ჩემი სიზმრები

This category contains 5 posts

რა მოხდება ჩემს შემდეგ…


ხან მიფიქრია, რა მოხდება, ჩემი წასვლის მერე… აი ესე თვალნათლივ ვხედავ, როგორც ამ ჩანახატს… ფეისბუქს ააჭრელებთ ჩემი ფოტოებით… ზოგი პროფილზე დადებს, ზოგი კედელზე, ზოგი ტირილუკების სმაილებით ჩაბჟირდება იქვე სოც-ქსელებში, ნაბიჯმოუცვლელად… ჩემს ვიდეოებს ატვირთავენ მავანნი და მავანნი, რაღაც საეჭვო ყვითელი ფეის-ჯგუფები, ოდნო-არსებები და ლინქდინმენები. ამასობაშიც წამოვა ლაიქების წვიმა-თქეში, ლაიქ-დიდობა, სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის შესაძლებლობების გარეშე. მწუხარებით აივსება … Continue reading

„მე“-ს სამოტივაციო წერილი


მე გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ! 🙂 მე დაძაბულობის გარეშე, მსუბუქად  და ლაღად აღვიქვამ იმას, რაც ჩემს გარშემო ხდება, და საკმაოდ ზუსტად ვაფასებ გარემოებებსა და მოვლენებს. სწორედ ამიტომაც მე თავისუფალი ვარ სტერეოტიპებისა და შიშებისაგან, რომლებიც გამოხატულია ფრაზებით „ვერ შევძლებ!“, „არ გამომივა!“, „არ შემიძლია!“, „არ მინდა“. მაღალი მოტივაციის ემოციებით გამსჭვალულს, მე ყოველთვის შემიძლია თამამად განვაცხადო: „მე ვიცი, მე … Continue reading

სიზმარი – 21.09.2008


განათებული, ბრჭყვიალა სუპერმარკეტი. ძალიან უცხო და რაღაც ნაცნობი. ცარიელი და თავისი სიცარიელით მყვირალი, სინათლის და შეუმჩნეველი ჩრდილების ენით. შემთხვევითი ადამიანები იყურებიან დაბნეულ-გაოგნებულები, თითქოს კითხულობენ: „როგორ შეძლო ადამიანმა ამდენი სინათლის შექმნა?“ მართლაც, ამდენი სინათლე ცოტა ძნელი წარმოსადგენია თუ ხელეწიფებოდა ერთ გონებას მოსააზრებლადა და განსახორციელებლად. ვაკვირდები წარწერებს, და საიდანღაც მებადება აზრი, რომ სასტუმროზეა მიბმული ეს სუპერმარკეტი (რამდენიმე … Continue reading

სიზმარი – 29.08.2010


ვწევარ პირაღმა, ხისტად და დაძაბულად ვსუნთქავ, ვახველებ და პირიდან პატარა-პატარა პორციებით ვაშხეფებ წყალს… მთელი სხეული კონვულსიურად ილეწება და თხემი ძლიერად ეჯახება დაკეპნილ ქვიან ნიადაგს. წყალთან ერთად ტუჩებიდან პრეისტორიული, მხეცური ღრიალი ამომდის, ხოლო თვალებიდან ცრემლების მდინარე მოსჩქეფს. თითქოს ვცდილობ მთელი ეს ახლადგანცდილი საშინელება გულიდან ამოვირეცხო და ამოვანთხიო… თითქოს ეს წყალდიდობა ვერაგულად შემოიპარა გულ-მუცელში. როგორც დაუნდობელმა მჟავამ … Continue reading

სიზმარი – 01/09/2010


არ ვიცი, რატომ მქონდა შეგრძნება, რომ შენ დაგინახავდი… რაღაც ძველ სახლთან მივდიოდით ნაცრისფერ უბანში. და უცნობმა ხმამ მითხრა – „ის ამ სახლში ცხოვრობს“. მყისიერად შემოვბრუნდი, რომ დამენახა სად უნდა ყოფილიყავი, სად გაატარე შენი ყრმობა, სად იყავი ასეთი ბედნიერი და ხალისიანი. რაღაც ცნობისმოყვარეობაც მამოძრავებდა… მზერა მიიპყრო სარკმლის ხის ჩარჩოებმა, ფერგადასულმა და ყავლგასულმა… გავაცნობიერე, რომ ჩემი მზერა … Continue reading

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 4,938 other followers

  • 187,692 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

სოსო მიქელაძე საჯომარდო ბანაკში “გამოქვაბული”, 2018 წლის ივნისი

“საოცნებო ქალო”

“წლები და გზები”

“გაუღე ეგ გულის კარები სიყვარულს”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

Advertisements