მოტივაცია

This tag is associated with 16 posts

ვისია შენი გზა? (ჩანაწერი #5)


ნებისმიერი ცხოვრებისეული გზა თავისებურად რთულია, გამოცანებით და ხაფანგებით სავსე. განა ვისი გზაა ადვილი? მებრძოლის? ქურუმის? ხელოვანის? ვაჭრის ან მეწარმის? მიუკარებელთა გზა? ყოველი გზა მოითხოვს ატარო მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ემოციური მდგომარეობა და თანმდევი აზრები. შესაფერისი ემოციურ-სულიერი მდგომარეობა ამ გზის მგზავრისათვის ყველაზე უფრო აქტუალური უნდა იყოს. მგზავრს ყველაზე მეტად უნდა სჯეროდეს საკუთარი გრძნობების, სჯეროდეს, როგორც უპირველესი ჭეშმარიტების. … Continue reading

დღე XI (თვითმოტივაციის 12 დღე)


ჩვენს სამყაროში არსებობს უამრავი ემოცია, გრძნობა, განცდა, შეგრძნება, საფიქრალი. თუმცა მათ შორის არის სამი სულიერი მდგომარეობა თუ გრძნობა, რომლებიც ამგვარი სულისკვეთებით მცხოვრებ ადამიანს განსაკუთრებულად აქცევენ. ეს არის: 1) პატიება (მიტევების უნარი) 2) მადლიერება 3) სიყვარული. დამეთანხმე, რომ თუკი ცხოვრებაში ადგილი არ აქვს მადლიერებას, თუკი ადამიანებს ავიწყდებათ, რომ არსებობს მიტევება და თუკი სიყვარულის საოცარ ადგილს იკავებენ, … Continue reading

დღე IX (თვითმოტივაციის 12 დღე)


დავიწყეთ! მოდი გაიხსენე დღე, როდესაც ყველაფერი ძალიან ადვილად, ლამაზად, ეფექტურად და დასამახსოვრებლად გამოგდიოდა… გაიხსენე! კი-კი, მიდი ახლავე გაიხსენე! ნუ გეზარება… ახლავე დაძაბე გონება და უამრავ დღეთა შორის გაიხსენე ეს ღირშესანიშნავი დღე! შეიძლება უცებ არც არაფერი მოგივიდეს თავში, მაგრამ აუცილებლად სცადე. მოიკალათე სადმე სიმშვიდეში, მოძებნე სიჩუმითა და სიბრძნით სავსე სავარძელი, სახლის ყველაზე მყუდრო ადგილი და ჩაუღრმავდი … Continue reading

დღე VII (თვითმოტივაციის 12 დღე)


გადახედე შენს დღეს. ხშირად შენთვის ეს დღე ერთი უბრალო, ძალიან ყოფითი, მოსაწყენი, მცხუნვარე ან ცივი, ამინდით და არაოპტიმისტური აზრებით გაჯერებული 24 საათია – გასაყვანი წუთების, საათების ერთობლიობა. ყოველი ამგვარი დღე შენ შეიძლება უბრალოდ დღე გეგონოს, მაგრამ რეალობაში ყოველი 24 საათი ეს შენი ცხოვრებაა, ცხოვრება მინიატურაში, ერთი მსხვილმასშტაბიანი დოკუმენტური ჩანახატი. შენც ეს იცი, და ქვეცნობიერად ამას … Continue reading

დღე VIII (თვითმოტივაციის 12 დღე)


საერთოდ არაფერი რომ არ აკეთო შენს ცხოვრებაში, სულ გულხელდაკრეფილი რომ იჯდე და ბედს ელოდე, არ მუშაობდე საკუთარ განვითარებაზე, არ ანახლებდე გარდერობს, არ ოცნებობდე ახალი ავტომობილის შეძენაზე და დახურო ყველა აქაუნთი სოციალურ ქსელებში, საერთოდ რომ აღარ წვრთნიდე შენს სხეულსა და ფსიქიკას, არ იმარაგდებდე კრიპტოვალუტებს, არ ყიდულობდე უძრავ ქონებას კანარის კუნძულებზე, არ ზრუნავდე გავლენიანი მეგობრების შეძენაზე, ერთი … Continue reading

