თვითმოტივაციის 12 დღე

დღე VI (თვითმოტივაციის 12 დღე)


შენ გაქვს ერთი განსაკუთრებული ჩვევა, გინდა თვისება უწოდე, რომლითაც შეიძლება სხვებს დიდი წარმატებით ასწრებ და შეიძლება ამ მიმართულების მსოფლიო ჩემპიონიც ხარ.
გითხრა თუ თავად მიხვდები?
ნუ, რომ იფიქრო, შეიძლება უცბად ვერც გააცნობიერო და გაიხსენო, იმდენად ავტომატიზირებულია შენში ეს ჩვევა. რა თქმა უნდა, ამ ჩვევის არსებობა ხასიათში მთლად შენი ბრალი და დამსახურება არ უნდა იყოს. შენმა ოჯახმა, გარემოცვამ, აღზრდის და საზოგადოებაში გამეფებულმა აზროვნების ფორმებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩვევის ჩამოყალიბებაში.
თუკი ამ წუთამდეც შენ ელვასავით არ დაგიარა გონებაში აზრმა ამ ჩვევის შესახებ, მაშინ მე სხვა არაფერი მრჩება, რომ პირდაპირ გითხრა თუ რაზეა საუბარი. შემდეგ კი უფრო დეტალურად ვისაუბროთ; რა და როგორ ხდება ამ სასარგებლო, მაგრამ ხშირი გამოყენებისაგან უკვე საკმაოდ საშიშ სახასიათო თვისებასთან დაკავშირებით, ჩვევაში, რომელიც უკვე სრულიად ავტონომიურად მუშაობს.
მაშ ასე, შენს წინაშეა – მისი უდიდებულესობა შე-და-რე-ბა!
შ ე დ ა რ ე ბ ა!
მოდი თავდაპირველად შევთანხმდეთ, რომ ბავშვობაშიც და ზრდასრულობაშიც “შედარება” არის სამყაროს, საგნების და მოვლენების შეცნობის, გაზომვის მეთოდი, ძალიან ეფექტური, მოხერხებული და საბაზო, რომელსაც საბუნებისმეტყველო საგნებიდან დაწყებული ფილოსოფიით დასრულებული აქტიურად იყენებენ. ჩვენ ვადარებთ მაჩვენებლებს, ზომებს, ტემპებს, სიხშირეებს, ძალას, მოვლენების არსებს და რაღაცას მაინც ვიგებთ, რაც გვეხმარება გავერკვიოთ – რა რა არის ამ ჩვენს გარემომცველ ფიზიკურ სამყაროში, როგორია, რა არის კარგი, რა ცუდია, საჭირო, სასარგებლო. მაგრამ, როგორც ადამიანურ არსებებს, ჩვენ თითქმის ყოველთვის პრობლემა გვექმნება ზომიერებასთან – ძნელად ვაძლევთ თავს ანგარიშს, სად უნდა შევწყვიტოთ ცოდნის თუ საგნის გამოყენება, რომ ეს ყველაფერი ბოროტად გამოყენებაში არ გადაგვივიდეს. ზრდასრულობაში შედარებები, როგორც აზროვნების სახეობა უკვე ქრონიკულად და ღრმად ფესვს იდგამს ყოველდღიურობაში. „შედარება“ ჩვენ ჭარბად გადატანილი გვაქვს ისეთ რთულ, გაუგებარ და, როგორც წესი, ამოუცნობ სფეროებში, როგორიცაა ყოფა, ფსიქოლოგია, ურთიერთობები, მსჯელობა.
შედარების და შედარებების ბოროტად გამოყენება მშობლების და ჩვენი მიკრო-სოციუმის წყალობით ჯერ კიდევ ადრეული ბავშვობიდან იწყება. სწორედ იმ დროიდან ჩვენ ვსწავლობთ შევადაროთ ჩვენი სიმაღლე ვინმე უბანში ჩამოსული პატარა ტარიელის/გურანდუხტის სიმაღლეს (გახსოვთ ხო როგორ მიდიოდა ხელი? „აი მე ნახე, შენზე მაღალი, რამსიმაღლე ვარ?!“). ვადარებთ დედას და მამას, ამ უსაყვარლესი ადამიანების სიყვარულს ჩვენს მიმართ და ჩვენს სიყვარულს მათ მიმართ. ვადარებთ ერთ წყვილ პაპა-ბებიას მეორეს, „0-პიატს“ „0-შესტს“ (ჩემს ბავშვობაში, ასე იყო მაგალითად). ვადარებთ ტელეფონებს, ჩასაცმელს, სახლებს, რამდენი ფული აქვს ჩვენს მეგობრებს და ჩვენ, ვინ ხშირად დადის ზღვაზე, „ანტალიაში“ ან თურქეთში, ვინ სტუმრობს უფრო მეტად სუპერმარკეტებს, ვინ უფრო ხშირად ჩადის ეზოში, ვის უფრო კარგი სათამაშოები აქვს, ვინ უფრო მაგარია – სპაიდერმენი თუ ბეტმენი, ბოქსიორი თუ კარატისტი.
დაბადებისთანავე ჩვენი არსებობა ამ გამუდმებული შედარებებით იჟღინთება, უფრო სწორედ, იწამლება.
უბედურება შედარების მოხდენა კი არ არის, არამედ ის შეჯიბრებითობის, კონკურენციის და, უფრო მეტიც, მტრობის სული, რომელიც მკვიდრდება ადამიანში შედარების შედეგების გაგებით ან აღმოჩენით.
„დედას უფრო ვუყვარვარ…აჰა, ესე იგი, მამა ისეთი არ არის.. რადგან მამას ისე არ ვუყვარვარ, ნუ დედასავით. ესე იგი მამა არ ვარგა… მეორეხარისხოვანია…“
„ეს პაპა-ბებია მეტ საჩუქარს, ტკბილეულს მჩუქნის, ესე იგი ესენი იმათ ჯობიან (პლიუს, რა თქმა უნდა, დედების პროპაგანდაც ხშირად აქტიურად მუშაობს შესაბამისი მშობლების სასარგებლოდ).“
„ამას უფრო მეტი ფული აქვს, ვიდრე მე… მას მეტი კევის/სათამაშოების ყიდვა შეუძლია და თანაც როცა მოინდომებს… ვიდრე მე (ეს “ვიდრე მე” ყველგანაა!) … მე კი…? 😦 ესე იგი ის მე მჯობია…“
აი ამგვარი, ერთი შეხედვით პრიმიტიული ლოგიკა – „ჩემზე კარგია/ცუდია“, „ვჯობივარ-მჯობია“, „ჩემზე აღიარებულია/ნაკლებად მიმზიდველია“ – თავიდან ბოლომდე უხილავი მენტალური ეთერივით მოიცავს ჩვენს გარესამყაროს. ამ შედარებებზე დგას თანამედროვე ცივილიზაციის სისტემა, მედია-პროპაგანდა, მთელი სოციალური ინსტიტუტები, პოლიტიკური სტრუქტურები, ბიზნესი და, მგონი, საერთოდ ყველაფერი. შედარებების მთელი ეს სიცრუის იმპერია ხშირად იმდენად დამაჯერებელია, რომ ადამიანებში ტოტალურად იწვევს მასობრივ კომპლექსებს (არასრულფასოვნება, ზე-სრულფასოვნება, წონა, სიმაღლე, გარეგნობა და სხვა). მაგალითად, გავიხსენოთ.
რამდენს გაურბის ხელი დამალოს საკუთარი, შედარებით ნაკლებად ფასეული, ტელეფონი?
რამდენი ფიქრობს შეძლებული ახლობლის დაპატიჟებისას, „უიმე, ისე არ მაცვია, არ მაქვს არაფერი შესაფერისი“?
რამდენს ლამაზი ქალისა თუ კაცის დანახვაზე ელვასავით ცნობიერებაში გულისტკივილის იმპულსი გასდევს, რომ თვითონ ბედმა უმუხთლა? რამდენს სცხვენია სტუმრის დაპატიჟება სახლის ნაკლები რესპექტაბელობის გამო.
დიახ, ბავშვობაში ჩვენ ხშირად უაზროდ ვტიტინებდით: „..მე ყველაზე ლამაზი ცახლი მაქ, მამაცემი ყველაზე მაგალია და ცემს ყველას…“. ახლა კი ჩვენ ერთი ჩვეულებრივი მონები ვართ მთელი ამ მენტალური ციხის, ჯაჭვებად, ხელბორკილებად და ხუნდებად კი მთელი ეს სამარცხვინო, საშინლად შემბოჭველი შედარებები გვაქვს შემოხვეული.
დღეს შენ გამუდმებით ედრები ვიღაც მულტი-მილიონერს, რომელიც რაღაც მითის მიხედვით წავიდა სადღაც ჩრილოეთით მდებარე სამეფოში ბედის საძიებლად. ბევრი იარა თუ ცოტა იარა, მიაგნო თუ მაოგროვა მონტე-კრისტოსავით შვიდი თუ შვიდი ათასი მილიონი-მილიარდი, ამჟამად ეს ყოფილი ბედის მაძიებელი ხალხისაგან ხელი ხელთ ნაგოგმანები ცხოვრობს, ბინა დაიდო სახელმწიფოს გულის გულში, დაჰყურებს ქვეყანას და თან ქვეყანა ხალხს აპურებს და ეხმარება.
შენ კი რა? შენ ხომ არც შენს სოფელს გაცდენიხარ, არც ქალაქს, არც სახელმწიფოს. არც არაფერი შეგიგროვებია კრედიტების გარდა, იქეთ სულ სხვებისაგან ითხოვ და ელოდები დახმარებას, და რაც გაბადია, ისიც შეიძლება კრედიტში ნაკრედიტალმა გადასანსლოს…
შენ ედრები ვიღაც სპორტსმენს, რომელიც წავიდა საზღვარგარეთ, იქ დაიწყო ასპარეზობა. მერე იმ ქვეყნის ჩემპიონი გახდა, მერე მსოფლიო, მერე ოლიმპიური ჩემპიონიც გახდა. ახლა ეს კაცი სადღაც დგას ამაყად კვარცხლბეკზე, პირველ ადგილზე და ასე-ამგვარად ხალისობს და კოტრიალობს იუპიტერების შუქებში. ჟურნალებზე გარეკანზე პრესის კუბიკებს გვიჩვენებს, 100 ქალწულთან ერთად ბანაობს ჯაკუზში და ა. შ.
შენ კი რა? აღარც კი გახსოვს ბოლოს როდის ივარჯიშე, ოლიმპიურ ჩემპიონობას ვინ-ღა ჩივის. ინტერვიუ ერთხელ, ისიც შემთხვევით ქუჩაში ჩამოგართვეს, როცა გკითხეს რაღაც ბაში-აჩუკზე. ქალებიც ნაკლებად გაქცევენ ყურადღებას, ქალწულზე აღარაა საუბარი 😦 …
შენ ედრები ვიღაც სასულიერო მოღვაწეს, რომელიც სკოლიდანვე, როცა ერთ კლასში სწავლობდით, სუფთა და უცოდველი ბავშვი იყო. მერე ამ გზიდან არ გადაუხვევია, განმარტოვდა, 20 წელი მარტოობაში, ბერობაში დაჰყო, პარაფსიქოლოგიური და ზებუნებრივი თვისებები შეიძინა და დღეს მის კელიის კართან არ წყდება ხალხის რიგები და ამბობენ მის ხელითხლებულ ნივთსაც კი ძალა აქვსო.
შენთან კი რა ხდება? არაფერი განსაკუთრებული… შეიძლება ითქვას, ყველაფერი ძალიანაც გულდასაწყვეტადაა. ჭეშმარიტად პატიოსნად და საერთოდაც… შენი შეფასებით, ფიქრობ, რომ არც გიცხოვრია. ეკლესიაში კი, შედიხარ ხანდახან, სანთელსაც ანთებ (3-ს, ხან 5-ს, გააჩნია 😦 ), მაგრამ ვერაფრით ვერ მოაბი თავი მორწმუნის ცხოვრებას, თუმცა ყოველი ორშაბათიდან აპირებდი, ნუ ამ ორშაბათსაც („ა, უი, დღეს ორშაბათი არაა?!“). და საერთოდ, ვინ ხარ ვერ გაგიგია, იმიტომ რომ მართლა შენნაირი უთავბოლო და, ალბათ, უაზრო, დედამიწაზე არავინ გეგულება…

ჰოდა აი აქ მართლა უნდა დაასტოპო!
მთლიანად უნდა შეწყვიტო ეს ბალაგანი!

რატომ?

წარმოიდგინე ასეთი ვითარება. სრულიად უგონოდ მთვრალი ავტომობილის საჭესთან ზიხარ და სადღაც მიექანები. შენი აზრით, რა უნდა გითხრას და რისკენ უნდა მოგიწოდოს, საღად მოაზროვნე გვერდში მჯდომმა ადამიანმა.
ბუნებრივია, იგი დაჟინებით, მაქსიმალურად ქმედითად უნდა გაიძულებდეს გა-ა-ჩე-რო ავტომანქანა! გააჩერო, ხომ ასეა?!
შენი შემთხვევა კი, ჩემო კარგო, სრულიად ანალოგიურია!
შენ მართლაც ხარ უგონოდ გათიშული ტოქსიკური ნივთიერებით, რომლებსაც შენს ტვინში მილიონობით შედარება იწვევს! (კიდევ ერთხელ გადაიკითხე ეს წინადადება და, საერთოდაც, ეს ნარკვევი)
შენ ეხლავე უნდა გაჩერდე, მთლიანად გააჩერო შედარებების ავტომობილი, რომელიც საშინელი სიჩქარით უფსკრულში მიგაქანებს.
უნდა ამოისუნთქო, გადმოხვიდე თუ გადმობრძანდე და შეეცადო გონზე მოხვიდე და გამოფხიზლდე!
სრულიად გამოფხიზლდე!
რას ნიშნავს ეს მარტივი მოქმედებების ენაზე?
ეს იმას ნიშნავს, რომ დეტალურად უნდა დაიწყო შენი ცხოვრების, შენი ყოველდღიურობის შედარებების აღ-მო-ჩე-ნა!
ერთხელაც გავიმეორებ.
შენს ფიქრებში, აზრებში, საუბარში, ქცევაში (ფბ-პოსტებში, მათ შორის 🙂 ) შენ უნდა დაიწყო შედარებების აღმოჩენა – ვის, რას, რატომ, როგორ, რისთვის ადარებ.
მაგალითად, შენ ამბობ: „შესაძლებელია, მე ეს საქმე გამომივიდეს…“.
რას ნიშნავს შესაძლებელია?
საკუთარ ცნობიერებაში შენ ეს საქმე, რომელიღაც წინა საქმეს შეადარე და ჩათვალე, რომ დარწმუნებით ვერ იტყვი, გამოგივა თუ არ გამოგივა. ჰოდა, ესეც შედარების ერთი შემთხვევა.
ან, მაგალითად, შენ გამოხატავ შენს პოზიციას და წინადადებას იწყებ ასე: „მე ვფიქრობ“, ან, მაგალითად, ამბობ „ჩემი აზრით…“ (საერთოდ, ფრაზა “ჩემი აზრით”, ჩემთვის პირადად გაუგებარია. რასაც ამბობ ხომ ისედაც შენი აზრია და გამოდის, რომ სემანტიკურ ტავტოლოგიასთან გვაქვს საქმე. როგორი მოსასმენი იქნებოდა ასეთი ფრაზა: “ჩემი აზრით, ჩემი აზრით”…)
იგრძენი, რამდენად ყოველწუთიერად გიწევს შედარება?

იმუშავე შენს მიერ შენს ცხოვრებაში შემოშვებულ შედარებებზე!

არ მისცე ბავშვობაში გაკეთებულ დასკვნებს და შედარებებს, საბავშვო მოსაზრებებს და გადაწყვეტილებებს უფლება მართონ შენი დღევანდელობა. იმდროინდელი ბავშვი ნამდვილად იმედოვნებდა, ოცნებობდა, რომ შენ გაცილებით უფრო ჭკვიანი, გონიერი და ფართო გაქანების პიროვნება იქნებოდი, და უფრო ეფექტურად იმოქმედებდი. იგი სულ ვერ წარმოიდგენდა, რომ მომავალში შენ მის აზრებს, დასკვნებს და შეხედულებებს დაეყრდნობოდი.
ხომ ასეა?!!
იმოქმედე, როგორც ზრდასრულ, მოწიფულ პიროვნებას მართებს.
იმოძრავე, როგორც ენერგიულ, შინაგანი ძალის მქონე, შედარებებისაგან თავისუფალ ადამიანს შეშვენის.
ნუ ცხოვრობ ფიქრით იმაზე, რა გააკეთა ვიღაც მდიდარმა ადამიანმა, წარმატებულმა ხელოვანმა ან აღიარებულმა პოლიტიკოსმა, იმაზე ფიქრით, რომ ისინი ერთად და ცალკ-ცალკე ყველა შენ გჯობია.
ეს – “კარგი-ცუდი”, “მჯობია-ვჯობივარ”, “ლამაზი-მახინჯი”, “წარმატებული-წარუმატებელი”, “აღიარებული-უცნობი” – ეს ყველაფერი აზროვნების სულ სხვა სიბრტყეა.
კონკურენციის, მომხვეჭელობის, დამცირების, ენერგეტიკული ომების სამყაროში, რომელზეც შენ დაგაპროგრამეს, „მჯობია-ვჯობნი“-ს ცნობიერება მეფობს.
გადი ამ სამყაროდან, და შენი პირადი რეკორდები შექმენი, შენს თავს გაუწიე პაექრობა.
ეცადე დღითიდღე უფრო და უფრო უკეთესი გახდე საკუთარ წარსულთან შედარებით: ზნით, უნარებით, ჩვევებით, თვისებებით, ყოფაქცევით, გონებით, ქონებით, სიკეთის გადაცემის მასშტაბით.
აფიქსირე შენი ზრდა, შეადარე შენი პროგრესი წინა დღეების ჩავარდნებს თუ აღმაფრენებს.
გაზომე შენი აზროვნების პროგრესი. მერწმუნე, რაც ამის იქითაა – ამაოებაა.
და ბოლოს, აუცილებლად წადი იქ, სადაც შენი ტკივილი, დარდი და იარებია.
სწორედ იქ არის შენი მოვლინების საიდუმლო.
თუ იპოვი და ამოხსნი ამ საიდუმლოს – ყველანაირი შედარების აზრი გაქრება…
და შენ დაიმკვიდრებ შენს გზას.

“თვითმოტივაციის 12 დღე სოსო მიქელაძესთან ერთად”

Advertisements

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

კომენტარები ჯერ არ არის.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 4,838 other followers

  • 148,702 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

“გილოცავ, გილოცავ”

“ტანგო პირველი სიყვარული”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: