დეპრესია

This tag is associated with 30 posts

მოაწესრიგე შინაგანი ემოციური ქაოსი (ჩანაწერი #16)


ადამიანი ერთდროულად რამდენიმე განზომილებაში ცხოვრობს: დრო, ფიქრები, მატერიალური რეალიზაცია, მეტყველება, ემოციები. უკანასკნელი, დაფარულობის, კვლევისა და შესწავლის სირთულის გამო ყოვლად მნიშვნელოვანია ჩვენი ბედნიერი არსებობისათვის. დიახ, ემოციები და გრძნობები ჩვენი ორიენტირები და გზამკვლევებია, ჩვენი სულების სარკმელებია. სწორედ ამიტომ ჩვენ უნდა მივისწრაფვოდეთ იმისაკენ, რომ შედარებით ზუსტად გვესმოდეს და ვაცნობიერებდეთ რა გრძნობებს განვიცდით. თუ ადამიანის სიცოცხლეს სახვით ხელოვნებას შევადარებთ, … Continue reading

დაკარგულობა (ჩანაწერი #10)


ხანდახან ადამიანი – და რაღა ვიღაც აბსტრაქტულ პირზე გვესაუბრა – თავად ჩვენ ვკარგავთ ცხოვრებისეულ გზას. თითქოს ადგილი აქვს ყველაფერი ნათელის ჩამობნელებას, იღუშება ყველაფერი, რაც მანამდე კაშკაშებდა. თითქოს გაგაჩნდათ რაღაც ხელმოსაჭიდი, და ახლა უკვე არაფერი გიპყრიათ ხელთ. ნივთები, მოვლენები, ცოცხალი არსებები ერთობ კარგავენ მიმზიდველობას. ქრება იმედი, რესურსები, იკარგება მიზანი, იშლება სტიმულები. არის მომენტები, როცა სრულიად ერთფეროვანი … Continue reading

რა ვუყო ჩემში დაგროვილ უარყოფით ემოციებს? (ჩანაწერი #7)


ჩვენ გვიწევს ცხოვრება გამუდმებულ დუალურ ჭიდილში: “უარყოფითი – დადებითი“, „დადებითი – უარყოფითი“. მაშინ როდესაც თავად მოვლენები, აზრები, ვითარებები, ენერგიებიც კი, გარკვეული თვალსაზრისით იმდენად ნეგატიურია ან პოზიტიური არ არის, რამდენადაც სასიამოვნო/შემაწუხებელი/გამალაღებელი/მიუღებელი/გამაღიზიანებელი/მაამებელი. ხან ხდება, რომ ჩვენთვის უსიამოვნო მოვლენა, უარყოფითად შეფასებული ვითარება ცალსახად ცუდი არ არის. ხანდახან სწორედ გარკვეული დოზა ამ ე. წ. უარყოფითი ენერგიის აუცილებელიც არის და … Continue reading

ვისია შენი გზა? (ჩანაწერი #5)


ნებისმიერი ცხოვრებისეული გზა თავისებურად რთულია, გამოცანებით და ხაფანგებით სავსე. განა ვისი გზაა ადვილი? მებრძოლის? ქურუმის? ხელოვანის? ვაჭრის ან მეწარმის? მიუკარებელთა გზა? ყოველი გზა მოითხოვს ატარო მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ემოციური მდგომარეობა და თანმდევი აზრები. შესაფერისი ემოციურ-სულიერი მდგომარეობა ამ გზის მგზავრისათვის ყველაზე უფრო აქტუალური უნდა იყოს. მგზავრს ყველაზე მეტად უნდა სჯეროდეს საკუთარი გრძნობების, სჯეროდეს, როგორც უპირველესი ჭეშმარიტების. … Continue reading

ცხოვრება სულ უფრო რთული ხდება – როგორ მოვიქცეთ? (ჩანაწერი #4)


ცხოვრება სულ უფრო და უფრო რთულდება. ყველამ – ამ სიტყვის ფართო გაგებით – ავტომობილი იყიდა. ყველამ ტელეფონი შეიძინა და გლობალური კავშირი მსოფლიოსთან ხელმისაწვდომი გახდა. ყველამ შეიძინა ძვირადღირებული სუნამოები. ყველას რაღაც ფული გაუჩნდა – კრედიტის შესაძლებლობა მაინც.  ყველამ ინტერნეტი გაიყვანა, ლოკალურიდან გლობალურთან „დაკონექტდა“. ყველამ გახსნა ფბ-აქაუნტი. ყველა დაუმეგობრდა პორნო-საიტებს. ყველამ გაიგო ბიტკოინის შესახებ. ყველას თითქოს ცოდნა, … Continue reading

დღე VIII (თვითმოტივაციის 12 დღე)


საერთოდ არაფერი რომ არ აკეთო შენს ცხოვრებაში, სულ გულხელდაკრეფილი რომ იჯდე და ბედს ელოდე, არ მუშაობდე საკუთარ განვითარებაზე, არ ანახლებდე გარდერობს, არ ოცნებობდე ახალი ავტომობილის შეძენაზე და დახურო ყველა აქაუნთი სოციალურ ქსელებში, საერთოდ რომ აღარ წვრთნიდე შენს სხეულსა და ფსიქიკას, არ იმარაგდებდე კრიპტოვალუტებს, არ ყიდულობდე უძრავ ქონებას კანარის კუნძულებზე, არ ზრუნავდე გავლენიანი მეგობრების შეძენაზე, ერთი … Continue reading

დღე IV (თვითმოტივაციის 12 დღე)


ვინ იცის, ჯერ კიდევ ახლო წარსულში, შენ სულ სხვანაირი ადამიანი იყავი. გჯეროდა ქათინაურების, ტკბილი სიტყვების, სიყვარულის თვალცრემლიანი ახსნების, ზოგადად ადამიანის კეთილი საწყისის, ღმერთების კაცობრიობისადმი კეთილგანწყობის. სულ ცოტა ხნის წინ ადამიანების ქცევებს შენ სიკეთის ქმნის მოტივით ხსნიდი, გწამდა, რომ თუ გიყვარს, ბოლომდე უნდა გიყვარდეს, თუ გძულს, სიძულვილიც სიძულვილიანი უნდა იყოს, და თუ თავგანწირვაზე მიდგა საქმე, იგიც … Continue reading

დღე II (თვითმოტივაციის 12 დღე)


შესაძლოა, შენ იმ ადამიანების არმიის რიგებს ეკუთვნი, ვინც თავის შინაგან სამყაროში ყოველდღიურად მასპინძლობს უაზრობის განცდას, სურვილებისა და განწყობის დაკარგვას, უხალისობის შემოტევებს, მარტოობას, სასოწარკვეთილებასა და უსუსურობას. და იმ შემთხვევაში თუკი ეს ასეა, შენ ზედმიწევნით კარგად უნდა გააცნობიერო (არა ისწავლო, გაიზეპირო, გაიხსენო), არამედ გაა-ცნობ-იერო “თანდათანობის” და “ცხოვრებისეული შედეგების მომწიფების” წესები. შენს განვლილ ყოფა-ცხოვრებას რომ შეხედო და გულდასმით … Continue reading

ფიზიკური ვარჯიშის შესახებ (ვიდეობლოგი)


ადამიანი, რომელიც სისტემატურად და რეგულარულად დროს უთმობს ფიზიკურ ვარჯიშს, სიტყვასიტყვით მშვიდდება. მისი ცხოვრების წესი ხდება სულ სხვანაირი (ეს არის ყოფა არა მხცოვანი, მოდრეკილი, დაცემული კაცისა, არამედ პირიქით, ენერგიული, მსუბუქი, მიზანმიმართული ადამიანის!). იცვლება აზროვნების წესი, პიროვნება უფრო დალაგებულად, საღად, აჟიტირების გარეშე უყურებს ცხოვრებისეულ პრობლემებს, „არ ვარდება“. ამა და სხვა საინტერესო საკითხებზეა ჩვენი შემდეგი ვიდეოჩანაწერი:

ტყუილებით შეკოწიწებული სიმართლე


უცნაური დროა, უცნაური… პოლიტიკოსები, რომლებიც ესოდენ გვანან მსახიობებს… და მსახიობები, რომლებიც პოლიტიკოსებს თამაშობენ. დამოუკიდებლობა, რომელიც ქვეშევრდომობას უფრო ჰგავს… და მონობა, რომლის დაუდგომლობასაც ვერ ინელებენ. მანქანები, რომლებიც ფორდის დროიდან პრინციპულად არაფრით შეცვლილა. და ცვლილებები, რომლებსაც თავისი ინტენსივობით ფორდის ეპოქისათვის ვერ გადაუსწრია. მუსიკოსები, რომლებმაც სული დაკარგეს. და უსულოები, რომლებიც სულით ვაჭრობენ. ღვთისმსახურები, რომლებიც შოუმენებს უფრო გვანან. და … Continue reading

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 4,935 other followers

  • 179,931 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

სოსო მიქელაძე საჯომარდო ბანაკში “გამოქვაბული”, 2018 წლის ივნისი

“საოცნებო ქალო”

“წლები და გზები”

“გაუღე ეგ გულის კარები სიყვარულს”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

Advertisements