აუდიოჩანაწერების რუბრიკა “შექმენი საკუთარი თავი”

This category contains 7 posts

კონფლიქტი – რა და როგორ?


თანამედროვე ადამიანს, რომელსაც კონფლიქტის შესახებ სკოლაში არაფერს ჯეროვანს არ ასწავლიან, გარდა ბანალური მონაჩმახისა, განსაკუთრებით უჭირს საკუთარი ინტერესების დაცვა მშვიდობიან ვითარებაში. გასათვალისწინებელია, რომ ქართული სოციალური სისტემა შეგნებულად თუ შეუგნებლად უმალავს ადამიანს ცხოვრების რაობას, სინამდვილეს, კონფლიქტის მართვის ტექნოლოგიებს, ქართული რეალობის ალფასა და ომეგას. გარკვეული სიხშირით მიმდინარე ცემა-ტყეპა ბიჭუნებს შორის და არანაკლები კინკლაობა, ინტრიგები და გაწევ-გამოწევ საშუალო სკოლაში … Continue reading

სოსო მიქელაძე – “მიწა, შრომა, მოძრაობა”


“…თუ წარსულის ადამიანის საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა 40-50 წელი იყო დიდი ფიზიკური შრომისა და მედიცინის განუვითარებულობის გამო, თანამედროვე ადამიანის სიცოცხლე, ანუ ის, რასაც სიცოცხლე ჰქვია, და არა, „ზომბობანა“, 25-30 წელიწადს არ აღემატება. დღეს უკვე საოფისე ცივილიზაციის პროდუქტი-ადამიანი შრომას ეძახის კომპიუტერის კლავიატურაზე თითების მაღალი სიხშირით წკაპაწკუპს, გარკვეულ არითმეტიკულ-ლოგიკურ ოპერაციებს, ნერვულ-ემოციურ დაძაბულობისაგან მიღებულ გადატვირთვებს. ასფალტურმა ცივილიზაციამ მოიტანა არაადამიანური, … Continue reading

სოსო მიქელაძე – “უკმაყოფილება საკუთარი თავით” (პოდკასტი # 5, რუბრიკა “შექმენი საკუთარი თავი”)


სოსო მიქელაძე – “უნდა გვწყინდეს თუ არა?” (პოდკასტი # 4, რუბრიკა “შექმენი საკუთარი თავი”)


  წყენას უფრო მეტად ამძაფრებს და გამოწვეული ტკივილის რეალურ ძალას აზვიადებს შედარების გარემოება. ამ დროს პიროვნება გუნებაში საკუთარ თავს ჩასძახებს, რომ „აი იმას (რაღაცით პრივილეგირებულს) კი ასე ნამდვილად არ მოექცეოდნენ და ეს მხოლოდ მე მომექცნენ ასე“. უსამართლოდ დისკრიმინირებულად და დევნილად თვითაღქმა იწვევს ინტენსიურ უსიამოვნო განცდებსა და წუხილს, დაცემულობისა და სასოწარკვეთილების გრძნობებს. ასეთ ვითარებაში ფსიქოლოგები ხშირად … Continue reading

სოსო მიქელაძე – “რას გვასწავლიან ჩვენი გრძნობები” (პოდკასტი # 3, რუბრიკა “შექმენი საკუთარი თავი”)


“…ადამიანები არ გრძნობენ, ვერ გრძნობენ, ბოჭავენ გრძნობებს და ამ ბლოკისაგან თავდასახსნელად მიმართავენ ხან ალკოჰოლს, ხან – სხვადასხვა ძალის ნარკოტიკებს, ხან ფსიქიკის ასაწყვეტად გართობის ექსტრემალურ სახეობებს, ექსპერიმენტულ რელიგიებს, ფილოსოფიურ სწავლებებს და ა. შ. ემოციების ბლოკირება არ აძლევს ადამიანებს საშუალებას იგრძნონ, სიტყვასიტყვით შეიიგრძნონ საკუთარი ცხოვრებისეული გზა, საკუთარი დღე, საკუთარი თავი, და არ გაებან ამ გზაზე სხვადასხვა ცხოვრებისეულ … Continue reading

სოსო მიქელაძე – “ქართული სოციალური გარემო” (პოდკასტი # 2, რუბრიკა “შექმენი საკუთარი თავი”)


როგორც საკუთარი ცხოვრების სტრატეგოსმა, მოქალაქემ უნდა ზედმიწევნით კარგად იცოდეს – რა ვითარებაში მოუხდება მას არსებობა საკუთარი ამბიციების გახმოვანების შემდეგ, რა ველებზე – ბრძოლა, რა საფეხერებსა და კლდეებზე – აღმასვლა, და რა ნიადაგზე – სიცოცხლის მოსავლების მოყვანა. ზოგიერთს ეს მსჯელობა შეიძლება ბანალურად, მომაბეზრებლად და მოსაწყენად ეჩვენოს. თუმცა გონიერ ადამიანს ეს ანალიზი დაეხმარება უფრო სიღრმისეულად გააცნობიეროს „წარმატების“ … Continue reading

სოსო მიქელაძე – ცხოვრებისეული დაგეგმვის შესახებ (აუდიოპოდკასტი #1)


კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 4,838 other followers

  • 148,702 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

“გილოცავ, გილოცავ”

“ტანგო პირველი სიყვარული”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375