ემოციები

This tag is associated with 31 posts

რა მიყვარს ჩემი ქვეყნისა (ჩანაწერი #28)


ერთხელ დავჯექი და ჩემთვის, არა სხვისთვის, დავფიქრდი და ჩამოვაყალიბე რა მიყვარს და მიზიდავს ჩემი ქვეყნისა და ჩემი ხალხის. 1. საქართველოში ყოველთვის მაოცებს ადამიანების მიერ სამყაროს რაღაც განსხვავებული აღქმა, აზროვნება, უცნაური, ბევრისათვის ცოტა გაუგებარი, ჩვევები, გრძნობით-ემოციური პალიტრა. 2. მაოცებს და მათბობს ეს ძალიან-ძალიან თბილი შეგრძნება, რომ თითქოს ჩვენ ყველა ერთი გვარისა ვართ, ერთი პატარა ქვეყნის შვილები … Continue reading

რას ვხედავთ და რა უნდა დავინახოთ მეორე ადამიანში (ჩანაწერი #27)


რასაც უფრო დიდხანს ვცხოვრობთ და ვცდილობთ შედარებით საღად და ცხადად აღვიქვათ ცხოვრება, სხვადასხვანაირი ურთიერთობები, კავშირები, კომუნიკაციები – ჩვენ უფრო უკეთ ვხვდებით, რომ რეალურად ვერ ვხედავთ (!) ადამიანებს. მაგალითად, ახალი ურთიერთობის დაწყების პროცესში ჯერ კიდევ უცნობ ადამიანს, ჩვენ როგორც საკუთარი თავის ანარეკლს, ან კიდევ ჩვენთვის ყველაზე ახლობელი და მნიშვნელოვანი პიროვნებების პროექციებს, ასლებს – ისე აღვიქვამთ. შედარებით … Continue reading

ერთგულების ღირებულება – ანტიკვარი თუ რესურსი (ჩანაწერი #26)


“ერთგულება”, როგორც ქვაკუთხედი საზოგადოებრივი ურთიერთობების – ძალიან მნიშვნელოვანია მშვიდობიან დროს სტაბილური საზოგადოებისათვის. „ერთგულება“ არანაკლებ მნიშვნელოვანია საომარ დროში, როცა „არა-ერთგულ“ ადამიანებს არათუ უბრალოდ სჯიან, არამედ ხშირად მათ მიმართ სასჯელის უმაღლეს ზომებს იყენებენ. ზოგადად, ადამიანებს საკმაოდ მოსწონთ აზრი იმის შესახებ, რომ იყვნენ ერთგულები და არც ისე იშვიათად საჯაროდ აცხადებენ, რომ „არიან ერთგულები“. ბევრი თითქოს ერთგულობს კიდეც ძველს, … Continue reading

სიყვარულის წერილი (ჩანაწერი #25)


დღევანდელი ჩანახატი დავიწყოთ უბრალო კითხვით. ბოლო დროს როდის, რამდენჯერ და ვის უთხარით სიტყვები: „გამარჯობა, ჩემო სიხარულო!“ (ან „ … , ჩემო სიყვარულო!“)?! რატომღაც (და საიდანღაც) უკვე წარმოვიდგინე თქვენი სახის უკმაყოფილო გამომეტყველება და აზრიც კი მომესმა, რომ… „კარგი რაააააა…“, „ისეთი (ან ესეთი) ცხოვრებაააა…“, „არაფრის ხალისი აღარ აქვს ადამიანს…“, რომ იშვიათად გამოგდით ბოლო პერიოდში ეს, რომ თქვენ მამაკაცი … Continue reading

ეგოიზმის ბინძური ხელები (ჩანაწერი #23)


ნებისმიერი ოჯახის „სამზარეულოში“ რომ ჩაიხედოთ, ნუ ცოტა ხანს მაინც, რომ იყოთ ამ ადამიანებთან მჭიდრო კავშირში, აუცილებლად გაიგონებთ ვინმეს მისამართით, სერიოზულად თუ ნახევრადსერიოზულად, ნასროლ პათოსურ ფრაზას: „რა ეგოისტი ხარ!“ (ქალები თვითტკბობით ამ განსაზღვრებას მიუმატებდნენ ეპითეტს „საშინელი“ – „საშინელი ეგოისტი ხარ!“). გაზვიადებაა თუ რეალობა, მოვლენები ცხადყოფებენ, რომ ადამიანების დიდ ნაწილს უჭირს საკუთარი ეგოიზმის დანახვა. ამასთან ერთად ისიც … Continue reading

გაიღიმე და გაძლიერდი (ჩანაწერი #21)