ტყუილებით შეკოწიწებული სიმართლე


უცნაური დროა, უცნაური… პოლიტიკოსები, რომლებიც ესოდენ გვანან მსახიობებს… და მსახიობები, რომლებიც პოლიტიკოსებს თამაშობენ. დამოუკიდებლობა, რომელიც ქვეშევრდომობას უფრო ჰგავს… და მონობა, რომლის დაუდგომლობასაც ვერ ინელებენ. მანქანები, რომლებიც ფორდის დროიდან პრინციპულად არაფრით შეცვლილა. და ცვლილებები, რომლებსაც თავისი ინტენსივობით ფორდის ეპოქისათვის ვერ გადაუსწრია. მუსიკოსები, რომლებმაც სული დაკარგეს. და უსულოები, რომლებიც სულით ვაჭრობენ. ღვთისმსახურები, რომლებიც შოუმენებს უფრო გვანან. და … Continue reading

“დღის შოუ” – მოტივაცია და თვით-მოტივაცია


რა მიშლის ხელს თავი კარგად ვიგრძნო?


ყურადღებით გადახედეთ თქვენს ცხოვრებას და აღმოაჩენთ, რომ… თქვენ მთელი ცხოვრების განმავლობაში დიდი მონდომებითა და ერთგულებით რაღაც ტვირთს მოათრევთ. ეს არის უარყოფითი ემოციების, განცდების, ჩავარდნების, სულიერი ტკივილების უკვე ჩავლილი, ყოვლად გამოუსადეგარი, ვადაგასული ტვირთი. მოათრევთ და მოათრევთ, მიათრევთ და მიათრევთ, მიათრევთ და მიათრევთ, სადღაც უმისამართობაში. კი, ძალიან კარგად იცით, რომ არაფერში აღარ გჭირდებათ! კი იცით, რომ ვერაფერს … Continue reading

სამოქალაქო განათლება ელიტისაგან


იქნებ ჯობდეს სამოქალაქო განათლების ღია გაკვეთილები ჩვენს VIP-ებს, MP-ებს, ოლიგარქებს, მინისტრებს, მეღვინეებს, მერებს, გამგებლებს, საკრებულოების წევრებს და ზოგადად სახელოვან ოპოზიციონერებს ჩავატარებინოთ? ფულსაც დავზოგავთ, ელიტას მოტივაციასაც ავუმაღლებთ და დავინახავთ კიდეც “ჰუიზჰუ”?! …ბევრ მათგანს რომ ჰკითხო მაგათზე დიდი პატრიოტები ქვეყნად არ დაიარებიან (ალბათ, მცდელობებია სასურველი სინამდვილედ გაასაღონ). ისე მაინც… თავზე ტაშტების დამხობას ჯობს სკოლებში მიბრძანდნენ, ბავშვებს თვალებში … Continue reading

გინდა, მაგრამ ვერ ბედავ


როდესაც თავს უტყდები ან საჯაროდ აცხადებ, რომ „გინდა, მაგრამ ვერ ბედავ“, ეს იმას ნიშნავს, რომ საკმარისად ძლიერად არ გინდა. წარმატებული, ცნობილი და მშრომელი ადამიანების პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ შიში და გაუბედაობა მხოლოდ დიდი სურვილით, მოტივაციით ან ჟინით დაიძლევა. და საერთოდ ცხოვრებისეული გამარჯვებებიც მხოლოდ დიდი ემოციური ძალისა და სტიმულების დატანებით მოიპოვება. მოკრძალება, ეჭვები და შიშები კი მხოლოდ … Continue reading

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 4,838 other followers

  • 159,274 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

“გილოცავ, გილოცავ”

“ტანგო პირველი სიყვარული”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375