მიღწევა

This tag is associated with 32 posts

ვისია შენი გზა? (ჩანაწერი #5)


ნებისმიერი ცხოვრებისეული გზა თავისებურად რთულია, გამოცანებით და ხაფანგებით სავსე. განა ვისი გზაა ადვილი? მებრძოლის? ქურუმის? ხელოვანის? ვაჭრის ან მეწარმის? მიუკარებელთა გზა? ყოველი გზა მოითხოვს ატარო მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ემოციური მდგომარეობა და თანმდევი აზრები. შესაფერისი ემოციურ-სულიერი მდგომარეობა ამ გზის მგზავრისათვის ყველაზე უფრო აქტუალური უნდა იყოს. მგზავრს ყველაზე მეტად უნდა სჯეროდეს საკუთარი გრძნობების, სჯეროდეს, როგორც უპირველესი ჭეშმარიტების. … Continue reading

დღე X (თვითმოტივაციის 12 დღე)


თუ შენ ოდესმე მაინც დაგიწერია ლექსი, მოთხრობა, მუსიკალურ საკრავზე დაკვრის სწავლა განგიზრახავს, ან კიდევ რაღაც ახალი უნარ-ჩვევის დაუფლებისათვის მიგიძღვნია თავი (და ეს, რა თქმა უნდა, ასეა, თუნდაც იმიტომ, რომ დაინტერესებული ხარ შენი პიროვნების ზრდით და დახვეწით და ამ სტრიქონებს კითხულობ), შენ ერთ ძალიან საინტერესო რამეს შეამჩნევდი! მაგალითად, თავდაპირველად შენ ჯდები, იღებ ხელში კალამს, ინსტრუმენტს, წიგნს, … Continue reading

დღე IX (თვითმოტივაციის 12 დღე)


დავიწყეთ! მოდი გაიხსენე დღე, როდესაც ყველაფერი ძალიან ადვილად, ლამაზად, ეფექტურად და დასამახსოვრებლად გამოგდიოდა… გაიხსენე! კი-კი, მიდი ახლავე გაიხსენე! ნუ გეზარება… ახლავე დაძაბე გონება და უამრავ დღეთა შორის გაიხსენე ეს ღირშესანიშნავი დღე! შეიძლება უცებ არც არაფერი მოგივიდეს თავში, მაგრამ აუცილებლად სცადე. მოიკალათე სადმე სიმშვიდეში, მოძებნე სიჩუმითა და სიბრძნით სავსე სავარძელი, სახლის ყველაზე მყუდრო ადგილი და ჩაუღრმავდი … Continue reading

ცხოვრების დაგეგმვის შესახებ (ვიდეობლოგი)


მოგესალმებით, ძვირფასებო წარმოგიდგენთ ჩემს ახალ ინიციატივას ე.წ. ვიდეობლოგს „შექმენი საკუთარი წარმატება“. ყოველკვირეულად გამოვა 1-2 ვიდეოპოსტი. მოიწონეთ, შეისწავლეთ, გაიზიარეთ, მიგულშემატკივრეთ – თქვენთვის და ჩემთვის! ველოდები თქვენს რეკომენდაციებს, იდეებს და კომენტარებს. წინასწარ მადლობა ყველას!

ვსწავლობთ ცხოვრებას – 19 (დიდი ადამიანების გამონათქვამები და ციტატები)


“სიყვარული ახსნა-განმარტებებს ვერ იტანს. მას საქციელები ესაჭიროება”. რემარკი, “ტრიუმფალური თაღი” “თუ გაბედავ წარმოთქვა “მშვიდობით”, სიცოცხლე ახალი “გამარჯობ”-ით დაგაჯილდოვებს”. პაოლო კოელიო “ყოველი ქალი არ იბადება ლამაზად, მაგრამ თუკი 30 წლისათვის ქალი ასეთად არ იქცა, იგი უბრალოდ სულელი ყოფილა.” კოკო შანელი “ქორწინებას სიყვარულის გარეშე სიყვარული ქორწინების გარეშე მოსდევს”. ბენჯამენ ფრაკლინი „ამქვეყნად ყველაზე უაზრო საქმეა შეეცადო ზუსტად გაარკვიო … Continue reading

დიდი ჩინეთი


ღვინის გამოფენა “TopWine China” – 2015


დილით წვიმიანი დღე იყო… ნაბახუსევზე ვიყავი, ძლივს ავდექი, ვიცოდი, რომ კელიმ შეგნებულად ნახევარი საათი წაგვიმატა, რომ ჩვენ, ტრადიციული არაპუნქტუალობის „წესისამებრ“, ერთი საათით გვიან არ მოვსულიყავით. ჩავიცვი ოფიციალურად, მაგრამ მგონი წარუმატებლად, ვიცოდი, რომ ღვინის ექსპოზე მივდიოდით და სასტუმროს მისაღებში ჩამოვედი. საჩქაროდ მჭირდებოდა წყალი (მიუხედავად და იმასთან ერთად, რომ გუშინ 8 კათხა საუკეთესო გერმანული ლუდი დავლიე, თავი სულ … Continue reading

ჯორჯია და ჯონგუო (მცდელობა ვიპოვო პასუხი მარადიულ კითხვაზე “რა გვეშველება?”)


გასული დღეების განმავლობაში რამდენიმე პოსტი პუბლიკაციისათვის განმზადებული თაროზე მქონდა შემოდებული. მაპატიებენ რა ეს ჩანახატები ამ უყურადღებობას, მიმაჩნიე, რადგან დღევანდელი დღე მართლაც არაჩვეულებრივი და გამორჩეული იყო, ამიტომ უფლება არ მაქვს მის აღწერილობა მომავლისათვის გადავდო. სულ რაღაც ათთორმეტ (სტილი დაცულია!) საათში იმდენი ემოციური და სახალისო რამ მოხდა, რომ ახლაც კი ნასიამოვნები და აჟიტირებული ვარ – ჩემს გულში … Continue reading

ნუ იკითხავთ “ვინ აგრევს ქვეყანას”?!


რამდენი გონიერი ხართ მსგავსი მოვლენის მოწმე სამსახურში? შემთხვევა: სამუშაო ადგილზე N დავალებაა შესასრულებელი. ვთქვათ, გაკვეთილი ან ტრენინგია ჩასატარებელი, ტენდერია გამოსაცხადებელი ან რაღაც პროექტის სამუშაოებია განსახორციელებელი. რა თქმა უნდა, ვინმე ნეპოტიზმით მოსული უფროსი, ან სამსახურში სიაფანდობით ჩამწნილებული „ჭ“ განყუფილების ხელმძღვანელი, ასეთსავე ვიღაცას მოიყვანს/შემოსტენის ჩაწყობით და ჩაატარებინებს გაკვეთილს/ტრენინგს/პროექტს და ა. შ. რა თქმა უნდა, ეს ვიღაც მოყვანილი … Continue reading

“დღის შოუ” – მოტივაცია და თვით-მოტივაცია


კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 4,838 other followers

  • 159,274 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

“გილოცავ, გილოცავ”

“ტანგო პირველი სიყვარული”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375