მზე

This tag is associated with 21 posts

“საოცნებო ქალო” – სიმღერის ტექსტი


ქალაქი თითქოს იძინებს, ბავშვივით გვემშვიდობება, შენზე ფიქრები მაღვინებს – ცრემლები და მოგონება. სარკესთან თმებს რომ ისწორებ, სარკეც ხარობს და მეტყველებს, და როცა თვალს გამისწორებ, მინდა რომ მყავდე მეწყვილედ. რატომ ვრჩები მარტოდმარტო ტკბილ წუთებთან, რად არ მყოფნის შენი კოცნა-ჩახუტება? მისამღერი: საოცნებო ქალო, ჩემო დედოფალო, ჩემო სამოთხე, შენს სასწაულ მოსვლას უსასრულობიდან ველოდებოდი! (2 -ჯერ) შენს გულს უყვარს … Continue reading

ტყუილებით შეკოწიწებული სიმართლე


უცნაური დროა, უცნაური… პოლიტიკოსები, რომლებიც ესოდენ გვანან მსახიობებს… და მსახიობები, რომლებიც პოლიტიკოსებს თამაშობენ. დამოუკიდებლობა, რომელიც ქვეშევრდომობას უფრო ჰგავს… და მონობა, რომლის დაუდგომლობასაც ვერ ინელებენ. მანქანები, რომლებიც ფორდის დროიდან პრინციპულად არაფრით შეცვლილა. და ცვლილებები, რომლებსაც თავისი ინტენსივობით ფორდის ეპოქისათვის ვერ გადაუსწრია. მუსიკოსები, რომლებმაც სული დაკარგეს. და უსულოები, რომლებიც სულით ვაჭრობენ. ღვთისმსახურები, რომლებიც შოუმენებს უფრო გვანან. და … Continue reading

სიმღერა ყველაზე ლამაზ სიყვარულზე – “მე და შენ”


ძვირფასო მეგობრებო, წარმოგიდგენთ ჩემს ახალ სტუდიურ ნამუშევარს, სიმღერას „მე და შენ“. განსაკუთრებული მადლობა თანადგომისა და თავდადებული მუშაობისათვის მინდა გადავუხადო არანჟირების ოსტატს და ხმის რეჟისორს ბექა გაბუნიას. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ინსტრუმენტალური თანხლების შემსრულებლებს, ჯგუფი „ძმების“ წევრებს. ჩემი მადლიერება ყოველთვის იქნება და გაჰყვება ჩემს საყვარელ და ერთგულ ადამიანებს: თამარ მიქელაძეს, ცისკარა უგრეხელიძეს, ხათუნა შარიქაძეს, თინათინ ვეშაპაძეს, … Continue reading

რა ლამაზია თუშეთი!


ძვირფასო მეგობრებო! ეს-ესაა თუშეთიდან დავბრუნდი… ქუეყანა იგი საოცარი და ყოვლად მშვენიერი, საამაყო თავისი სანახებით, ზეცით, სიმაღლეებით, ფერებით, ხალხით და ხასიათებით. ვფიქრობ, ყოველმა ქართველმა უნდა იმოგზაუროს თუშეთს, რათა საკუთარი თვალები მეტი სილამაზით აავსოს, ზნეს კი მეტი სიკეთე, კაცთმოყვარეობა, პატიოსნება, სულიერი სიმაღლე და ქვეყნის სიყვარული შეჰმატოს. ღმერთო, განამტკიცე სათნოებაში ხალხი საქართველოის!

“…მე სულ აღფრთოვანებული ვარ შენით!”


პეკინში ჩამოსვლის შემდეგ მოვლენები ისე სწრაფად ვითარდება, თითქოს ამაჩქარებელზეა მიერთებული. იმდენი, ხან საინტერესო, და  ხან ძალიან საინტერესო, რამ ხდება, რომ ხშირად აღარც ვცდილობ ეს მოვლენები ჩავიწერო ან გადავიღო. შეიძლება აღარასოდეს აღარ დავუბრუნდე ამ ყველაფრის აღწერას, შეიძლება აღარც კი გამახსენდეს. მთავარია, რომ ის წუთი მსიამოვნებს და მაფიქრებს. თუ აღწერაზე მიდგა, მოდი იმას შევეხები, რაც ჩაიბეჭდა ჩემს … Continue reading

“დღის შოუ” – მოტივაცია და თვით-მოტივაცია


ნახვამდის, ყვითელო ზღვაო!


დღეს ჩვენი ვიზიტის ბოლო დღე იყო ცინგდაოში. ქალაქი მართლაც არაჩვეულებრივი და დაუვიწყარია. ბრწყინვალე საზღვაო კურორტი, პლიაჟი, აგრარული ცენტრი, მოუხელთებელი ჰონკონგის მეზობელი, თავმდაბალი და იმავდროულად გრანდიოზული! ერთი შეხედვით გგონია, რომ ცინდაო პატარა და არაფრისმთქმელია, მერე თანდათან აღმოაჩენ, რომ აქ განსაკუთრებულად თანამედროვე გზებია, გზატკეცილები, უამრავი მრავალსართულიანი შენობაა, ცათამბჯენი, ულამაზესი პლიაჟები, ყვითელი, თითქოს საცერში გატარებული ქვიშით, აქ შეხვდები … Continue reading

ნახვამდის, შანჰაი!


დღეს შანჰაიში ვიზიტის დასკვნითი დღე იყო. მოვინახულეთ კვებითი მრეწველობის ორი გიგანტი: იაპონური „იაკუტი“ და „ტოტოლე“. ამჟამად ორივე კომპანიის ბრუნვები ცხრანიშნა რიცხვებით აღიწერება. ორივეში წარმოება რობოტიზირებულია და უახლესი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. ორივე ლიდერობს, ორივეზე აღმატებით ხარისხში უნდა ისაუბრო, ორივეს მეცნიერების მთელი არმია ემსახურება. საერთოდ კი აღმატებით ხარისხში, პირველ ყოვლისა შანჰაიზე (თუ არა ჩსრ-ზე) გვმართებს საუბარი. 6, 340,5 … Continue reading

რაინდობა თანამედროვედ


„თავდაპირველაღ ღმერთმა შექმნა ცა და მიწა. მიწა იყო უსახო და უდაბური, ბნელი იდო უფსკრულზე და სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ. თქვა ღმერთმა: იყოს ნათელი! და იქმნა ნათელი. და ნახა ღმერთმა, რომ ნათელი კარგი იყო, და გაჰყარა ღმერთმა ნათელი და ბნელი. ნათელს ღმერთმა უწოდა დღე და ბნელს უწოდა ღამე. იყო საღამო, იყო დილა – პირველი დღე…“ … Continue reading

ვის ეძლევა?


“ბუდისტური სკოლა ძენი საკუთარ მიმდევრებს სულიერი განვითარებისათვის სხვადასხვა სავარჯიშოებს სთავაზობს. მათ შორის არის კოანი – ანუ გამოცანა, მოკლე კითხვა, რომელსაც ხშირად არ აქვს ლოგიკური სარჩული, და საჭიროებს გარკვეულ ინტუიციურ პასუხს. კოანის მიზანია დააჩქაროს მოსწავლის აზროვნება და მისცეს ბიძგი მის გასხივოსნებას. ერთ-ერთი გამოცანა-კოანი, რომელიც ჩემს ინტერესს და აღფრთოვანებას იწვევს ხოლმე, ასე ფორმულირდება…”

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 4,838 other followers

  • 148,702 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

“გილოცავ, გილოცავ”

“ტანგო პირველი სიყვარული”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375