განა არ ვიცით და განა ხშირად სხვებსაც არ ვუკითხავთ ლექციებს ღიმილის აუცილებლობის შესახებ? განა ხშირად არ გვსმენია, რომ ღიმილი არის საოცრება, რომ ფანტასტიური ძალა აქვს? ხომ ვიცით, და ესეც საკუთარი პრაქტიკით, რომ უბრალო ღიმილით შესაძლებელია მრავალი სენისაგან განკურნება (?!!!!), რომ შესაძლებელია არა მარტო საკუთარი თავის, სხვა ადამიანების დახმარება,  რომ უბრალო ღიმილით, სიცილის განაწილებით შესაძლებელია საკუთარი … Continue reading

უარყოფის შიშის საცეცები (ჩანაწერი #20)


რა თქმა უნდა, უარყოფის შიში მოქალაქეს აჩერებს განახორციელოს რაიმე აქტიური ქმედება, მაგალითად, გაიცნოს ახალი ადამიანები, საზოგადოებრივ სამსჯავროზე გამოიტანოს განსაკუთრებული სიახლეები, მოახდინოს მაქსიმალური თვით-რეალიზაცია და ა. შ. ამასთან ერთად ნებისმიერ შედარებით უფრო თამამ და არაპროგნოზირებადი საქმის წამოწყებისას აუცილებელია შემდეგი 2 რამის გათვალისწინება. 1. თანამედროვეობაში გაბატონებული ფილოსოფიური, კულტურული, ტექნიკური სტანდარტები, შედევრები, აზროვნებისა და დიადი ხელოვნების ნიმუშები – … Continue reading

ჩვენი კითხვები და ჩვენი პასუხები (ჩანაწერი #18)


ბოლო წლებში ადამიანები ბევრს საუბრობენ განვითარებაზე, სულიერ და პიროვნულ ზრდაზე. რა თქმა უნდა, ეს ე. წ. „განვითარება“ გულისხმობს არა მხოლოდ იმას, რომ ადამიანი საკუთარ თავში ავითარებს ტელეპორტაციის უნარებს, ხელის შეხების გარეშე ამოძრავებს საგნებს, გადაადგილდება ჰაერში, ხედავს მომავალს, მართავს ღრუბლებს, იწვევს ქარიშხლებს და ჭექა-ქუხილს და ა.შ. „განვითარება“ გულისხმობს საკუთარ თავში ანალიტიკიური, სწრაფი აზროვნების განვითარებას, გონებას, გონიერებას, … Continue reading

მდიდარი ადამიანების ყველაზე საინტერესო თვისება (ჩანაწერი #17)


ადამიანი შეიძლება იყოს მდიდარი გამოცდილებით, ქონებით, კავშირებით, კომუნიკაციის ან, ზოგადად, რაიმე სპეციფიკური ნიჭით. თუმცა, რასაც არ უნდა ფლობდეს ადამიანი, დროდადრო ეს ყველაფერი კარგავს ფასს ან/და მნიშვნელობას, თუკი ინდივიდს არ აქვს მის განკარგულებაში არსებული არამატერიალური რესურსების ფულად აქტივებად კონვერტაციის უნარ-ჩვევები. მაგალითად, არსებობენ ისეთი ადამიანები ჩვენს გარშემო, რომლებსაც მოცემული მომენტისათვის ხელთ არ აქვთ დიდი მატერიალური საშუალებები, მაგრამ … Continue reading

მოაწესრიგე შინაგანი ემოციური ქაოსი (ჩანაწერი #16)


ადამიანი ერთდროულად რამდენიმე განზომილებაში ცხოვრობს: დრო, ფიქრები, მატერიალური რეალიზაცია, მეტყველება, ემოციები. უკანასკნელი, დაფარულობის, კვლევისა და შესწავლის სირთულის გამო ყოვლად მნიშვნელოვანია ჩვენი ბედნიერი არსებობისათვის. დიახ, ემოციები და გრძნობები ჩვენი ორიენტირები და გზამკვლევებია, ჩვენი სულების სარკმელებია. სწორედ ამიტომ ჩვენ უნდა მივისწრაფვოდეთ იმისაკენ, რომ შედარებით ზუსტად გვესმოდეს და ვაცნობიერებდეთ რა გრძნობებს განვიცდით. თუ ადამიანის სიცოცხლეს სახვით ხელოვნებას შევადარებთ, … Continue reading

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 4,935 other followers

  • 179,931 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

სოსო მიქელაძე საჯომარდო ბანაკში “გამოქვაბული”, 2018 წლის ივნისი

“საოცნებო ქალო”

“წლები და გზები”

“გაუღე ეგ გულის კარები სიყვარულს”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

Advertisements