თვითმოტივაციის 12 დღე

დღე I (თვითმოტივაციის 12 დღე)


ნებისმიერი, ოდნავ საღად მოაზროვნე ადამიანიც კი შეამჩნევს, რომ იგი უზარმაზარი ცვლილებების ორომტრიალში იმყოფება.
შეამჩნევს თუ
– როგორ იღებს სისტემურ სახეს სახელმწიფო-პოლიტიკური რუქების დაბლანდვა,
– როგორ თანდათან იშლება არსებული ფინანსურ-ეკონომიკური წყობილება და ვხდებით კრიპტოვალუტების ბუმის მომსწრეები,
– როგორ მიიწევს მწვერვალებისაკენ სოციალური ქსელების მოძალეობა,
– როგორ მძვინვარებს რასობრივი და ეთნიკური რევოლუციები,
– როგორ ჩლუნგდება ძეხორციელის ემოციური და სულიერი აპარატი (სულ უფრო ხანმოკლე ხდება ჩვეული პოზიტიური დადებითი ემოციები – სიხარული, ბედნიერება, აღტაცება, ეიფორია და სხვა, სულ უფრო ხანგრძლივი ხდება სიცარიელის ან ნეგატიური მდგომარეობის ემოციები),
– როგორ ხდება უბრალო პიროვნების ინფორმაციით დაწნეხვა და სიტყვასიტყვით გაჭყლეტა,
– როგორ შორდება სულიერი საწყისებს ჯერ კიდევ გუშინ ერთი შეხედვით ზნეობრივი ადამიანი.
მართლაც ინფორმაციის უზარმაზარი მასივებით ზეწოლის შედეგად, რაც ადამიანს ევლება, ეკვრის, აღწევს მის შინაგანში, თითოეული ჩვეულებრივი ადამიანის გარშემო გარკვეული, უზარმაზარი „შავი“ ჭუპრი იქმნება, ამასობაში ადამიანის პიროვნება სულ უფრო და უფრო სუსტდება, ცნობიერება ბინდდება, ხოლო მეხსიერება კარგავს სიმძაფრეს. როგორც ერთ პოპულარულ სერიალში ამბობენ: „…ადამიანს მეხსიერება მხოლოდ საიმისოდ-ღა ყოფნის, რომ ახსოვდეს თუ რა ჭამა რამდენიმე საათის წინ და აწუხებდეს თუ რა საკვები ელოდება რამდენიმე საათის შემდეგ…“.
ამგვარ გარემოში შენთვის, როგორც საღი აზრისაკენ მისწრაფებული ადამიანისთვის, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი შემდეგი რამ ხდება.
1. მოახდინო ფოკუსირება იმაზე, თუ რა არის შენი ამქვეყნად მოვლინების მისია; რისკენ მიდიხარ, როგორც დიდი ცხოვრებისეული ტილოს პერსონაჟი, რა შემოგაქვს და რას ტოვებ ამქვეყნად. მხატვრული ნაწარმოები, ქონება, შვილები, წარმატება, სოციალური აღიარება, ბიზნესი და პოლიტიკური მისწრაფებები – ეს ყველაფერი შეიძლება იყოს მხოლოდ მხარე ადამიანის სულიერი მისიის – რატომ მოევლინა/მოგავლინეს იგი ამ წუთისოფელს. კაცის მისია ხშირად უფრო გლობალურია, და ხშირად ეს მისია ადამიანის სიცოცხლის დასრულების შემდეგ უფრო უკეთ ვლინდება. მაგალითად, მრავალი უსახელო წინაპრის ღირსეული ცხოვრების მისია შეიძლება სწორედ გზის მომზადება იყო დიდი შთამომავლის წინაშე.
ზოგისთვის მისია შეიძლება იყოს ღვთისმსახურება, ზოგისთვის – გმირული თავგანწირვა, ზოგისთვის – მარადიულ სიტყვადქცეული კრედოს ფორმულირება. მთავარია, რომ შენ იპოვო, ჩამოაყალიბო პირადად შენთვის ეს მისია, ჩამოაყალიბო სიტყვიერად – წარსულის, საკუთარი გვარის, ოჯახის, პირადი განსაცდელებისა თუ ჯილდოების და გულისკარნახის შეჯერების საფუძველზე.
შენი ცხოვრებისეული მისია, რა თქმა უნდა, უნდა გაშალო დიდ მიზნებად, გრძელ თუ მოკლევადიან ამოცანებად. მთავარი ის არის, რომ შენ უნდა მოახდინო საკუთარი ფოკუსის, ყურადღების გადატანა ამ მისიაზე. შენი ყურადღება, ცენტრი ამ ყურადღებისა უნდა გამოგლიჯო შენს, კრავის ტყავით შემოსილ მტრებს. არათუ დაუსრულებლად ისაუბრო და გამართო მუსაიფი ეჭვებთან („კი-არა“, „გამოვა-არ გამოვა“, „დაგვიანიებულია-დროულია“, „არ მჯერა-მჯერა“, „მე ის ვარ – არა, მე არ ვარ ის“ და ა. შ.). უბრალოდ სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ შენი მენტალური ფოკუსი გაათავისუფლო, მოსწყვიტო პესიმისტურ, უღიმღამო, არაფრისმომცემ დიალოგებს ყოველდღიურობაში, ფეისბუქში, ტელეფონზე (რადგან აქაც იკარგება შენი ენერგია და ძირითადად ეჭვების, და მდაბიო სულიერი მდგომარეობის გამყარებაზე გადაედინება). შენი ყურადღება შენ უნდა იმას მიუძღვნა, რაც შინაგანი მრწამსით არის შენი პირადი საქმე, მისია, ცხოვრებისეული აზრი.
მერე რა, თუკი შენს გაცხადებულ ცხოვრებისეულ მისიას შეიძლება უამრავი მოწინააღმდეგე, ბარიერი, არახელსაყრელი გარემოება, დამცინავი სუბიექტი-ობიექტი ჰყავდეს და ახლდეს? მერე რა???
ისევე როგორც შენ, ისინიც იბრძვიან საკუთარი არსებობისათვის, ამ შემთხვევაში, იბრძვიან შენი სულიერი ენერგიის წართმევის ხარჯზე.
შენთვის უბრალოდ მთავარია, შემობრუნდე იმისაკენ, რაც გსურს, იფიქრო იმაზე, რაც გსურს, და დაინახო ის მწვერვალი, რომლის დაპყრობასაც ლამობ. ამ უბრალო შემობრუნებით შენს ფსიქიკას გაცილებით მეტი და მეტი ფსიქიური და ფიზიოლოგიური ენერგია შეემატება.
2. დაიწყე:
– სისტემატური ურთიერთქმედება ისეთ რეალობასთან, როგორიცაა
ფიზიკური სხეული (კომპლექსური ვარჯიში, დაბალანსებული კვება, ძილის რეჟიმის მოწესრიგება), რაც მოგცემს გადაწყვეტილებებისათვის საჭირო ფიზიკურ ენერგიას.
ამასთანავე:
– გაწმინდე ყურადღების ფოკუსი ფსიქოლოგიური ნაგვისაგან, ანუ მოახდინე კონცენტრაცია შინაგან მისიაზე, მოახდინე შენი ქცევების/ფასეულობების ანალიზი („რას ვაკეთებ?“, „რატომ ვაკეთებ?“, „რას ვაღწევ ამ ქცევით?“, „რა არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?“).
მოახდინე კომფორტის ზონებისა და შიშების გამოაშკარავება (მაგალითად, ჰკითხე საკუთარ თავს „რისი კეთება მეშინია?“: ურთიერთობები, პოზიციის დაფიქსირება, ძალაუფლების მოპოვება და დაიმახსოვრე – აი სადაა შენი რეაქტიული ენერგიის საბადოები).

