პოეზია…

This category contains 56 posts

ძაღლი (28.11.18)


ამქვეყნად ბევრი რამ მზაფრავს-მაწვალებს, როცა შევყურებ ზღვას და თოლიებს, ქუჩის ძაღლების ტკივილიან თვალებს, ღალატის მდარე და მწარე ისტორიებს. მიჭირს გავუგო ადამიანებს, ვინაც მეგობრებს გზაზე ტოვებენ, თითქოს ლამაზებს, სანდომიანებს, საგალობლებს რომ სათნოდ გოდებენ. ეს მეგობარი კი ამ დროს ძველ ქუჩით, გამვლელებს დარდით დასდევს, ეძახის, სულ აშტერდება უიღბლო დრუნჩით, და ვით უდაბნო წვიმას ეძახის. და გაკვირდება ობოლი … Continue reading

ამიარა, ჩამიარა


ამიარა, ჩამიარა, მერე გაღმით გამიარა, სადღაც ფსკერზე დამიტოვა მძაფრი დარდი და იარა. მერე, როცა გონთ მოვედი, გული ორად გაპობილა, ერთი ლხინი, ასი სევდა… კაცის ბედიც ეს ყოფილა. ჩემს სიყვარულს არ ვაკლებდი მოფერებას, კოცნას, ნახვას, თუმცა სანთლად ჩავიწვი და ჩემი ცეცხლიც მის გულს გაჰყვა. არ ვითვლიდი ჩახუტებებს, არც ტკბილ მზერებს გაზაფხულის, გრიგალივით შემოვარდა და დამტოვა დაზაფრული. … Continue reading

გამიშვი


გამიშვი, გამიშვი – წავიდე, გავფრინდე, წარსულში დავტოვო გრძნობა, რაც გავრითმე. გამიშვი, დავირქვა ახალი სახელი, მოვიხსნა გულ-ქვა, ამაო ნაღველი. გამიშვი, გადვიქცე, ფოლადის არწივად და ხალხს გული მივცე სულ ნაწილ-ნაწილად. გამიშვი მეომრად, მოძმეთა ქომაგად, და გონის ამარა ავღზევდე ათმაგად. გამიშვი გავფრინდე, დამლოცე ღიმილით, ბრძოლიდან დავბრუნდე ძღვენით ან სიკვდილით. © მე, 21.11.18  

ფიქრი დამჩემდა, ლამაზო


ფიქრი დამჩემდა, ლამაზო, ნაღვლიან, უძირო დღეებში, გიპოვო, ჩემო ალმაზო, ცაში ავარდნილ მტრედებში. გიპოვო სასწაულებში გონის და ადამიანის, სამჯერ შეხვედრილ უფალში – მთვარეში სულ-ღამიანში. ვიპოვო შენი სიკეთე მათხოვრის ნათელ ღიმილში, მოვძებნო სულის სითეთრე – ყვავილის დაბადებაში. მინდა გიპოვო ტკივილში, ხან რომ სიყვარულს ვეძახით, შეუძლებელის ძლევაში, აუხდენელით თრობაში. მინდა რომ აღმოგაჩინო გარიჟრაჟების ბავშვებში, მინდა გიხილო, საჩინოვ, გალაქტიკებთან … Continue reading

„თეთრი გოგოს ამბავი“


ჩემსკენ მოდის თეთრი გოგო, ვისი არის, ნეტავ ვისი? რამე ვუთხრა? აბა როგორ?! მომკლავს, ალბათ, დედამისი! მგონი, კითხვას აზრი არ აქვს – „ვისი ხარო, გოგოვ, ვისი?“ – როცა გულით ზეცა დააქვს, სილამაზის განაგისი. მოაქვს ვარდის სუნთქვა თბილი, მყიფე, როგორც ფრენა ფიფქის, იღიმება, როგორც ჩვილი, მუზასა ჰგავს გოგო თითქმის. ვუთხრა რამე? გული მივცე? მიპყრობს ღელვა მისი მზერის, … Continue reading

