სიმართლე

This tag is associated with 17 posts

ჩვენი პიროვნული სტანდარტები (ჩანაწერი #9)


იმისთვის, რომ საკუთარ ხასიათს და პიროვნებას უკეთ ვიცნობდეთ, ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს რა სტანდარტებით ვარსებობთ. რას ნიშნავს ეს ე. წ. ჩვენი პიროვნული სტანდარტები? ახლავე მოგახსენებთ პირად მაგალითზე. 1. როდესაც მე რაიმე წინადადებას ვწერ – იქნება ეს პროზა, ლექსი, თუ უბრალოდ ვგზავნი ტექსტურ შეტყობინებას ნებისმიერი მესენჯერის საშუალებით – საკუთარ თავს, რაც არ უნდა მოხდეს, არ ვრთავ … Continue reading

ცხოვრება სულ უფრო რთული ხდება – როგორ მოვიქცეთ? (ჩანაწერი #4)


ცხოვრება სულ უფრო და უფრო რთულდება. ყველამ – ამ სიტყვის ფართო გაგებით – ავტომობილი იყიდა. ყველამ ტელეფონი შეიძინა და გლობალური კავშირი მსოფლიოსთან ხელმისაწვდომი გახდა. ყველამ შეიძინა ძვირადღირებული სუნამოები. ყველას რაღაც ფული გაუჩნდა – კრედიტის შესაძლებლობა მაინც.  ყველამ ინტერნეტი გაიყვანა, ლოკალურიდან გლობალურთან „დაკონექტდა“. ყველამ გახსნა ფბ-აქაუნტი. ყველა დაუმეგობრდა პორნო-საიტებს. ყველამ გაიგო ბიტკოინის შესახებ. ყველას თითქოს ცოდნა, … Continue reading

მანკუბუსის ყველაზე მართალი ციტატები


„მე ნამდვილად გულს მიჩუყებენ გოგონები-ფსიქოლოგები. თან თუ გვხვდება სიტყვა „გოგონა“, შემდეგ „ფსიქოლოგი“ და მათ შორის არსებული სასვენი ნიშანია – მინუსი. თქვენ ოდესმე თუ გიკითხავთ ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი-გოგონებისათვის, რისთვის მიდიან სასწავლებლად? სამუშაო არათუ უბრალოდ სპეციფიურია, მასში უბრალოდ გადარჩენაა ძალიან ძნელი. მე თავის დროზე რამდენიმე კვლევა ჩავატარე და აი რა დავადგინე. მთავარი მოტივაციაა – ისწავლო სხვა ადამიანების … Continue reading

10 სახელდახელო ნიშანი, რომ შენს წინ საპატივსაცემო, „კაი-ტიპი“ ქართველი მანდილოსანია


1. როცა ქალი გეუბნება, რომ მხოლოდ „მესამე“ ხარ მის ცხოვრებაში (მესამე პარტნიორი). პირველი იყო საქმრო, რომელიც სადღაც „რაზბორკაზე“ მოკლეს, მეორე კი (გული როცა ძლივს გაეხსნა კდემამოსილს ქართველური ადამიანობით) – დიდი ხნის უსიყვარულობის მერე გამოჩენილი – „შეყვარებულია“, რომელიც “მის თავს” “არ იმსახურებდა“ („ცხოველыыыыыыыыыыы“!). 2. როცა ქალი პერიოდულად და დაჟინებითი თხოვნით გავალდებულებს, რომ სთხოვო შენს მაღალჩინოსან მეგობარს … Continue reading

“იმედი” სახელად “ოცნება”


ბოლო დროს მოქალაქეები შეძრწუნებულები კითხულობენ: რა სჭირს ჩვენს ქვეყანას, საზოგადოებას? რა არის შედეგი ამ საერთო დეგენერაციის, სიძულვილისა და ბოღმის უზარმაზარი ღრუბლის უსწრაფესიო ტემპით ზრდისა, რა იწვევს ამ ბოროტების „ქარბორბალას“ ძაბრში ახალ-ახალი ადამიანების ჩათრევას და ჩაყოლას? ნება! ნება, რომ ქვეყანაში გაცილებით უფრო მაღლა იდგეს: ბოზობა-ჩათლახობა, არაკაცობა, გადაგდება, ყველანაირი ნდობის დამსხვრევა, ხვალინდელი შიშის დასადგურება, ყოვლად დაუმსახურებელი დაწინაურებები, … Continue reading

