თავისუფლება

This tag is associated with 64 posts

“ფიცნი ნათქვამნი ჩვენს შორის” (ლექსი, 2016)


2016 წელი, თებერვალი Advertisements

შენ ხარ შენი დრო (ჩანაწერი #22)


დროის კონტროლი ნიშნავს გარკვეული, ხისტი და მიზანმიმართული ცხოვრებისეული გეგმის ქონას და მიყოლას; როცა ზუსტად იცი, რა უნდა გააკეთო ეხლა, რა უნდა გააკეთო ერთი საათის შემდეგ, რა შედეგები უნდა დადო დღეს, საღამოს, ხვალ, ერთ კვირაში, წლის ბოლოს. ამგვარი გრაფიკის, ამგვარი, ძალიან კონკრეტული, საქმიანობების ჩამოყალიბება და დროში გაწერა, დღესდღეობით, ბევრისათვის, სწორედ რომ ყველაზე-ყველაზე რთული საქმეა. უბრალო ადამიანებს … Continue reading

გაიღიმე და გაძლიერდი (ჩანაწერი #21)


განა არ ვიცით და განა ხშირად სხვებსაც არ ვუკითხავთ ლექციებს ღიმილის აუცილებლობის შესახებ? განა ხშირად არ გვსმენია, რომ ღიმილი არის საოცრება, რომ ფანტასტიური ძალა აქვს? ხომ ვიცით, და ესეც საკუთარი პრაქტიკით, რომ უბრალო ღიმილით შესაძლებელია მრავალი სენისაგან განკურნება (?!!!!), რომ შესაძლებელია არა მარტო საკუთარი თავის, სხვა ადამიანების დახმარება,  რომ უბრალო ღიმილით, სიცილის განაწილებით შესაძლებელია საკუთარი … Continue reading

მოაწესრიგე შინაგანი ემოციური ქაოსი (ჩანაწერი #16)


ადამიანი ერთდროულად რამდენიმე განზომილებაში ცხოვრობს: დრო, ფიქრები, მატერიალური რეალიზაცია, მეტყველება, ემოციები. უკანასკნელი, დაფარულობის, კვლევისა და შესწავლის სირთულის გამო ყოვლად მნიშვნელოვანია ჩვენი ბედნიერი არსებობისათვის. დიახ, ემოციები და გრძნობები ჩვენი ორიენტირები და გზამკვლევებია, ჩვენი სულების სარკმელებია. სწორედ ამიტომ ჩვენ უნდა მივისწრაფვოდეთ იმისაკენ, რომ შედარებით ზუსტად გვესმოდეს და ვაცნობიერებდეთ რა გრძნობებს განვიცდით. თუ ადამიანის სიცოცხლეს სახვით ხელოვნებას შევადარებთ, … Continue reading

დაკარგულობა (ჩანაწერი #10)


ხანდახან ადამიანი – და რაღა ვიღაც აბსტრაქტულ პირზე გვესაუბრა – თავად ჩვენ ვკარგავთ ცხოვრებისეულ გზას. თითქოს ადგილი აქვს ყველაფერი ნათელის ჩამობნელებას, იღუშება ყველაფერი, რაც მანამდე კაშკაშებდა. თითქოს გაგაჩნდათ რაღაც ხელმოსაჭიდი, და ახლა უკვე არაფერი გიპყრიათ ხელთ. ნივთები, მოვლენები, ცოცხალი არსებები ერთობ კარგავენ მიმზიდველობას. ქრება იმედი, რესურსები, იკარგება მიზანი, იშლება სტიმულები. არის მომენტები, როცა სრულიად ერთფეროვანი … Continue reading

ვისია შენი გზა? (ჩანაწერი #5)


ნებისმიერი ცხოვრებისეული გზა თავისებურად რთულია, გამოცანებით და ხაფანგებით სავსე. განა ვისი გზაა ადვილი? მებრძოლის? ქურუმის? ხელოვანის? ვაჭრის ან მეწარმის? მიუკარებელთა გზა? ყოველი გზა მოითხოვს ატარო მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ემოციური მდგომარეობა და თანმდევი აზრები. შესაფერისი ემოციურ-სულიერი მდგომარეობა ამ გზის მგზავრისათვის ყველაზე უფრო აქტუალური უნდა იყოს. მგზავრს ყველაზე მეტად უნდა სჯეროდეს საკუთარი გრძნობების, სჯეროდეს, როგორც უპირველესი ჭეშმარიტების. … Continue reading

