სურვილი

This tag is associated with 13 posts

დღე III (თვითმოტივაციის 12 დღე)


თითოეული ჩვენგანი (ნუ თითქმის თითოეული) ერთხელ მაინც ჩაფიქრებულა: რატომ არ ვმოქმედებთ ისე, როგორც ჩვენთვის სამაგალითო, მისაბაძი ადამიანები მოქმედებენ? რატომ არ ვმოქმედებთ ისე, როგორც თავად გვსურს და რად გამოგვდის ყველაფერი, რბილად რომ ვთქვათ, მეტისმეტად უბრალოდ, ბანალურად, არადამაჯერებლად? რატომ არ ვიქცევით თამამად, გაბედულად, მიზანმიმართულად, ჩვენი პირადი მოთხოვნილებების, საჭიროებებისა და სურვილების განსახორციელებლად? ყველა ამ კითხვაზე ერთი ძალიან მარტივი … Continue reading

პანიკა-ღა გინდათ?!


ნუ აჰყვებით “პანიკას, რომელსაც “ნაციონალები” თესავენ” და მოთმინებით, თქვენთვის ჩვეული მიამიტობით, ინდიფერენტულობით, მიმნდობობითა და ქართული “სიბრძნით” (“მაია ხატა ს კრაიუ”) უყურეთ, როგორ ინგრევა ის მცირედი, რაც ამ 24 წლის განმავლობაში ძლივძლივობით შევაკოწიწეთ. ამ საყოველთაო სიკეთის, მშვიდობისა და ეკონომიკური აღმავლობის ჟამს (მართლა, კსდრ-ს ლიდერების გამოსვლასაც უყურეთ ხოლმე პროფილაქტიკისათვის) პანიკა-ღა გინდათ?!

“დღის შოუ” – მოტივაცია და თვით-მოტივაცია


გაშიშვლების შეუძლებლობა


სანდრო თითქოს მიმხვდარიყო, რომ ის, რასაც გრძნობდა და ხედავდა – უბრალოდ ესიზმრებოდა. მის ირგვლივ მიმდინარე დაუჯერებელი მოვლენები, ირონიულ ოცნებასთან მიახლოებული და იმავდროულად მეტისმეტად რეალური, ახალგაზრდა კაცს იმ აზრისაკენ უბიძგებდა, რომ ეს ყოველივე უმოწყალო ზმანების ნაწილია. ეს სწორედ ის შემთხვევა იყო, როცა სიზმარი რაღაც სანუკვარს ასახავს. ყველაზე გრძნობიერს, სათუთს და ყოველდღიურობაში ძნელად გასააზრებელს, სულიერი სამყაროდან გადმოდინებულს, … Continue reading

“მოაზროვნეთა კლუბის” პრეზენტაცია


წმინდა ქართული ფუსფუსით და ენთუზიაზმით შექმნილი აჟიოტაჟის პირობებში, პირველი სააქტო დარბაზის კედლებში, სტუდენტების ჯგუფი „მოაზროვნეთა კლუბს“ აფუძნებდა. გასულ კვირას ისინი სასწავლებლის ერთ-ერთმა ლექტორმა სახელდახელოდ შეკრიბა, კლუბის შექმნის იდეა შესთავაზა და უმოწყალო „ტვინის შტურმის“ გამოყენებით ყოველკვირეული შეხვედრების პროგრამა და თემატიკა შეადგენინა. სტუდენტების შემართება იმდენად ძლიერი და გადამდები აღმოჩნდა, რომ რამდენიმე ახალგაზრდამ დაუფიქრებლად გამოთქვა მზადყოფნა თავად მოემზადებინა … Continue reading

მიზნის მაგიური ძალა


“…გადალახეთ სიზარმაცე, მოიშორეთ ინტერტულობა, მხოლოდ დიდ მისიას და მიზანს შეუძლიათ გამოგიყვანონ კრიზისიდან, მოგცეთ ჟანგბადი მაშინ, როდესაც ირგვლივ საღი და ცხადი აზრის ვაკუუმია. მაშინაც კი, როდესაც შიში და სისასტიკე აწყვეტილი დემონებივით მძვინვარებენ. დაისახეთ მიზანი და წადით ამ მიზნისაკენ, მხოლოდ თქვენი მიზნისაკენ. ნუ უსმენთ დამრიგებლებს, კეთილისმოსურნეებს, რომლებიც ცდილობენ ვითომ-რეალობისაკენ დაგაბრუნონ…”

როდესაც ამბობ, რომ მეტი აღარ შეგიძლია – ეს უბრალოდ სიტყვებია!