მე შენ მიყვარხარ


სულ რომ მიყვარხარ – სულ გეუბნები, რომ მენატრებით შენ და ნოტები, რომ არ ბერდება ხმა ძველ უბნებში: იქ გაგიცანი – იქ გელოდები! და მახსენდება დღე სულ პირველი, მზე საოცარი, ცა ღვთისფერება, მე დაბნეული, შენ კი მსურველი – თქვა, რომ სიყვარულს დრო ვერ ერევა. წვიმს უსასრულოდ თუ თოვს ქარბუქით, შენ მეფიქრები სულს მონატრებულს, და ჩუმი გრძნობით, … Continue reading

ქალი და ქალაქი


იგი უყურებდა მას… ყოველთვის შორიდან, ყოველთვის ჩუმად,  ვით ფილმს „ლავსთორიანს“… თუკი იძინებდა, იქვე იღვიძებდა, არ ეკარებოდა, ტკბებოდა…შორიდან, როგორც პლანეტა და მისი ორბიტა… და აი ხანდახან უნებურად, სულ თავისებურად, ჩაძირულ მზერას აპყრობდა ხელებს, უფერულ სამოსს, და გაცვეთილ ფეხსაცმელებს… თუმც სანამ გაბედა, სანამ გაიზარდა, სანამ გარდატყდა და სანამ დაღვინდა, ფიქრის-ღა ნიავი დარჩა ქალიდან… წავიდა ქალი იმ ქალაქიდან… … Continue reading

საზღვრები სიყვარულისა


თითქოს არცა-რა ხდებოდა, თითქოს გზაც აღარა სჩქეფდა, იმედის ნერგი კვდებოდა, და წასვლის ფიქრიც დამჩემდა. ვამბობდი, ალბათ, დასრულდა, მგონი, ალბათ, სულ ესაა, ყველა მზე და გზა დაყრუვდა, ირგვლივ გმინვა და კვნესაა. უარყოფაც კი დამჩემდა იმის, რაც მქონდა-მათბობდა, გული სიტკბოს ვერ არჩევდა – წლები რომ ეტრფოდა-ეწადა… მერე მოხვედ და დაანთე, ცისკარზე ჩირაღდანები, მჩქეფარე გრძნობას გაანდე, სიზმარი და … Continue reading

სიმთვრალე, მე და ბუხარი


ბუხარი მკითხაობს, ტკაცუნობს, ხვნეშის, დუმს და მეტყველებს ტკბილად სინაზე, სველდება ბუნება წვიმის მორევში, და რომანს წერენ წვეთები მინაზე. სარკმელთან ბზინავს ღვინის ფუჟერი, ტუჩებზე კოცნის სურვილი თამაშობს, ალიდან მეძახის მაგ თვალთა გიშერი, და სიმყუდროვე ტკბილ სევდას წარმოშობს. ფიქრი და წვიმა მოსდევენ მასკარადს, ჩრდილების აღლუმში, ცეცხლის ლენტებში, და აღვიძებენ მეფეს და მასხარას, დრამის და ლხინის მუდმივ კლიენტებში. … Continue reading

კაფეში ფანჯარასთან


კაფე… ფანჯარა… „კოფე“ თურქულად… მინის იქიდან ალიაქოთი, ხმაური, ნაქცევი უაზრო ჩურჩულად, აქეთ კი გოგონა, ლაღი, ვით წალკოტი. გიყურებ, გიკოცნი მაგ ლამაზ თითებს, ვმიჯნავ ნაზ გრძნობებს და წარსულის ნივთებს, ვაყოლებ ყავას და შევხარი მზეს, ჩავისუნთქავ ზეცას და ამ სასწაულ დღეს. გათვალიერებ ძველ ფოტოებზე, და სურათებზე, სადღაც “ტელეში”, – სუნთქვას, დარჩენილს ატმის რტოებზე, პირველ პაემანს ზღაპრულ ღელეში. … Continue reading

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 5,613 other followers

  • 191,987 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

სოსო მიქელაძე საჯომარდო ბანაკში “გამოქვაბული”, 2018 წლის ივნისი

“საოცნებო ქალო”

“წლები და გზები”

“გაუღე ეგ გულის კარები სიყვარულს”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

Advertisements