“მოაზროვნეთა კლუბის” პრეზენტაცია


წმინდა ქართული ფუსფუსით და ენთუზიაზმით შექმნილი აჟიოტაჟის პირობებში, პირველი სააქტო დარბაზის კედლებში, სტუდენტების ჯგუფი „მოაზროვნეთა კლუბს“ აფუძნებდა. გასულ კვირას ისინი სასწავლებლის ერთ-ერთმა ლექტორმა სახელდახელოდ შეკრიბა, კლუბის შექმნის იდეა შესთავაზა და უმოწყალო „ტვინის შტურმის“ გამოყენებით ყოველკვირეული შეხვედრების პროგრამა და თემატიკა შეადგენინა. სტუდენტების შემართება იმდენად ძლიერი და გადამდები აღმოჩნდა, რომ რამდენიმე ახალგაზრდამ დაუფიქრებლად გამოთქვა მზადყოფნა თავად მოემზადებინა … Continue reading

შარვლები


– ზურა, ნახე… ორი შავი შარვალი ვიყიდე. შენ რომელს მირჩევდი ჩასაცმელად – ეთერში გეუბნები-რა? ესენია, ნახე! – გიო უახლოეს მეგობარს „სკაიპით“ შენაძენს უჩვენებს. – აი ამაზე რას ფიქრობ? ხო, აი მე, თითქოს, ეს უფრო მომწონს, „პიერ კარდენია“ მაინც და რა ვიცი… – ახლოს მოიტანე… აბა… მეორე?! …გიოს ოფისიდან უხმობენ. ნინჩომ ერთად შეკრიბა წამყვანები და რაღაცას … Continue reading

ძნელია ქართველად ყოფნა


ნ*** ავტოსადგურის სადგომებზე ასტრონომიული სიზუსტით გვერდიგვერდ, მოზომილ სიახლოვეში, თითქოს სამხედრო პარადისათვის გამზადებულ, საქალაქთაშორისო, დიდი ტევადობის ავტობუსებს სტუდენტი-ყმაწვილი მიუახლოვდა. ავტობუსის მძღოლმა საკუთარი ხელით განათავსა სტუდენტის ჩანთები საბარგულში. ჭაბუკმა თანასოფლელი-მძღოლის სიახლოვეში ჩვეული მზრუნველობა იგრძნო და კაცის საქმიან და ხელგაშლილ ქმედებებს ზანტი უშფოთველობით მიადევნა თვალი. ორიოდე წუთში მძღოლის მითითებით სტუდენტი სალონში აბრძანდა და მშვიდად შეუდგა თავისთვის საუკეთესო ადგილის … Continue reading

შეუძლებელთან მორკინალი


“ძლიერმა ადამიანმა კარგად იცის და შესისხლხორცებული აქვს, რომ ისევე, როგორც მდინარე მოძრაობაში იკრებს ძალას, ასევე კაციც მხოლოდ გამალებულ მოქმედებაში ხდება ლიდერი. მხოლოდ მოძრაობას – ფიზიკურსა და სულიერს, მენტალურსა და იმავდროულად გამორჩეულად დატვირთულს, საზოგადოებრივ ბრძოლასა და გარემოსთან შერკინებას პიროვნებისათვის საკუთარი მისიისა წვდომა, წონასწორობა და მზაობა მოაქვს. მზაობა, კი დიდი შექსპირისა არ იყოს, ყველაფერია…”

იცით თუ არა რა ჟამი დგას?


“…თქვენ კი – თუ იცით, თქვენი ცხოვრების რა დროს, რა ჟამს ცხოვრობთ? თუ იცით, რა ჟამია დამდგარი თქვენი ქვეყნისათვის? თუ ცდილობთ, რომ თქვენს გარშემო მიმდინარე მოვლენებს მშვიდად შეხედოთ? თითოეულ ჩვენგანს ხომ, ინდივიდუალურ დონეზე, ჩვენი საკუთარი ჟამი გვაქვს. ხანდახან ეს სხვადასხვა ადამიანების ჟამები შესაძლოა ერთმანეთს ემთხვეოდეს, ხანდახან კი დიამეტრალურად განსხვავდებოდეს. აბა დაფიქრდით და გაიხსენეთ, ძალდატანებით ხომ … Continue reading

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 4,935 other followers

  • 179,934 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

სოსო მიქელაძე საჯომარდო ბანაკში “გამოქვაბული”, 2018 წლის ივნისი

“საოცნებო ქალო”

“წლები და გზები”

“გაუღე ეგ გულის კარები სიყვარულს”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

Advertisements