ერთი… ორი… სამი.. სტარტი! სტარტი! სტარტი! კიდევ ერთი ცხოვრებისეული რბოლის სასტარტო სიგნალი გაცემულია. ყველა შენი მეტოქე თავპირისმტვრევით ფინიშისაკენ გარბის, შენ კი არ მოძრაობ და თითქოს ადგილიდან გატოკებასაც არც აპირებ. „მოძრაობას ვერ იწყებ თუ რა გჭირს?“ – გაჰკივიან შენი გულშემატკივრები. – არ გინდა? – გეზარება – ჩვენ ხომ ყველა შენთვის მოვედით? – არ გყოფნის მონდომება – … Continue reading

რამდენად მზად ხართ ახლავე მიიღოთ ის, რაც ძალიან გინდათ?


წარმოიდგინეთ, რომ ის, რაც ძალიან გინდათ, მაგალითად, ვილა ბაჰამის კუნძულებზე, საოცნებო ქალი/მამაკაცი, საოცნებო მეგობრები, ფინანსური შეძლება, რამის მაგიური უნარ-ჩვევები, გავლენა, განსაკუთრებული ცნობადოდა, სასწაული ავტომობილების კოლექცია, აქსესუარები და ა.შ. – ახლავე გეძლევათ!!! წარმოიდგინეთ, რომ ის, რასაც ძალიან შენატრით, გულის სიღრმემდე გსურთ, ახლავე, ამ წუთსვე თქვენს ხელთ გადმოდის! “ახლავე” ნიშნავს, რომ ამ საოცრების ხორცშესხმა უშუალოდ იმ წუთიდან მოხდება, … Continue reading

„რა მჭირდა, აქამდე რატომ არ ვაკეთებდი ამ ყველაფერს?”


არ გავაზვიადებ, თუკი ვიტყვი, რომ თქვენთვისაც, ძვირფასო მკითხველო, საკმაოდ ნაცნობი უნდა იყოს ამგვარი სიტუაცია. რაღაცაზე დიდი ხნის წინ უკვე მტკიცე გადაწყვეტილება მიიღეთ, ხელსაყრელი პირობებიც თითქოს შეიქმენით, თავად საქმეც პრიორიტეტად დაისახეთ, უკვე რამის კვარცხლბეკის მუსიკაც შეუკვეთეთ… ამოცანის განხორციელება კი მაინც გაჭიანურდა, არაფერი გაკეთდა… და ჰოი, რომ ამ ყველაფერში უდიდესი „დამსახურება“ სწორედ თქვენ მიგიძღვით! ხან გეზარებათ, ხან არ გსურთ, … Continue reading

გინდა, მაგრამ ვერ ბედავ


როდესაც თავს უტყდები ან საჯაროდ აცხადებ, რომ „გინდა, მაგრამ ვერ ბედავ“, ეს იმას ნიშნავს, რომ საკმარისად ძლიერად არ გინდა. წარმატებული, ცნობილი და მშრომელი ადამიანების პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ შიში და გაუბედაობა მხოლოდ დიდი სურვილით, მოტივაციით ან ჟინით დაიძლევა. და საერთოდ ცხოვრებისეული გამარჯვებებიც მხოლოდ დიდი ემოციური ძალისა და სტიმულების დატანებით მოიპოვება. მოკრძალება, ეჭვები და შიშები კი მხოლოდ … Continue reading

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 4,555 other followers

  • 143,695 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

“გილოცავ, გილოცავ”

“ტანგო პირველი სიყვარული”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375