გამარჯვება

This tag is associated with 38 posts

ერთგულების ღირებულება – ანტიკვარი თუ რესურსი (ჩანაწერი #26)


“ერთგულება”, როგორც ქვაკუთხედი საზოგადოებრივი ურთიერთობების – ძალიან მნიშვნელოვანია მშვიდობიან დროს სტაბილური საზოგადოებისათვის. „ერთგულება“ არანაკლებ მნიშვნელოვანია საომარ დროში, როცა „არა-ერთგულ“ ადამიანებს არათუ უბრალოდ სჯიან, არამედ ხშირად მათ მიმართ სასჯელის უმაღლეს ზომებს იყენებენ. ზოგადად, ადამიანებს საკმაოდ მოსწონთ აზრი იმის შესახებ, რომ იყვნენ ერთგულები და არც ისე იშვიათად საჯაროდ აცხადებენ, რომ „არიან ერთგულები“. ბევრი თითქოს ერთგულობს კიდეც ძველს, … Continue reading

უარყოფის შიშის საცეცები (ჩანაწერი #20)


რა თქმა უნდა, უარყოფის შიში მოქალაქეს აჩერებს განახორციელოს რაიმე აქტიური ქმედება, მაგალითად, გაიცნოს ახალი ადამიანები, საზოგადოებრივ სამსჯავროზე გამოიტანოს განსაკუთრებული სიახლეები, მოახდინოს მაქსიმალური თვით-რეალიზაცია და ა. შ. ამასთან ერთად ნებისმიერ შედარებით უფრო თამამ და არაპროგნოზირებადი საქმის წამოწყებისას აუცილებელია შემდეგი 2 რამის გათვალისწინება. 1. თანამედროვეობაში გაბატონებული ფილოსოფიური, კულტურული, ტექნიკური სტანდარტები, შედევრები, აზროვნებისა და დიადი ხელოვნების ნიმუშები – … Continue reading

ჩვენი კითხვები და ჩვენი პასუხები (ჩანაწერი #18)


ბოლო წლებში ადამიანები ბევრს საუბრობენ განვითარებაზე, სულიერ და პიროვნულ ზრდაზე. რა თქმა უნდა, ეს ე. წ. „განვითარება“ გულისხმობს არა მხოლოდ იმას, რომ ადამიანი საკუთარ თავში ავითარებს ტელეპორტაციის უნარებს, ხელის შეხების გარეშე ამოძრავებს საგნებს, გადაადგილდება ჰაერში, ხედავს მომავალს, მართავს ღრუბლებს, იწვევს ქარიშხლებს და ჭექა-ქუხილს და ა.შ. „განვითარება“ გულისხმობს საკუთარ თავში ანალიტიკიური, სწრაფი აზროვნების განვითარებას, გონებას, გონიერებას, … Continue reading

მოაწესრიგე შინაგანი ემოციური ქაოსი (ჩანაწერი #16)


ადამიანი ერთდროულად რამდენიმე განზომილებაში ცხოვრობს: დრო, ფიქრები, მატერიალური რეალიზაცია, მეტყველება, ემოციები. უკანასკნელი, დაფარულობის, კვლევისა და შესწავლის სირთულის გამო ყოვლად მნიშვნელოვანია ჩვენი ბედნიერი არსებობისათვის. დიახ, ემოციები და გრძნობები ჩვენი ორიენტირები და გზამკვლევებია, ჩვენი სულების სარკმელებია. სწორედ ამიტომ ჩვენ უნდა მივისწრაფვოდეთ იმისაკენ, რომ შედარებით ზუსტად გვესმოდეს და ვაცნობიერებდეთ რა გრძნობებს განვიცდით. თუ ადამიანის სიცოცხლეს სახვით ხელოვნებას შევადარებთ, … Continue reading

გილოცავთ ახალ 2018 წელს!


მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო! მიხარია, რომ შესაძლებლობა მაქვს კიდევ ერთხელ საჯაროდ მივულოცო დამდეგი ახალი წელი ჩემს საზოგადოებას, ახლობლებს, ოჯახის წევრებს და, რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, საკუთარ თავს. ყოველი ახალი წლის წინა პერიოდში ჩვენ ტრადიციულად ვაჯამებთ განვლილს, თავს ვუყრით შედეგებს, ყურს ვუგდებთ იმ მოვლენების ექოს, რომლებმაც შექმნეს მოგონებების ჯერ კიდევ ცხელ-ცხელი ღრუბელი და შლეიფივით გასდევენ ყოველი … Continue reading

უბრალოდ გააკეთე (ჩანაწერი #11)


ესეც ტესტი-კითხვარი თქვენთვის. 1. როდის იმღერეთ ბოლოს? (აააა, სიმღერა არ შეგიძლიათ და არ გამოგდით?) 2. ბოლოს როდის იცეკვეთ? (როგორ? ცეკვა არ გამოგდით და არ შეგძლიათ?) 3. ბოლოს როდის ააშენეთ სახლი – ნუ თუ რეალური არა, სილაში მაინც – თუნდაც, კუბიკებით? (ბატონო? არ გიყვართ სილა და კუბიკები? ბავშვი კი არ ხართ?!) 4. როდის ილოცეთ ბოლოს? (რა … Continue reading

ჩვენი პიროვნული სტანდარტები (ჩანაწერი #9)


იმისთვის, რომ საკუთარ ხასიათს და პიროვნებას უკეთ ვიცნობდეთ, ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს რა სტანდარტებით ვარსებობთ. რას ნიშნავს ეს ე. წ. ჩვენი პიროვნული სტანდარტები? ახლავე მოგახსენებთ პირად მაგალითზე. 1. როდესაც მე რაიმე წინადადებას ვწერ – იქნება ეს პროზა, ლექსი, თუ უბრალოდ ვგზავნი ტექსტურ შეტყობინებას ნებისმიერი მესენჯერის საშუალებით – საკუთარ თავს, რაც არ უნდა მოხდეს, არ ვრთავ … Continue reading

რა ვუყო ჩემში დაგროვილ უარყოფით ემოციებს? (ჩანაწერი #7)


ჩვენ გვიწევს ცხოვრება გამუდმებულ დუალურ ჭიდილში: “უარყოფითი – დადებითი“, „დადებითი – უარყოფითი“. მაშინ როდესაც თავად მოვლენები, აზრები, ვითარებები, ენერგიებიც კი, გარკვეული თვალსაზრისით იმდენად ნეგატიურია ან პოზიტიური არ არის, რამდენადაც სასიამოვნო/შემაწუხებელი/გამალაღებელი/მიუღებელი/გამაღიზიანებელი/მაამებელი. ხან ხდება, რომ ჩვენთვის უსიამოვნო მოვლენა, უარყოფითად შეფასებული ვითარება ცალსახად ცუდი არ არის. ხანდახან სწორედ გარკვეული დოზა ამ ე. წ. უარყოფითი ენერგიის აუცილებელიც არის და … Continue reading

ჩვენი და ცხოველების სამყარო (ჩანაწერი #6)


არც ისე იშვიათია შემთხვევები, როცა ვხვდები ადამიანებს, რომლებიც ვერც აცნობიერებენ და ხმამაღლა დაახლოებით ასეთ სამარცხვინო რამეს ამბობენ. „ვაიმეეეეეე, არ მიყვარს ძაღლები, მათ კბენა იციან…“. „არ მიყვარს კატები, მათ ბეწვი აქვთ“. „არ მიყვარს კურდღლები – ისინი მრღრნელები არიან და… ალერგია მეწყება.“ „არ მიყვარს ქათმები, ცხენები და ა. შ., რადგან ქათმები ბუმბულიანები არიან, ცხენები კიდევ მჭახედ ჭიხვინებენ… … Continue reading

ვისია შენი გზა? (ჩანაწერი #5)


ნებისმიერი ცხოვრებისეული გზა თავისებურად რთულია, გამოცანებით და ხაფანგებით სავსე. განა ვისი გზაა ადვილი? მებრძოლის? ქურუმის? ხელოვანის? ვაჭრის ან მეწარმის? მიუკარებელთა გზა? ყოველი გზა მოითხოვს ატარო მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ემოციური მდგომარეობა და თანმდევი აზრები. შესაფერისი ემოციურ-სულიერი მდგომარეობა ამ გზის მგზავრისათვის ყველაზე უფრო აქტუალური უნდა იყოს. მგზავრს ყველაზე მეტად უნდა სჯეროდეს საკუთარი გრძნობების, სჯეროდეს, როგორც უპირველესი ჭეშმარიტების. … Continue reading

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 4,935 other followers

  • 179,931 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

სოსო მიქელაძე საჯომარდო ბანაკში “გამოქვაბული”, 2018 წლის ივნისი

“საოცნებო ქალო”

“წლები და გზები”

“გაუღე ეგ გულის კარები სიყვარულს”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

Advertisements