თვითმოტივაციის 12 დღე

დღე III (თვითმოტივაციის 12 დღე)


თითოეული ჩვენგანი (ნუ თითქმის თითოეული) ერთხელ მაინც ჩაფიქრებულა:
რატომ არ ვმოქმედებთ ისე, როგორც ჩვენთვის სამაგალითო, მისაბაძი ადამიანები მოქმედებენ? რატომ არ ვმოქმედებთ ისე, როგორც თავად გვსურს და რად გამოგვდის ყველაფერი, რბილად რომ ვთქვათ, მეტისმეტად უბრალოდ, ბანალურად, არადამაჯერებლად? რატომ არ ვიქცევით თამამად, გაბედულად, მიზანმიმართულად, ჩვენი პირადი მოთხოვნილებების, საჭიროებებისა და სურვილების განსახორციელებლად?
ყველა ამ კითხვაზე ერთი ძალიან მარტივი პასუხი არსებობს.
ადამიანს არ ყოფნის ფსიქო-ემოციური ენერგია, შინაგანი ძალა!
„მოიცა, როგორ თუ ენერგია, რა ენერგია?“ – გაიკვირვებს ზოგიერთი.
თუკი ადამიანს შეუძლია მთელი დღე დაუღალავად იშრომოს რომელიმე, მისთვის სრულიად უინტერესო საქმეზე, შესწიროს თავი მომქანცველ ფიზიკურ შრომას, ყოფით ფუსფუსს – აბა რა ენერგია-ღა არ ჰყოფნის?
აღარ ჩავუღრმავდები ენერგიების ფორმებისა და სახეობების პერიპეტიებს და უბრალოდ და უშუალოდ მოვნიშნავ მთელ რიგ დეტალებს, რომელთა ცოდნა და გაცნობიერება ყოველდღიურ თვითმოტივაციაში დაგეხმარება.
მაშ ასე. ცხოვრების და, შესაბამისად, აზროვნების ის წესი, რომელსაც მისდევ – დეპრესიული, დაცემული, თვით-უარმყოფელი, თვით-დამაკნინებელი, „მონის“, „ტუსაღის“, „დაჩაგრული ადამიანის“ და ა. შ. – შენგან უდიდეს ენერგიას ისრუტავს. აი, მაგალითად, შენ ფიქრობ, რომ ყველაფრის მიმართ „ტოლერანტი“ და „მორჩილი“ უნდა იყო, რომ შენ ეს არ გეხება, „არ უნდა ავლენდე საკუთარ თავს“ (ბუნებას, სურვილებს), ფიქრობ, რომ „არ ხარ საკმარისად“ მიმზიდველი/საინტერესო/ ღირსეული/გამბედავი/ბუნებრივი, რომ „ვიღაც გჯობია“, ან „ადამიანებს ის ურჩევიათ…“.
აზრების მთელი ეს კასკადი, მთელი ეს კომპლექსები პირადად შენ სრულფასოვანი, უტყუარი ჭეშმარიტება გგონია. და გგონია არა იმიტომ, რომ მართლა ეს ნააზრევი სრულფასოვანი ჭეშმარიტებაა, არამედ იმიტომ, რომ ერთდროს განცდილმა დიდმა ტკივილმა, დამცირებებმა, უსუსურობის გრძნობებმა – ვითარების თანმდევი თვით-დამაკნინებელი აზრები ჭეშმარიტებად გაღიარებინეს. მოგვიანებით, განცდილი საშინელი სულიერი მდგომარეობებისა და ტკივილების დავიწყებასა და არ-გახსენებას შენ უზარმაზარ სასიცოცხლო ენერგიას ახარჯებ – შენს კომპლექსებს „ჭეშმარიტებას“ უწოდებ, სიტყვასიტყვით ხუფავ სხეულის სხვადასხვა ნაწილებში, ემიჯნები ყველაფერს და ცდილობ არ თქვა და არ გამოთქვა რაიმე შენი კომპლექსის წიაღში არსებული მოსაზრებების საწინააღმდეგო.
ხვდები რა გამოდის?
შენი სულიერი ენერგიის დიდი ნაწილი მიემართება შენი „სიბრძნის მარგალიტების“ შესანარჩუნებლად. მსგავსი მტკივნეული თემები და საკითხები შენს შიგნით უამრავია: სექსი, ბრძოლა და ომი, ავადმყოფობა, სიკეთე, ბოროტება, ძალაუფლება, გაცემა, გამორთმევა, ღალატი, სიკვდილი, თავგანწირვა, ერთგულება, უკეთესი და უარესი, სიყვარული, მიტოვება, განშორება, შეჯიბრება და ა. შ. დღესაც კი, შენი სულიერი ენერგიის უდიდესი ნაწილი გადადის შენი აზროვნების წესის, მაშასადამე, ცხოვრების დონის შენარჩუნებაზე. ანუ ის ძალა, ენერგეტიკა, რესურსები, რაც მონიჭებული გაქვს ბუნების, შენი გვარის და არსებული სოციალური გარემოს მიერ, ხმარდება არა განვითარებას, არა წინსვლას, არა სრულყოფას, არამედ წარსულის ტკივილებით ნასწავლი სასარგებლო და უსარგებლო (და ამ შეთხვევაში უსარგებლო ფრიად ჭარბობს