ეძიებდეთ და ჰპოვებდეთ

შეცდომის დაშვების უფლება (ჩანაწერი #24)


საკუთარი თავისთვის შეცდომის დაშვების უფლების მინიჭება – აზროვნების ძალიან მაღალი დონეა.
არ გეშინია შეცდომის დაშვების,
არ გეშინია თემისა და საზოგადოების კრიტიკის,
არ გეშინია ჩავარდნის, დაცინვის, უარყოფის,
მაშ რა-ღა შეიძლება მოგერიოს?! 
გონიერი, გაწონასწორებული, შინაგანი მშვიდობის მქონე, რაციონალური ადამიანი ნებისმიერ საქმეში აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია. ასეთი ადამიანი იმავდროულად იმასაც უშვებს, რომ საქმის შედეგი შეიძლება არ იყოს იდეალური, რომ მის ნამუშევარში შეიძლება იყოს ხარვეზიანი. იგი არ ამბობს, რომ მისი შედეგი აბსოლუტურია. ის იაზრებს, რომ შესაძლოა არსებობდეს უფრო უკეთესი, კიდევ უფრო უკეთესი, და კიდევ უფრო-უფრო უკეთესი საბოლოო რეზულტატი.
შესაბამისად, როდესაც შენ შეუმცდარობის იდეისაგან ათავისუფლებ გონებას – შენ მართლაც საოცრად მაგარი ხდები. როდესაც შენ საკუთარ ცხოვრებაში უშვებ აზრს, რომ გაქვს სრული უფლება შეცდე და იყო არასრულყოფილი – შენ სწავლობ აკეთო ნებისმიერი საქმე უფრო უკეთესად და ხარისხიანად, ვიდრე მანამდე აკეთებდი და საერთოდ წარმოგედგინა.
შეცდომის დაშვების უფლების იდეა გვიბიძგებს ახალ-ახალი ექსპერიმენტისაკენ!
როგორ?
ადამიანს, რომელსაც არ ეშინია შეცდომის დაშვების – მას ხომ არც უცნობი და ახალი ცდების, მცდელობების ეშინია; მაშინ როდესაც ადამიანი, რომელსაც პანიკურად ეშინია წარუმატებლობის, პანიკურად გაურბის ექსპერიმენტებს, იგი ბუნებრივია შედარებით უფრო იშვიათადაც სცდის ბედს.
ყოფაქცევის ამგვარი წესი, ბოლო ჯამში გვაძლევს პიროვნებას, რომელმაც ყველაფერი იცის ყველაფერის შესახებ, ყველაფერზე აქვს მზა პასუხები (რა თქმა უნდა, ძირითადად პესიმისტური), რომელიც ყოველთვის გაცილებით უფრო ნაკლებს აკეთებს და აღწევს, ვინაიდან ძირითადად უფრო ნაკლებ შესაძლებლობებს ხედავს, და, ზოგადი, სამყაროსეული აღქმა ერთ პატარა შავ წარტილამდე აქვს დაკნინებული, რომელსაც ეწოდება:

„არ გამოვა!“.

ასე რომ, სასწრაფოდ მოიპოვე შეცდომის დაშვების „ლიცენზია“.
მერწმუნე, რომ მთლიანობაში მნიშვნელოვნად უფრო მეტი შეცდომა მოგივა, თუმცა ბოლო ჯამში, ეს შეცდომები გაცილებით უფრო ფასეული იქნება, ვიდრე ყველაფერი ის, რაც მათ ნაცვლად შეიძლება მოხდეს.
და, რასაკვირველია, სწორედ ეს შეცდომები განაპირობებს იმას, რომ შენი წარმატებების გამო გარშემომყოფები ხშირად პირდაღებულები დარჩებიან!

იმოქმედე!

 

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

კომენტარები ჯერ არ არის.

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

კატეგორიები

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 6,023 other subscribers

  • 284,428 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“ქართული” (რგოლი, 2018)

“ნეტავ” (კლიპი, 2018)

“წლები და გზები” (კლიპი, 2018)

“გაუღე ეგ გულის კარები სიყვარულს” (კლიპი, 2018)

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: graporapo@gmail.com;
Skype: ronini2375