინააღმდეგობრივი წარმოდგენები გააჩნიათ, ვთქვათ, საკვები პროდუქტის სწორი დამუშავების შესახებ (ისე, რომ ამ პროდუქტებში … Continue reading

როდესაც ამბობ, რომ მეტი აღარ შეგიძლია – ეს უბრალოდ სიტყვებია!


ერთი… ორი… სამი.. სტარტი! სტარტი! სტარტი! კიდევ ერთი ცხოვრებისეული რბოლის სასტარტო სიგნალი გაცემულია. ყველა შენი მეტოქე თავპირისმტვრევით ფინიშისაკენ გარბის, შენ კი არ მოძრაობ და თითქოს ადგილიდან გატოკებასაც არც აპირებ. „მოძრაობას ვერ იწყებ თუ რა გჭირს?“ – გაჰკივიან შენი გულშემატკივრები. – არ გინდა? – გეზარება – ჩვენ ხომ ყველა შენთვის მოვედით? – არ გყოფნის მონდომება – … Continue reading

სად იპოვი ასეთ ადამიანს?


“2007 წელს ორფილდის ლაბორატორიაში (სამხრეთ მინეაპოლისი, აშშ) ასეთი ექსპერიმენტი ჩაატარეს. შეიქმნა ოთახი, რომლის ზედაპირი ბეტონისა და მინაბოჭკოს მეშვეობით ბგერების 99 %-ს ისრუტავდა. რა ემართებოდა ასეთ ოთახში მოხვედრილ ადამიანს? პირველ რიგში, მას სიარულის პრობლემები უჩნდებოდა, რადგან ადამიანი მოძრაობის დროს მიჩვეულია ბგერით ორიენტაციას. მეორე, მას აღარ შეეძლო საკუთარი თავის მოსმენა, რადგან სპეციფიური ბგერითი ფონის გარეშე ეშინოდა ხმის … Continue reading

იბრძვი თუ ცხოვრებით ტკბები?


დილაა…10-11-12 საათი… მოგივიდა შეტყობინება ჩემი ახალი პუბლიკაციის შესახებ, ან კიდევ ფბ-ზე პოსტის ამსახველი სტატუსი შეამჩნიე. გარკვეული ინტერესით ან დილის მსუბუქი ზიზღით, დაღლილობით ან აკვიატებული უკმაყოფილებითა და დაუკმაყოფილებლობით მექანიკურად აკლიკებ ფოტოს და მიჰყვები. თვალებით ათვალიერებ ტექსტს, ისევე, როგორც ათეულობით სხვა გახსნილ ფანჯარას, აჭრელებულს უამრავი ვიდეო, წერილობითი და აუდიო ინფორმაციით. ოფისში მყოფს ვიღაც გეძახის, თუმცა წელისა და … Continue reading

გელაპარაკებათ თუ არა გარესამყარო?


ყოველი ადამიანის ცხოვრება სამ დიდ ვეშაპზე დგას: ფიზიკური ჯანმრთელობა; ფსიქიური ჯანმრთელობა; მოლაპარაკებები (გარესამყაროსთან ურთიერთობები). დღეს რამდენიმე სიტყვით მინდა მიმოვიხილო ის მაგიური უნარი, რომელიც ყველაზე კარგად ასახავს თქვენი პიროვნების ბუნებასა და მის სოციალურ წარმატებას. საქმე ისაა, რომ მიუხედავად განსაცვიფრებელი მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის (რობოტოტექნიკა, ბიოინჟინერია, მოქნილი საწარმოო სისტემები და სხვა), ფიზიოლოგიური და სულიერი საჭიროებების დიდი ნაწილის დაკმაყოფილება მაინც … Continue reading

რამდენად მზად ხართ ახლავე მიიღოთ ის, რაც ძალიან გინდათ?


წარმოიდგინეთ, რომ ის, რაც ძალიან გინდათ, მაგალითად, ვილა ბაჰამის კუნძულებზე, საოცნებო ქალი/მამაკაცი, საოცნებო მეგობრები, ფინანსური შეძლება, რამის მაგიური უნარ-ჩვევები, გავლენა, განსაკუთრებული ცნობადოდა, სასწაული ავტომობილების კოლექცია, აქსესუარები და ა.შ. – ახლავე გეძლევათ!!! წარმოიდგინეთ, რომ ის, რასაც ძალიან შენატრით, გულის სიღრმემდე გსურთ, ახლავე, ამ წუთსვე თქვენს ხელთ გადმოდის! “ახლავე” ნიშნავს, რომ ამ საოცრების ხორცშესხმა უშუალოდ იმ წუთიდან მოხდება, … Continue reading

რა ჯობია – დადებითი თუ უარყოფითი ტიპის აზროვნება?


რა დათვლის იმ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ ოპტიმიზმით ცხოვრებას კაცი ხშირ იმედგაცრუებამდე მიჰყავს და ამგვარი აზროვნების ნირი შეიძლება მძიმე დეპრესიის მიზეზიც გახდეს. იმასაც ამტკიცებენ, რომ თითქოს უფრო უკეთესი ყოფილიყოს საქმე გვქონდეს „რეალობასთან“, ფაქტებთან, გარკვეულ პესიმიზმთან, კრიტიკულ აზროვნებასთან, ვიდრე გვჯეროდეს ე. წ. უკეთესობის. იმ დროში, სადაც დედამიწაზე „პარპაშობენ მასონები“, „სატანა ბობოქრობს“, ავადმყოფობები, ომები, საყოველთაო სიცრუე XXI საუკუნის … Continue reading

„რა მჭირდა, აქამდე რატომ არ ვაკეთებდი ამ ყველაფერს?”


არ გავაზვიადებ, თუკი ვიტყვი, რომ თქვენთვისაც, ძვირფასო მკითხველო, საკმაოდ ნაცნობი უნდა იყოს ამგვარი სიტუაცია. რაღაცაზე დიდი ხნის წინ უკვე მტკიცე გადაწყვეტილება მიიღეთ, ხელსაყრელი პირობებიც თითქოს შეიქმენით, თავად საქმეც პრიორიტეტად დაისახეთ, უკვე რამის კვარცხლბეკის მუსიკაც შეუკვეთეთ… ამოცანის განხორციელება კი მაინც გაჭიანურდა, არაფერი გაკეთდა… და ჰოი, რომ ამ ყველაფერში უდიდესი „დამსახურება“ სწორედ თქვენ მიგიძღვით! ხან გეზარებათ, ხან არ გსურთ, … Continue reading

უნდა “ვაკრიტიკებდეთ” თუ არა


თითქმის არ არსებობს ადამიანი, რომელიც არ იყოს ჩათრეული საზოგადოებრივი თუ პირადი ცხოვრების კრიტიკაში, საკუთარი უკმაყოფილებისა და ჯავრის აქტიურ გამოხატვაში, გამანადგურებელ სარკაზმში, ხელისუფლების განკითხვაში, რაც ბოლო ჯამში სამართლიანი თუ სუბიექტური პროტესტის მხოლოდ და მხოლოდ ვერბალურ (სამეტყველო) დონეზე გამოფენას წარმოადგენს. განურჩევლად იმისა აცნობიერებს თუ არა პიროვნება ამ ყველაფერს, ეს ე. წ. კრიტიკა სინამდვილეში უბრალოდ უარყოფითი ემოციების გაღვივება … Continue reading

“ვიცი, მაგრამ არ ვიცი როგორ…”


თანამედროვე ადამიანის კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრობლემას შეიძლება ასეთი ფორმულირება მიეცეს: „ვიცი, მაგრამ არ ვიცი, როგორ…“. აქ იგულისხმება ვითარება, როდესაც ადამიანი თითქოს გარკვეულია სხვადასხვა საზოგადოებრივ და ცხოვრებისეულ საკითხებში, კონკრეტული პროფესიული საქმიანობის დეტალებში, აქვს ზოგადი ხედვა და საღი ლოგიკური აზროვნება. თითქოს ეს სუბიექტი საკმაოდ რაციონალური და დახვეწილი ენითაც მსჯელობს, თუმცა ადგილიდან დაძვრა, რაღაცის წამოწყება, ნაბიჯის გადადგმა უჭირს. … Continue reading

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 4,838 other followers

  • 148,702 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

“გილოცავ, გილოცავ”

“ტანგო პირველი სიყვარული”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375