ცხოვრება სულ უფრო რთული ხდება – როგორ მოვიქცეთ? (ჩანაწერი #4)


ცხოვრება სულ უფრო და უფრო რთულდება. ყველამ – ამ სიტყვის ფართო გაგებით – ავტომობილი იყიდა. ყველამ ტელეფონი შეიძინა და გლობალური კავშირი მსოფლიოსთან ხელმისაწვდომი გახდა. ყველამ შეიძინა ძვირადღირებული სუნამოები. ყველას რაღაც ფული გაუჩნდა – კრედიტის შესაძლებლობა მაინც.  ყველამ ინტერნეტი გაიყვანა, ლოკალურიდან გლობალურთან „დაკონექტდა“. ყველამ გახსნა ფბ-აქაუნტი. ყველა დაუმეგობრდა პორნო-საიტებს. ყველამ გაიგო ბიტკოინის შესახებ. ყველას თითქოს ცოდნა, … Continue reading

დღე X (თვითმოტივაციის 12 დღე)


თუ შენ ოდესმე მაინც დაგიწერია ლექსი, მოთხრობა, მუსიკალურ საკრავზე დაკვრის სწავლა განგიზრახავს, ან კიდევ რაღაც ახალი უნარ-ჩვევის დაუფლებისათვის მიგიძღვნია თავი (და ეს, რა თქმა უნდა, ასეა, თუნდაც იმიტომ, რომ დაინტერესებული ხარ შენი პიროვნების ზრდით და დახვეწით და ამ სტრიქონებს კითხულობ), შენ ერთ ძალიან საინტერესო რამეს შეამჩნევდი! მაგალითად, თავდაპირველად შენ ჯდები, იღებ ხელში კალამს, ინსტრუმენტს, წიგნს, … Continue reading

დღე VIII (თვითმოტივაციის 12 დღე)


საერთოდ არაფერი რომ არ აკეთო შენს ცხოვრებაში, სულ გულხელდაკრეფილი რომ იჯდე და ბედს ელოდე, არ მუშაობდე საკუთარ განვითარებაზე, არ ანახლებდე გარდერობს, არ ოცნებობდე ახალი ავტომობილის შეძენაზე და დახურო ყველა აქაუნთი სოციალურ ქსელებში, საერთოდ რომ აღარ წვრთნიდე შენს სხეულსა და ფსიქიკას, არ იმარაგდებდე კრიპტოვალუტებს, არ ყიდულობდე უძრავ ქონებას კანარის კუნძულებზე, არ ზრუნავდე გავლენიანი მეგობრების შეძენაზე, ერთი … Continue reading

დღე IV (თვითმოტივაციის 12 დღე)


ვინ იცის, ჯერ კიდევ ახლო წარსულში, შენ სულ სხვანაირი ადამიანი იყავი. გჯეროდა ქათინაურების, ტკბილი სიტყვების, სიყვარულის თვალცრემლიანი ახსნების, ზოგადად ადამიანის კეთილი საწყისის, ღმერთების კაცობრიობისადმი კეთილგანწყობის. სულ ცოტა ხნის წინ ადამიანების ქცევებს შენ სიკეთის ქმნის მოტივით ხსნიდი, გწამდა, რომ თუ გიყვარს, ბოლომდე უნდა გიყვარდეს, თუ გძულს, სიძულვილიც სიძულვილიანი უნდა იყოს, და თუ თავგანწირვაზე მიდგა საქმე, იგიც … Continue reading

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 4,935 other followers

  • 179,934 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

სოსო მიქელაძე საჯომარდო ბანაკში “გამოქვაბული”, 2018 წლის ივნისი

“საოცნებო ქალო”

“წლები და გზები”

“გაუღე ეგ გულის კარები სიყვარულს”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

Advertisements