და ბოლოს, ყოველთვის, გახსოვდეს, რომ ბედნიერება ეს არის ზრდა, რომ ბედნიერება არის განვითარება. ის, რაც ახლა ბედნიერება გგონია, სხვის შემხედვარეს, იცოდე, რომ ეს ამ თუ იმ ადამიანის, ახლობლის, წინაპრის უდიდესი ძალისხმევის, თავგანწირვის, გაღებული მსხვერპლის, ხშირად ტკივილის და სიცოცხლის საფასურია. წუთისოფელი ნაკლებად თუ არის განცხრომისა და უშფოთველი ბედნიერების ადგილი. იგი სულის განთავისუფლების და გამოსწორების კერად უფრო შეიძლება მივიჩნიოთ! ამასთან ერთად შენ შეგიძლია, რომ ამ განვითარებასა და მოძრაობას შენი პირადი ბედნიერება ჩააქსოვო და დაამადლო.
სწორედ ასე – ცოტა, ცოტა, ცოტა, ცოტა, და ცოტაც კიდევ…
და ყოველი ახალი საფეხურით, ყოველი მორიგი პიროვნული ხარვეზის დაძლევის გზით იბადება კიდევ ერთი შანსი, და კიდევ ერთი,
რომ ჭუპრიდან იშვას პეპელა,
რომ ისწავლო ფრენა, რომ შეძლო უფრო მეტი, ვიდრე შეგიძლია ახლა,
რომ საკუთარი თავის შეცნობით ჩვეულებრივი სუსტი არსებიდან, ერთი ღვთის გლახადან ადამიანად (!) იქცე.

Advertisements

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

კომენტარები ჯერ არ არის.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 4,838 other followers

  • 148,702 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

“გილოცავ, გილოცავ”

“ტანგო პირველი სიყვარული”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: