თვითმოტივაციის 12 დღე

This category contains 12 posts

დღე XII (თვითმოტივაციის 12 დღე)


წესით, შენ იმ ადამიანებს უნდა ეკუთვნოდე, ვისაც სურთ, რომ მათ მოსაზრებებს, აზრებს, იდეებს იზიარებდნენ და უსმენდნენ სხვები, ვისაც დიდი საქმეების საკეთებლად მისდევენ ხოლმე. ამგვარ პიროვნებად ყოფნისათვის შენ, სულ მცირე, უნდა იცოდე, ხასიათის რა თვისებები უნდა გაგაჩნდეს, უნდა იცოდე, სართოდ რატომ უსმენენ და რატომ მისდევენ ადამიანები ვინმეს. პირველი, რაც ადამიანებს მათთვის ავტორიტეტულ პირში იზიდავთ – ისინი … Continue reading

დღე XI (თვითმოტივაციის 12 დღე)


ჩვენს სამყაროში არსებობს უამრავი ემოცია, გრძნობა, განცდა, შეგრძნება, საფიქრალი. თუმცა მათ შორის არის სამი სულიერი მდგომარეობა თუ გრძნობა, რომლებიც ამგვარი სულისკვეთებით მცხოვრებ ადამიანს განსაკუთრებულად აქცევენ. ეს არის: 1) პატიება (მიტევების უნარი) 2) მადლიერება 3) სიყვარული. დამეთანხმე, რომ თუკი ცხოვრებაში ადგილი არ აქვს მადლიერებას, თუკი ადამიანებს ავიწყდებათ, რომ არსებობს მიტევება და თუკი სიყვარულის საოცარ ადგილს იკავებენ, … Continue reading

დღე X (თვითმოტივაციის 12 დღე)


თუ შენ ოდესმე მაინც დაგიწერია ლექსი, მოთხრობა, მუსიკალურ საკრავზე დაკვრის სწავლა განგიზრახავს, ან კიდევ რაღაც ახალი უნარ-ჩვევის დაუფლებისათვის მიგიძღვნია თავი (და ეს, რა თქმა უნდა, ასეა, თუნდაც იმიტომ, რომ დაინტერესებული ხარ შენი პიროვნების ზრდით და დახვეწით და ამ სტრიქონებს კითხულობ), შენ ერთ ძალიან საინტერესო რამეს შეამჩნევდი! მაგალითად, თავდაპირველად შენ ჯდები, იღებ ხელში კალამს, ინსტრუმენტს, წიგნს, … Continue reading

დღე IX (თვითმოტივაციის 12 დღე)


დავიწყეთ! მოდი გაიხსენე დღე, როდესაც ყველაფერი ძალიან ადვილად, ლამაზად, ეფექტურად და დასამახსოვრებლად გამოგდიოდა… გაიხსენე! კი-კი, მიდი ახლავე გაიხსენე! ნუ გეზარება… ახლავე დაძაბე გონება და უამრავ დღეთა შორის გაიხსენე ეს ღირშესანიშნავი დღე! შეიძლება უცებ არც არაფერი მოგივიდეს თავში, მაგრამ აუცილებლად სცადე. მოიკალათე სადმე სიმშვიდეში, მოძებნე სიჩუმითა და სიბრძნით სავსე სავარძელი, სახლის ყველაზე მყუდრო ადგილი და ჩაუღრმავდი … Continue reading

დღე VII (თვითმოტივაციის 12 დღე)


გადახედე შენს დღეს. ხშირად შენთვის ეს დღე ერთი უბრალო, ძალიან ყოფითი, მოსაწყენი, მცხუნვარე ან ცივი, ამინდით და არაოპტიმისტური აზრებით გაჯერებული 24 საათია – გასაყვანი წუთების, საათების ერთობლიობა. ყოველი ამგვარი დღე შენ შეიძლება უბრალოდ დღე გეგონოს, მაგრამ რეალობაში ყოველი 24 საათი ეს შენი ცხოვრებაა, ცხოვრება მინიატურაში, ერთი მსხვილმასშტაბიანი დოკუმენტური ჩანახატი. შენც ეს იცი, და ქვეცნობიერად ამას … Continue reading

დღე VIII (თვითმოტივაციის 12 დღე)


საერთოდ არაფერი რომ არ აკეთო შენს ცხოვრებაში, სულ გულხელდაკრეფილი რომ იჯდე და ბედს ელოდე, არ მუშაობდე საკუთარ განვითარებაზე, არ ანახლებდე გარდერობს, არ ოცნებობდე ახალი ავტომობილის შეძენაზე და დახურო ყველა აქაუნთი სოციალურ ქსელებში, საერთოდ რომ აღარ წვრთნიდე შენს სხეულსა და ფსიქიკას, არ იმარაგდებდე კრიპტოვალუტებს, არ ყიდულობდე უძრავ ქონებას კანარის კუნძულებზე, არ ზრუნავდე გავლენიანი მეგობრების შეძენაზე, ერთი … Continue reading

დღე V (თვითმოტივაციის 12 დღე)


თითოეული ჩვენგანი, ერთხელ მაინც ცხოვრებაში, იქამდე ყოფილა მისული, რომ ხელი აეღო საკუთარი თავის მართვაზე, ხელი გაეშვა ცხოვრების საჭისთვის და სიტყვასიტყვით გადაჩეხილიყო სადღაც. არის მომენტები, როცა ჩვენს ყოველდღიურობაში ისეთი ქაოსი ტრიალებს, რომ თავად ჩვენ გვგონია – არანაირი ძალა და ხელი ამ ყოფას არ მართავს და უფრო უარესი – რომც ემართა, თავს ვერ გაართმევდა. ხან ისეც ხდება, … Continue reading

დღე IV (თვითმოტივაციის 12 დღე)


ვინ იცის, ჯერ კიდევ ახლო წარსულში, შენ სულ სხვანაირი ადამიანი იყავი. გჯეროდა ქათინაურების, ტკბილი სიტყვების, სიყვარულის თვალცრემლიანი ახსნების, ზოგადად ადამიანის კეთილი საწყისის, ღმერთების კაცობრიობისადმი კეთილგანწყობის. სულ ცოტა ხნის წინ ადამიანების ქცევებს შენ სიკეთის ქმნის მოტივით ხსნიდი, გწამდა, რომ თუ გიყვარს, ბოლომდე უნდა გიყვარდეს, თუ გძულს, სიძულვილიც სიძულვილიანი უნდა იყოს, და თუ თავგანწირვაზე მიდგა საქმე, იგიც … Continue reading

დღე VI (თვითმოტივაციის 12 დღე)


შენ გაქვს ერთი განსაკუთრებული ჩვევა, გინდა თვისება უწოდე, რომლითაც შეიძლება სხვებს დიდი წარმატებით ასწრებ და შეიძლება ამ მიმართულების მსოფლიო ჩემპიონიც ხარ. გითხრა თუ თავად მიხვდები? ნუ, რომ იფიქრო, შეიძლება უცბად ვერც გააცნობიერო და გაიხსენო, იმდენად ავტომატიზირებულია შენში ეს ჩვევა. რა თქმა უნდა, ამ ჩვევის არსებობა ხასიათში მთლად შენი ბრალი და დამსახურება არ უნდა იყოს. შენმა … Continue reading

დღე III (თვითმოტივაციის 12 დღე)


თითოეული ჩვენგანი (ნუ თითქმის თითოეული) ერთხელ მაინც ჩაფიქრებულა: რატომ არ ვმოქმედებთ ისე, როგორც ჩვენთვის სამაგალითო, მისაბაძი ადამიანები მოქმედებენ? რატომ არ ვმოქმედებთ ისე, როგორც თავად გვსურს და რად გამოგვდის ყველაფერი, რბილად რომ ვთქვათ, მეტისმეტად უბრალოდ, ბანალურად, არადამაჯერებლად? რატომ არ ვიქცევით თამამად, გაბედულად, მიზანმიმართულად, ჩვენი პირადი მოთხოვნილებების, საჭიროებებისა და სურვილების განსახორციელებლად? ყველა ამ კითხვაზე ერთი ძალიან მარტივი … Continue reading

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 4,838 other followers

  • 148,702 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

“გილოცავ, გილოცავ”

“ტანგო პირველი სიყვარული”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375