ხოლმე სასარგებლოს) გაკვეთილების შენარჩუნებას, თრევას, თრევას, და კიდევ ერთხელ თრევას და ა. შ. ამას გულისხმობენ, როცა ამბობენ, რომ შინაგანი გარდასახვისათვის პიროვნება ბრძოლას უცხადებს არა რაღაც დაუდგენელ, გაუგებარ ძალას, არა საკუთარ „მე“-ს, არამედ ფსიქიურ სტრუქტურას, რომელიც აკონტროლებს პიროვნების შინაგანი სივრცის, შინაგანი ენერგიის, რესურსების მნიშვნელოვან ნაწილს. ბრძოლის არსი ამ ენერგიაზე კონტროლის დაბრუნებაა, ამ ენერგიის გადაყვანა რაციონალური ნების ქვეშ, უფრო მაღალ სულიერ საფეხურზე ასვლა.
მაგალითად, რატომ ხდება ყველაზე უფრო წარმატებული, და შედეგისმომტანი გადაწყვეტილებების მიღება პიროვნებისათვის ყველაზე უფრო მტკივნეულ პერიოდებში?
იმიტომ, რომ ამ დროს ზე-კომპენსირებული ენერგია ამსხვრევს ყველა შინაგან ბარიერს, ჩარჩოს, ციხეს, ფიზიკურ შებოჭილობებს, რაც ადამიანის სულში და სხეულშია ჩამოყალიბებული, და პიროვნება მსუბუქად, იოლად და „დაუფიქრებლად“ იღებს ამ გადაწყვეტილებებს. ანუ ერთბაშად ამოფრქვეული ენერგია ალღობს და აცამტვერებს ყველა შინაგან წინააღმდეგობას, რომელთაც მანამდე მარწუხებში ჰყავდათ ადამიანი. გამოთავისუფლებული ენერგია აღწევს ყველა უჯრედში, ნეირონში, ფსიქიურ სტრუქტურებში, კვანძში, უბიძგებს ადამიანს ბუნებრივი სითამამის, რისკისა და თუნდაც მძიმე გაურკვევლობასთან ჭიდილისაკენ.
ამიტომ, კიდევ ერთხელ შევაჯამოთ თუ რისი გაკეთება გმართებს, რათა შეცვალო ჩვეული ცხოვრებისეული, და რაც უფრო მნიშვნელოვანია, აზროვნების მოდელი.
1. შენ გჭირდება ენერგია; ენერგია ყველანაირი – ფიზიკური, სულიერი, ემოციური, პოზიტიური, ნეგატიური, პოტენციური, კინეტიკური, ბირთვული, თერმობირთვული და ა. შ.
ენერგია მოსდევს მოძრაობას, ვარჯიშს, სპეციალურ სულიერ სავარჯიშოებს, დაბალანსებულ კვებას, სწორ რეჟიმს, სულიერი ძალისა და ძალაუფლების მქონე ადამიანებთან კომუნიკაციას. ენერგია მოსდევს სოციალურ დინამიკას, ურთიერთობებს, ენერგიაზე ფიქრს, ენერგიის გაცემას და ა. შ.
2. შენ გმართებს პირად კონტროლზე აიყვანო ის ენერგია, რომელიც შენი ფსიქოლოგიური კომპლექსების, უარყოფითი და გამანადგურებელი სულიერი მდგომარეობის არსებობა-შენარჩუნებაზე გადადის. ბუნებრივია, ეს არ არის ერთი საათის ან ერთი დღის საკითხი. ხშირად ამას ერთი სიცოცხლეც არ ჰყოფნის. და ხშირად ამ ენერგიის სრული დაბრუნება მხოლოდ რჩეულ ადამიანებს შეუძლიათ. სულიერი ზრდა ნიშნავს ენერგიის, თუნდაც ნაწილის დაბრუნებას საკუთარ განკარგულებაში, ისე, რომ შენს მიერ კონტროლირებადი ფსიქიური ენერგის ოდენობა შენი კომპლექსის კონტროლს ქვეშ არსებულ ენერგიას სჭარბობდეს;
ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ყოველ გადამწყვეტ მომენტში შენი შინაგანი ძალა შენს ფსიქოლოგიური კომპლექსის ძალას აღემატებოდეს.

აი ასე, სულ მარტივად. ყოველთვის გახსოვდეს, რომ სიცოცხლე – ენერგიისათვის ბრძოლაა. რეგულარულად იბრძოლე შენი კუთვნილი ენერგიისათვის, მოიპოვე მეტი და მეტი ენერგია და შენ აუცილებლად იგრძნობ, როგორ იხვეწება შენი მოქმედებები.

Advertisements

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

კომენტარები ჯერ არ არის.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 4,838 other followers

  • 148,702 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

“გილოცავ, გილოცავ”

“ტანგო პირველი სიყვარული”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: