თვითმოტივაციის 12 დღე

დღე II (თვითმოტივაციის 12 დღე)


შესაძლოა, შენ იმ ადამიანების არმიის რიგებს ეკუთვნი, ვინც თავის შინაგან სამყაროში ყოველდღიურად მასპინძლობს უაზრობის განცდას, სურვილებისა და განწყობის დაკარგვას, უხალისობის შემოტევებს, მარტოობას, სასოწარკვეთილებასა და უსუსურობას.
და იმ შემთხვევაში თუკი ეს ასეა, შენ ზედმიწევნით კარგად უნდა გააცნობიერო (არა ისწავლო, გაიზეპირო, გაიხსენო), არამედ გაა-ცნობ-იერო “თანდათანობის” და “ცხოვრებისეული შედეგების მომწიფების” წესები.
შენს განვლილ ყოფა-ცხოვრებას რომ შეხედო და გულდასმით დააკვირდე, დააკვირდე იმას, თუ რას აკეთებდი, რას ქმნიდი, რას აყალიბებდი წლების განმავლობაში და რას იღებდი საბოლოო ჯამში, აღმოაჩენ, რომ მიმდინარე საქმიანობის რეალური შედეგები დგება არა ახლავე, არამედ საშუალოდ 2-3 წლის შემდეგ. სწორედ ეს პერიოდი წარმოადგენს შენი ნამუშევრის/ნაშრომის ხორცშესხმის, მომწიფებისა და მოწევის ხანგრძლივობას. ეს იმას ნიშნავს, რომ შენ მთელი სიგრძე-სიგანით უნდა გაიგო და გააცნობიერო, რომ შენი „ახლა“, უბრალოდ „ახლა“ კი არ არის, არამედ ის არის, რაც გარკვეული დასრულებული სახით ხელში მოგეცემა ამ ორ-სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ.
კი, არაა გამორიცხული, ეს დღევანდელი დღე შეიძლება ფრიად უღიმღამო იყოს. თავად ცხოვრებამაც შეიძლება უამრავი მსგავსი, დაბალპროდუქტიული დღე დაგაბედოს, როდესაც მთელი შენი საქმე არ გასცდება ბოლთის ცემას, ერთი წერტილის ყურებას, ან ამ ერთი წერტილის გარშემო დაბმული სპილოსავით წრეზე სიარულს. ხშირად ისეც შეიძლება მოხდეს, რომ ეს დღე არც არაფერი იყოს – უბრალოდ ხიდი „გუშინ“-სა და „ხვალე“-ს შორის გადებული, უბრალოდ გასავლელი ხიდი, რომლის გარეშე ვერ იარსებებს ვერც შენი და ვერც შენი სამყაროს მერმისი.
და ყველაფრისდა მიუხედავად, უჯრედების დონეზე შენ მაინც უნდა ჩაიბეჭდო ერთი რამე. ის, რასაც სწორედ ახლა გააკეთებ, განსაზღვრავს იმას, თუ სად იქნები, ვინ იქნები, როგორ იქნები იმ 2-3-4-5 წლის შემდეგ.
მეორე რამ, რაც კარგი იქნება სულ გახსოვდეს, ეს არის „თანდათანობის“ ეფექტი.
თუ რაღაც დაგეგმილი, გამიზნული გაქვს, რაღაც გსურს და ვერ მიგიღია, რა თქმა უნდა, ერთბაშად ამ ყველაფერს „ახლა“, ამჟამად ვერ მიიღებ (არა იმიტომ, რომ ეს შეუძლებელია, არამედ იმიტომ, რომ ამ ყველაფრის დასატევად არც მზად ხარ, არც შინაგანი სივრცე გყოფნის საამისოდ და არც ამ ყველაფრის შესანარჩუნებლად, მისაღებად გყოფნის ენერგეტიკა).
დიახ, სწორედ ახლა, ერთობ ბევრი არაფერი გამოგივა. შენ თვითონაც საკუთარი გამოცდილებით კარგად იცი, რომ თუ სხეული გადაჩვეულია მოძრაობას, მოულოდნელად შენგან აკრობატი და ბაგირზე მოსიარულე ვერ დადგება. თუ გონება გადაჩვეულია შედარებებს, დაკვირვებას, შეფასებას, დასკვნების გამოტანას, გადაწყვეტილებების მიღებას, ინფორმაციის მოძიებას, მოვლენებს შორის კავშირების გაბმას, ლოგიკურ ოპერაციებს და სხვა, ამ საღამოს შენგან დეკარტი ან სპინოზა ვერ დადგება. თუკი შენი ფსიქოლოგია გადაჩვეულია ადამიანებთან ურთიერთობით სიამოვნების მიღებას, თუ გიჭირს სოციალური კავშირების შექმნა, მეგობრობა, უბრალოდ გართობა და გახალისება ადამიანების საზოგადოებაში, ერთ საათში შენგან დიდი და გლობალური კომუნიკატორი ვერ შედგება.
თუმცა თუკი ამ უნარ-ჩვევებს ყოველდღიურად ცოტას, ცოტას, ცოტას, ცოტას, ცოტას დაუმატებ, დაუმატებ, და კიდევ დაუმატებ, და კიდევ ცოტას, და კიდევ ცოტას, ყოველდღიურად წვეთ-წვეთობით შეავსებ ცხოვრებისეული მიღწევებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს „კომპლექტს“ – 2-3 წელიწადში შენსა და ერის წინაშე მართლაც წარმოუდგენლად გაზრდილი მოქალაქე იქნება.
პრიმიტიულობამდე მარტივია? და სწორედ ამიტომ ამ წესს ხშირად უგულბელყოფენ და ირონიით იხსენიებენ და კვლავაც დაუნდობელი მატრიცის მარწუხებში ებმებიან.
მაშინ როდესაც შენ ახლავე, უბრალოდ რაღაც მაინც უნდა გააკეთო შენი მიზნისათვის.
თუ მომღერალი ხარ, მუსიკოსი, შემსრულებელი და არ გაქვს მოტივაცია – რაღაც მაინც გააკეთე; დაუკარი საყვარელი ნაწარმოები საყვარელ ინსტრუმენტზე, წაიმღერე ბლუზური გამა, განსხვავებულად, როგორც შენს გულს სურს, დარდიანად, მიბაძე რომელიმე ვარსკვლავს, მეორეს, მესამეს.
თუ პოლიტიკოსი ხარ ან სპორტსმენი, გძულს ან გტკივა ყველაფერი – უბრალოდ გადი ქუჩაში და ფეხით გაისეირნე; გაუღიმე ადამიანებს, ღრმად ისუნთქე და საყვარელი სიმღერა წაიღიღინე, დაუყარე საკენკი ჩიტებს, მოეფერე ცხოველებს, მიესალმე ნაცნობებს მთელი გულით, თითქოს ყველაზე ბედნიერი ადამიანი ყოფილიყავი მთელს დედამიწაზე.
თუ მხატვარი ხარ და არაფერი „გეხატინება“ – აიღე ფუნჯი და საცეკვაო მოძრაობების კვალდაკვალ მოხატე შენი ტილო.
უბრალოდ გააკეთე რამე!
არ არის საჭირო, რომ შენი მოქმედებები მათემატიკურად სიზუსტით იყოს გათვლილი და პირდაპირ შენს სანატრელ მდგომარეობამდე მიჰყავდე. ასეთი რამე ბუნებაში არ არსებობს, თითოეული ადამიანისა და მისი ბედისწერის ინდივიდუალობიდან გამომდინარე.
ამიტომ შენ უბრალოდ სისტემატურად რაღაც უნდა აკეთო. ყოველთვის!
უნდა აკეთო რაღაც მაინც, რაც უშუალოდ შენს მიზანთან არის დაკავშირებული, რაც დაგეხმარება მიზნის რეალიზებაში – ყველაზე უბრალო, ელემენტარული, სხვებისათვის „პრემეტეული“.
ასეთი ცხოვრების წესი დაგეხმარება ზუსტად გესმოდეს შენი ყოველდღიური გეზი, მიმართულება. დღევანდელ ცრუ და ვირტუალიზებული ყოფაში ხშირად ძალიან რთულია დეტალურად ჩასწვდე და გაარკვიო თუ სად გისაფრდება ბოროტება და როგორ გისხლტის ხელიდან სიკეთე.
ამიტომ დაე მთავარი ორიენტირი შენთვის იყოს განვითარება, გარდასახვა უფრო მაღალი ენერგეტიკის და დახელოვნებულ პიროვნებად.
საამისოდ კი სულ მოძრაობაში და ქმედებაში უნდა იყო!

 

Advertisements

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

კომენტარები ჯერ არ არის.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 4,555 other followers

  • 143,695 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

“გილოცავ, გილოცავ”

“ტანგო პირველი სიყვარული”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: