"განვითარდი" (სამოტივაციო სტატიების სერია)

“ვიცი, მაგრამ არ ვიცი როგორ…”


knowledgeworkersთანამედროვე ადამიანის კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრობლემას შეიძლება ასეთი ფორმულირება მიეცეს: „ვიცი, მაგრამ არ ვიცი, როგორ…“.

აქ იგულისხმება ვითარება, როდესაც ადამიანი თითქოს გარკვეულია სხვადასხვა საზოგადოებრივ და ცხოვრებისეულ საკითხებში, კონკრეტული პროფესიული საქმიანობის დეტალებში, აქვს ზოგადი ხედვა და საღი ლოგიკური აზროვნება. თითქოს ეს სუბიექტი საკმაოდ რაციონალური და დახვეწილი ენითაც მსჯელობს, თუმცა ადგილიდან დაძვრა, რაღაცის წამოწყება, ნაბიჯის გადადგმა უჭირს. როდესაც ასეთი ინდივიდის საუბრებს, ახსნას და დასაბუთებას ისმენ, გრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს არის გამობრძმედილი, გამოცდილი, მრავალჭირნახული და საქმიანი პიროვნება, თუმცა, რეალობა იქვე ცხადყოფს, რომ საკუთარი ყოფაქცევის ეფექტური მართვა ამ „ჭკუის კოლოფს“ უჭირს. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ამ შემთხვევაში აქცენტი მაქვს არა უბრალოდ ენაწყლიანად მოუბარ მოლაყბეზე, არამედ ისეთ მოქალაქეზე, რომელსაც თავად სურს თეორიიდან პრაქტიკაზე გადავიდეს, გადალახოს სტაგნაციის ჭაობი და ყველაფრისმოცდნის რეპუტაცია რისკიანი, შედეგიანი და ძლიერი პიროვნების იმიჯით შეცვალოს. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს პრობლემა, ანუ თეორიაში ჩაძირულობა, სხვადასხვა ისტორიული თუ სოციოგენეტიკური ფაქტორის გამო, ჩვენი საზოგადოების მრავალ წევრს აწუხებს.

რა რეკომენდაციების მიცემა შეიძლება ასეთი ადამიანებისათვის?

  1. მოქმედების ადამიანად ყოფნას საკმაოდ დიდი სიმამაცე, გაბედულება, ენერგეტიკა, განსხვავებული დინამიური ტემპერამენტი (უფრო მეტად ქოლერიკი, სანგვინიკი), ფიზიკური გამძლეობა, სტრესომედეგობა და ხასიათი ესაჭიროება. თუ თქვენ ამ თვისებებს საკუთარ თავში ვერ ხედავთ და პრაქტიკული ცხოვრება თქვენი იდეა-ფიქსი არ არის, შეგიძლიათ თავი არ დაიტვირთოთ დარდით იმაზე, რომ მილიონიან პროექტებს არ აწყობთ და ყველა ქართულ ტელეარხზე კვირაში შვიდჯერ არ გამოდიხართ. მეორე-მესამე პოზიციებზე, საკონსულტაციო-ინტელექტუალური საქმიანობით თქვენ საკმაოდ წარმატებული კარიერის შექმნა შეგიძლიათ, სადაც მრავალი მენეჯერი შეუცვლელად მიგიჩნევთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გამოიყენეთ ფსიქოლოგიური ტესტები (ინტროვერსია/ექსტრავერსია/სოციონიკა და სხვა), გაიარეთ პროფორიენტაციის ტრენინგები და აუცილებლად გაითვალისწინეთ თქვენი ფსიქიკის მახასიათებლები.

2. თუ თქვენ თვლით, რომ ყველაფერი იცით, მაგრამ იმავდროულად არაფერს აკეთებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ მაინც ყველაფერი არ იცით.

Knowledge-Hierarchy-1თუნდაც ის, როგორ დაიწყოთ მოქმედება. შესაძლოა, ქმედებასთან დაკავშირებით თქვენი გამოცდილება გადატვირთულია ნეგატიური ინფორმაციით ან ამ ეტაპზე უძრაობა თქვენთვის აქტიური სოციალურ საქმიანობაზე უფრო მნიშვნელოვანიც და მომგებიანიც არის. ჩაატარეთ ჩვეულებრივი ანალიზი და „ჩამოყარეთ“ რა „პლიუსები“ და „მინუსები“ აქვს „მაღალინტელექტუალურ თეორეტიკოსობას“ და „სოციალურ აქტივიზმს“. შემდეგ ორივე ცხოვრებისეული წესის უპირატესობები და უარყოფითი მხარეები ერთმანეთს შეადარეთ. შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ გარკვეული ფსიქოლოგიური ტრამვის ან დეპრესიის შედეგად, თქვენ დაკარგეთ დადებითი წარმოდგენა/ხსოვნა ენერგიული საზოგადოებრივი საქმიანობის პოზიტივის შესახებ.

  1. თეორიაზე ჩაციკვლას შეცდომის არდაშვების შიში იწვევს. რა თქმა უნდა, ცხოვრებაში არის ასეთი სწავლების მეთოდები და დისციპლინები, სადაც ზედმიწევნით კარგად ითვისებ თეორიას და შემდეგ უკვე პრაქტიკა მეტისმეტად ადვილად ხორციელდება ხოლმე. თუმცა ის, რასაც ჩვენ ვსაუბრობთ – ზოგადად ცხოვრება, ბიზნესი, პოლიტიკა, ადამიანური ურთიერთობები – სრულყოფილად სისტემატიზირებული ვერასოდეს იქნება, და ამ თეორიის შესწავლას შეიძლება 10 სიცოცხლე მოანდომო, თუმცა ბოლოში ისეთივე უმეცარი აღმოჩნდე, როგორც დასაწყისში. ამიტომ სტრატეგია „სრულყოფილად ვითვისებ თეორიას და მერე ვლაღობ პრაქტიკაში“ (იგივე სუვოროვის “ძნელია სწავლაში, ადვილია ბრძოლაში”) ზემონახსენებ სფეროებში არც ისეთი მომგებიანია. იდეალური ვარიანტია გამოცდილი და უგონიერესი მენტორის, ქოუჩის, კონსულტანტის, მასწავლებლის აყვანა, რომელიც გეხმარება პრაქტიკასთან დაახლოებაში. მეტისმეტად დიდი თეორია აყოვნებს პრაქტიკას, ისევე როგორც მხოლოდ და მხოლოდ პრაქტიკა გამოცდილების სისტემატიზაციას და გონებრივ მოწესრიგებას ართულებს. საუკეთესოა, როდესაც მიღებული ცოდნა უშუალოდ რეალიზდება და მისი გამყარება სწორედ პრაქტიკაში ხდება.
  2. მეტისმეტი ცოდნა და კონცენტრაცია თეორიაზე ხაზს უსვამს იმას, რომ ინდივიდმა ცხოვრების მარტივი და ფუნდამენტური მდგენელები უარყო – სიამოვნება, საფრთხე, ადამიანური საჭიროებები და მოთხოვნილებები, ყოფითი ურთიერთობები და ჭეშმარიტებები. „მოქმედება“ სწeducationheadორედ გამარტივებას და უბრალოებასთან დაბრუნებას ნიშნავს.
  3. როგორც წესი „ჭარბი“ ცოდნა, ანუ ადამიანის მიერ გამოთქმული ახსნები, თავის მართლება, გადაბრალება, დასაბუთება, პოლიტიკური ვითარებით აღშფოთება, დასკვნები და ჭკუის დარიგება – ეს ყველაფერი ის “საპნის ბუშტია”, რომელიც აუცილებლად გასკდება. რაც მალე მოხდება ამ ბუშტის განადგურება და ადამიანი ყველაფერს „არაფრიდან“ დაიწყებს, მით უკეთესი. ცოდნა, რომელიც ქმედებაში არ გადადის, საკუთარი პატრონის ტანჯვის საგანი ხდება.

იცხოვრეთ გაბედულად!

This slideshow requires JavaScript.

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,376 other followers

  • 117,463 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: