ადამიანი

This tag is associated with 35 posts

ჩვენი და ცხოველების სამყარო (ჩანაწერი #6)


არც ისე იშვიათია შემთხვევები, როცა ვხვდები ადამიანებს, რომლებიც ვერც აცნობიერებენ და ხმამაღლა დაახლოებით ასეთ სამარცხვინო რამეს ამბობენ. „ვაიმეეეეეე, არ მიყვარს ძაღლები, მათ კბენა იციან…“. „არ მიყვარს კატები, მათ ბეწვი აქვთ“. „არ მიყვარს კურდღლები – ისინი მრღრნელები არიან და… ალერგია მეწყება.“ „არ მიყვარს ქათმები, ცხენები და ა. შ., რადგან ქათმები ბუმბულიანები არიან, ცხენები კიდევ მჭახედ ჭიხვინებენ… … Continue reading

ვისია შენი გზა? (ჩანაწერი #5)


ნებისმიერი ცხოვრებისეული გზა თავისებურად რთულია, გამოცანებით და ხაფანგებით სავსე. განა ვისი გზაა ადვილი? მებრძოლის? ქურუმის? ხელოვანის? ვაჭრის ან მეწარმის? მიუკარებელთა გზა? ყოველი გზა მოითხოვს ატარო მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ემოციური მდგომარეობა და თანმდევი აზრები. შესაფერისი ემოციურ-სულიერი მდგომარეობა ამ გზის მგზავრისათვის ყველაზე უფრო აქტუალური უნდა იყოს. მგზავრს ყველაზე მეტად უნდა სჯეროდეს საკუთარი გრძნობების, სჯეროდეს, როგორც უპირველესი ჭეშმარიტების. … Continue reading

ცხოვრება სულ უფრო რთული ხდება – როგორ მოვიქცეთ? (ჩანაწერი #4)


ცხოვრება სულ უფრო და უფრო რთულდება. ყველამ – ამ სიტყვის ფართო გაგებით – ავტომობილი იყიდა. ყველამ ტელეფონი შეიძინა და გლობალური კავშირი მსოფლიოსთან ხელმისაწვდომი გახდა. ყველამ შეიძინა ძვირადღირებული სუნამოები. ყველას რაღაც ფული გაუჩნდა – კრედიტის შესაძლებლობა მაინც.  ყველამ ინტერნეტი გაიყვანა, ლოკალურიდან გლობალურთან „დაკონექტდა“. ყველამ გახსნა ფბ-აქაუნტი. ყველა დაუმეგობრდა პორნო-საიტებს. ყველამ გაიგო ბიტკოინის შესახებ. ყველას თითქოს ცოდნა, … Continue reading

ეს სიყვარულია თუ ვნება?” (ჩანაწერი #2″)


ცნობილია, რომ ბერძნული ფილოსოფია სიყვარულის 6 სახეობას გამოყოფს: 1. ეროსი (ვნებიანი სიყვარული-გატაცება); 2. ლუდუსი (იმდენად ზედაპირული გრძნობებით აღვსილი სიყვარული-თამაში, რომ ორივე მხრიდან ლამის ღალატიც კი დაიშვება); 3. მანია (სიტყვიდანაც ჩანს, რომ ეს არის სიყვარული-შეპყრობილობა); 4. სტორგე (სიყვარული-მეგობრობა, რომელიც თბილ და საიმედო ურთიერთობებზეა დამყარებული); 5. პრაგმა (თბილი სიყვარული, გარკვეული ანგარიშით; გრძნობა, რომელიც ცნობიერ კონტროლს ემორჩილება); 6. … Continue reading

მონატრება (ჩანაწერი #1)


მონატრება ყველაზე ლამაზიც და უცნაურიცაა გრძნობათა შორის. რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ ყოველთვის გვახსოვს ისინი, ვინც გვენატრებიან ან ოდესმე გვენატრებოდნენ. მონატრება იმ ცხოვრებისეულ სილამაზესა და სიმძაფრეს ქმნის, რის გამოც ვუყურებთ ფილმებს, დავდივართ სპექტაკლებზე და საათობით, ჩაძინებამდე, შეგვიძლია ჩავრთოთ და ვუსმინოთ ერთსა და იმავე მუსიკალურ კომპოზიციას ან სიმღერას. მონატრება ემოციური ნაკლულობაა, და ემოციური აფეთქების მთრთოლვარე მოლოდინი … Continue reading

დღე XII (თვითმოტივაციის 12 დღე)


წესით, შენ იმ ადამიანებს უნდა ეკუთვნოდე, ვისაც სურთ, რომ მათ მოსაზრებებს, აზრებს, იდეებს იზიარებდნენ და უსმენდნენ სხვები, ვისაც დიდი საქმეების საკეთებლად მისდევენ ხოლმე. ამგვარ პიროვნებად ყოფნისათვის შენ, სულ მცირე, უნდა იცოდე, ხასიათის რა თვისებები უნდა გაგაჩნდეს, უნდა იცოდე, სართოდ რატომ უსმენენ და რატომ მისდევენ ადამიანები ვინმეს. პირველი, რაც ადამიანებს მათთვის ავტორიტეტულ პირში იზიდავთ – ისინი … Continue reading

დღე IX (თვითმოტივაციის 12 დღე)


დავიწყეთ! მოდი გაიხსენე დღე, როდესაც ყველაფერი ძალიან ადვილად, ლამაზად, ეფექტურად და დასამახსოვრებლად გამოგდიოდა… გაიხსენე! კი-კი, მიდი ახლავე გაიხსენე! ნუ გეზარება… ახლავე დაძაბე გონება და უამრავ დღეთა შორის გაიხსენე ეს ღირშესანიშნავი დღე! შეიძლება უცებ არც არაფერი მოგივიდეს თავში, მაგრამ აუცილებლად სცადე. მოიკალათე სადმე სიმშვიდეში, მოძებნე სიჩუმითა და სიბრძნით სავსე სავარძელი, სახლის ყველაზე მყუდრო ადგილი და ჩაუღრმავდი … Continue reading

დღე VII (თვითმოტივაციის 12 დღე)


გადახედე შენს დღეს. ხშირად შენთვის ეს დღე ერთი უბრალო, ძალიან ყოფითი, მოსაწყენი, მცხუნვარე ან ცივი, ამინდით და არაოპტიმისტური აზრებით გაჯერებული 24 საათია – გასაყვანი წუთების, საათების ერთობლიობა. ყოველი ამგვარი დღე შენ შეიძლება უბრალოდ დღე გეგონოს, მაგრამ რეალობაში ყოველი 24 საათი ეს შენი ცხოვრებაა, ცხოვრება მინიატურაში, ერთი მსხვილმასშტაბიანი დოკუმენტური ჩანახატი. შენც ეს იცი, და ქვეცნობიერად ამას … Continue reading

დღე VIII (თვითმოტივაციის 12 დღე)


საერთოდ არაფერი რომ არ აკეთო შენს ცხოვრებაში, სულ გულხელდაკრეფილი რომ იჯდე და ბედს ელოდე, არ მუშაობდე საკუთარ განვითარებაზე, არ ანახლებდე გარდერობს, არ ოცნებობდე ახალი ავტომობილის შეძენაზე და დახურო ყველა აქაუნთი სოციალურ ქსელებში, საერთოდ რომ აღარ წვრთნიდე შენს სხეულსა და ფსიქიკას, არ იმარაგდებდე კრიპტოვალუტებს, არ ყიდულობდე უძრავ ქონებას კანარის კუნძულებზე, არ ზრუნავდე გავლენიანი მეგობრების შეძენაზე, ერთი … Continue reading

დღე V (თვითმოტივაციის 12 დღე)


თითოეული ჩვენგანი, ერთხელ მაინც ცხოვრებაში, იქამდე ყოფილა მისული, რომ ხელი აეღო საკუთარი თავის მართვაზე, ხელი გაეშვა ცხოვრების საჭისთვის და სიტყვასიტყვით გადაჩეხილიყო სადღაც. არის მომენტები, როცა ჩვენს ყოველდღიურობაში ისეთი ქაოსი ტრიალებს, რომ თავად ჩვენ გვგონია – არანაირი ძალა და ხელი ამ ყოფას არ მართავს და უფრო უარესი – რომც ემართა, თავს ვერ გაართმევდა. ხან ისეც ხდება, … Continue reading

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 4,838 other followers

  • 159,208 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

“გილოცავ, გილოცავ”

“ტანგო პირველი სიყვარული”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375