მისწრაფება

This tag is associated with 14 posts

დღე XII (თვითმოტივაციის 12 დღე)


წესით, შენ იმ ადამიანებს უნდა ეკუთვნოდე, ვისაც სურთ, რომ მათ მოსაზრებებს, აზრებს, იდეებს იზიარებდნენ და უსმენდნენ სხვები, ვისაც დიდი საქმეების საკეთებლად მისდევენ ხოლმე. ამგვარ პიროვნებად ყოფნისათვის შენ, სულ მცირე, უნდა იცოდე, ხასიათის რა თვისებები უნდა გაგაჩნდეს, უნდა იცოდე, სართოდ რატომ უსმენენ და რატომ მისდევენ ადამიანები ვინმეს. პირველი, რაც ადამიანებს მათთვის ავტორიტეტულ პირში იზიდავთ – ისინი … Continue reading

დღე III (თვითმოტივაციის 12 დღე)


თითოეული ჩვენგანი (ნუ თითქმის თითოეული) ერთხელ მაინც ჩაფიქრებულა: რატომ არ ვმოქმედებთ ისე, როგორც ჩვენთვის სამაგალითო, მისაბაძი ადამიანები მოქმედებენ? რატომ არ ვმოქმედებთ ისე, როგორც თავად გვსურს და რად გამოგვდის ყველაფერი, რბილად რომ ვთქვათ, მეტისმეტად უბრალოდ, ბანალურად, არადამაჯერებლად? რატომ არ ვიქცევით თამამად, გაბედულად, მიზანმიმართულად, ჩვენი პირადი მოთხოვნილებების, საჭიროებებისა და სურვილების განსახორციელებლად? ყველა ამ კითხვაზე ერთი ძალიან მარტივი … Continue reading

ტყუილებით შეკოწიწებული სიმართლე


უცნაური დროა, უცნაური… პოლიტიკოსები, რომლებიც ესოდენ გვანან მსახიობებს… და მსახიობები, რომლებიც პოლიტიკოსებს თამაშობენ. დამოუკიდებლობა, რომელიც ქვეშევრდომობას უფრო ჰგავს… და მონობა, რომლის დაუდგომლობასაც ვერ ინელებენ. მანქანები, რომლებიც ფორდის დროიდან პრინციპულად არაფრით შეცვლილა. და ცვლილებები, რომლებსაც თავისი ინტენსივობით ფორდის ეპოქისათვის ვერ გადაუსწრია. მუსიკოსები, რომლებმაც სული დაკარგეს. და უსულოები, რომლებიც სულით ვაჭრობენ. ღვთისმსახურები, რომლებიც შოუმენებს უფრო გვანან. და … Continue reading

მიზნის მაგიური ძალა


“…გადალახეთ სიზარმაცე, მოიშორეთ ინტერტულობა, მხოლოდ დიდ მისიას და მიზანს შეუძლიათ გამოგიყვანონ კრიზისიდან, მოგცეთ ჟანგბადი მაშინ, როდესაც ირგვლივ საღი და ცხადი აზრის ვაკუუმია. მაშინაც კი, როდესაც შიში და სისასტიკე აწყვეტილი დემონებივით მძვინვარებენ. დაისახეთ მიზანი და წადით ამ მიზნისაკენ, მხოლოდ თქვენი მიზნისაკენ. ნუ უსმენთ დამრიგებლებს, კეთილისმოსურნეებს, რომლებიც ცდილობენ ვითომ-რეალობისაკენ დაგაბრუნონ…”

საკუთარი თავის რწმენის შესახებ


“…პირველი, რაც აუცილებლად უნდა მოიმოქმედო – უნდა დაიწყო სხეულის ენერგეტიკისა და ფსიქიკის აწევა, აქაჩვა, ამაღლება. შენი ხასიათი და განწყობა ბუნების მოვლენებს უნდა წააგავდეს. თუ ინტროვერტი ხარ – ოკეანეს უნდა ბაძავდე, ექსტრავერტი – კი ცეცხლისმფრქვეველ ვულკანს. რა თქმა უნდა, ასეთი რამეები უპირველყოვლისა რითმული და ჟინიანი ფიზიკური მოძრაობიდან, სიმკვეთრიდან, სისწრაფიდან, ერთი სივრციდან მეორეში გააადგილებიდან, საერთო სასიცოცხლო ვიბრაციებში … Continue reading

სილამაზის შესახებ


“…რა არის სილამაზე და მომხიბვლელობა? ნუთუ ეს მხოლოდ თავად სილამაზის პატრონის თვისებაა ან მხოლოდ დამკვირვებლის ფსიქიკის? ან იქნებ, სილამაზე რომ შედგეს, გარკვეული სულიერი მდგომარეობა თვითონ სილამაზის მოცქირალს უნდა გააჩნდეს? ანდა კიდევ იქნებ თავად ლამაზ ადამიანს დამატებით უნდა ჰქონდეს რაღაც შინაგანი სულიერი მშვენიერება, რაც გარეგნულ სიკოხტავეს აცოცხლებს და ამძაფრებს? ან რა იზადავს სხვა ადამიანებს სილამაზისაკენ, როგორც … Continue reading

აუდიოჩანაწერების რუბრიკა “წილი ნაყარია” (გააზიარე)


მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო! ამ აუდიომასალის აქტუალობისა და მნიშვნელობიდან გამომდინარე გთხოვთ თქვენს კედელზე გააზიაროთ სამოტივაციო, დადებითი განწყობილების შემქნელი აუდიორგოლების ბმული. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური დახმარება, ინვესტირება პირადად თქვენი და თქვენი მეგობრების პიროვნულ განვითარებაში. უბრალოდ „დააკოპიეთ“ ქვემოთმოყვანილი ტექსტი + ბმული გვერდზე. წინასწარ გიხდით მადლობას! სამოტივატიო, განწყობილების შემქნელი აუდიო-რგოლები (ფსიქოლოგია, კომუნიკაცია, წარმატება და ა.შ.)

როდესაც ამბობ, რომ მეტი აღარ შეგიძლია – ეს უბრალოდ სიტყვებია!


ერთი… ორი… სამი.. სტარტი! სტარტი! სტარტი! კიდევ ერთი ცხოვრებისეული რბოლის სასტარტო სიგნალი გაცემულია. ყველა შენი მეტოქე თავპირისმტვრევით ფინიშისაკენ გარბის, შენ კი არ მოძრაობ და თითქოს ადგილიდან გატოკებასაც არც აპირებ. „მოძრაობას ვერ იწყებ თუ რა გჭირს?“ – გაჰკივიან შენი გულშემატკივრები. – არ გინდა? – გეზარება – ჩვენ ხომ ყველა შენთვის მოვედით? – არ გყოფნის მონდომება – … Continue reading

რა ჯობია – დადებითი თუ უარყოფითი ტიპის აზროვნება?


რა დათვლის იმ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ ოპტიმიზმით ცხოვრებას კაცი ხშირ იმედგაცრუებამდე მიჰყავს და ამგვარი აზროვნების ნირი შეიძლება მძიმე დეპრესიის მიზეზიც გახდეს. იმასაც ამტკიცებენ, რომ თითქოს უფრო უკეთესი ყოფილიყოს საქმე გვქონდეს „რეალობასთან“, ფაქტებთან, გარკვეულ პესიმიზმთან, კრიტიკულ აზროვნებასთან, ვიდრე გვჯეროდეს ე. წ. უკეთესობის. იმ დროში, სადაც დედამიწაზე „პარპაშობენ მასონები“, „სატანა ბობოქრობს“, ავადმყოფობები, ომები, საყოველთაო სიცრუე XXI საუკუნის … Continue reading

ჩვენ ესე რატომ გვემართება?


ხშირად ხალხი გაკვირვებას ეძლევა – „ვა, ჩვენ ესე რატომ გვემართება?“. ნაწილობრივ პრობლემის პასუხი ის არის, რომ მოსახლეობის უმრავლესობა არის ყმების შთამომავალი. თურქულ–ჩინურ–ჩინებული ტანსაცმელი და ბეტონის შენობები, „აი–პადები“ და „ჩემი დედა“ სამწუხარო შინაარს, რა თქმა უნდა, ვერ მიჩქმალავს. რა ახასიათებს ყმას? მას სიგიჟემდე სძულს და შურს ბატონის, რომლის განკარგულებაშია არის მისი სამოქალაქო უფლებები და თავისუფლებები და იძულებულია … Continue reading

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 4,838 other followers

  • 159,208 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

“გილოცავ, გილოცავ”

“ტანგო პირველი სიყვარული”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375