"ლიდერის დღიური"

ირონიული აზრები კორიფეებისაგან


brand_irony_nike-s1000x800-31683„ჩლუნგ მამაკაცურ სენტიმენტებს შეიძლება ბოლო არც ჰქონდეს.
ვის არ გვსმენია, როგორ ამბობენ, რომ სურთ საყვარელი ქალის ნატერფალებს კოცნიდნენ, ან იგივე ჰაერს სუნთქავდნენ. არიან ისეთები, ქალს თავიანთ წარმოსახვაში საერთოდ მომნელებელ სისტემას უქრობენ და კუჭში გასვლის „უფლებას ართმევენ” (მოემი).
ზუსტად ასეთი ავამდყოფი იდეალისტებიდან მერე ამაზრზენი ცინიკოსები და მანიაკები ყალიბდებიან, რომლებსაც ოდესღაც იმედი გაუცრუვდათ, ნახეს რა, რომ ქალის ნაფეხურიდან აღებული ალებასტრის ტვიფრი არ განსხვავდება ნეანდერტალელის ტვიფრისაგან, ხოლო ჰაერის ანალიზის პასუხი სტაფილოკოკების დიდ ოდენობას აჩვენებს.
მოდით დავრჩეთ ადამიანებად…“

მაჩო რეინმენი

„…ხშირად მიფიქრია, რომ შემოქმედმა ძალამ აქ იმისათვის მომავლინა, რათა ადამიანებს ვუყურო…
და რაღაც წუთიდან, ვიხილე რა ამდენი ადამიანური არასრულყოფილება და ბოროტება, ცხოვრება მომწყინდა…
თუმცა ადამიანებმა იძულებით ამამოძრავეს და მიბიძგეს სიცოცხლე გამეგრძელებინა.
ის დროც მოვიდა, როდესაც გავიაზრე – რაღაც უნდა მომეფიქრებინა, რათა ჭკუიდან არ გადავსულიყავი.
შემდეგ შეგუება დავიწყე – წესების, საკუთარი სხეული, ახალი აზრების – იმისათვის, რომ გადავრჩენილიყავი…
ჰმ! რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო:
ის, ვისაც ცხოვრება არ სურდა, იმაზე ფიქრით შეწუხდა, თუ როგორ უნდა გადარჩენილიყო…“

ლაო ჩინ ვეი „არარაობიდან არაორაბამდე“

“ერთმა მითხრა – “ერთია”-ო,
მეორემ მითხრა – “ერთი რა არი, ერთი მილიონია!”-ო,
მესამემ პირველსა და მეორეზე მინიშნებით თქვა – “ატრ..ებენ ეგენი, იქვეა, ერთი აბა როგორ იქნება?!”-ო,
მეოთხემ ყური მხრით მოიფხანა – “საერთოდ ერთი რა რიცხვია, ჩემთვის მხოლოდ ნულია ცნობილი???”,
მეხუთემ ჯერ გიჟივით იხარხარა, მერე კი იცუცქა და იცუცქა სრულ ჩაბუქვნამდე,
კითხვა კი ყველას დავუსვი ერთი და ერთობ სალაყბო:
“რამდენი უკუ-ნაბიჯია, შენი აზრით, ანგელოზიდან ძუკნამდე?”

ბაგრატ ფარეშთუხუცესი
ექსპერტი სოციალურ-პოლიტიკურ, ჩახლართულ-ჩათლახურ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებში

„პოლიტიკური არჩევანების კალეიდოსკოპში, ფეისბუქებში ფეხგამოყოფილ კუებში, საყოველთაო მატერიალურ და მენტალურ სიდუხჭირეში, ეროვნულ თუ ლოკალურ იმედგაცრუებებში, საყოველთაო მედია-ბარდაკში და ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევაში – ჩვენმა ხალხმა საკუთარი ქვეყნის განცდა და აღქმა და-კარ-გა!
გამოთქმა თუ პრინციპი „საქართველო უპირველესყოვლისა“ გადაიქცა სტერეოტიპად „ჩემი თავი უწინარეს ყველაფრისა“ (განა საკუთარი თავისა თუ ოჯახის სახელმწიფოსთვის გაიგივება არ ნიშნავს დიდკაცობას?!)… და ვაი, რომ ეს სტერეოტიპიც ვერ შედგა – მრავალს ამჟამად იმ “თავის” ნაცვლად ერთი ჩვეულებრივი მკვახე გოგრა ადევს (განსაკუთრებით იმათ, ვინც ამ იდეის გააზრებისას “თავ-გოგრიანებად” სხვები და ვიღაცეები წარმოუდგა).
ნუ ვიკამათებთ – ყველანაირ განცდას, მით მეტეს ეროვნულ-სახელმწიფოებრივს, სწავლა, დამახსოვრება და გამყარება უნდა. 20-25 წელი ამისათვის სასაცილოდ მცირე ვადაა. ისიც გავითვალისწინოთ, რომ წარმატებული სახელმწიფოებრივი პროექტები ნებას მოითხოვს, ნების-ყოფას: ელიტების ნებას და მოსახლეობის ნებისყოფას. ჩვენში როგორც ერთი, ასევე მეორე დეფიციტში გადადის და მომავალი პოლიტიკური არჩევანის ვაჭრობის საგანი ხდება…“

ბაგრატ ფარეშთუხუცესი
(ექსპერტი სოციალურ-პოლიტიკურ, ჩახლართულ-ჩათლახურ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებში)

“მამაკაცთა დიდი ნაწილის პრობლემა სურვილის უმართაობაა. ბევრმა მათგანმა არ იცის, რომ ბედნიერებისათვის სრულიად არაა აუცილებელი გამოძღე სასურველით. როგორც წესი, კარგად ყოფნისათვის ხშირად უბრალო დაგემოვნება ან მსუბუქი დაჭაშნიკებაც საკმარისია. ისედაც ცხადია, რომ არც ბედნიერება და არც სასიამოვნო მოგონება ცხიმი არაა – სადმე სხეულში დაიმარაგო. ამის იქით (ყოველგვარი რელიგური რიტორიკის გარეშე) შვიდი სასიკვდილო ცოდვის ურჩხულთა სამფლობელოები იწყება…”

მაჩო რეინმენი

“სიმართლე ისაა, რომ დასავლეთი და აღმოსავლეთი ვერ გაერთიანდება, ვერც შეერწყმება ერთმანეთს და ვერც იმოკავშირებს, ისევე როგორც ერთობად ვერ მოგვევლინება სიკვდილი და სიცოცხლე.
კაცთა მოდგა ურთიერთშთანთქმის სულისკვეთებით სულდგმულობს (მცენარე ისრუტავს მზეს და წყალს, ცხოველი – მცენარეს, ცხოველი – ცხოველს და ა.შ) და ამ წესის შეცვლა ჯერჯერობით წარმოუდგენელია…”

ლაო ჩინ ვეი

„…ბიჭებს წვერი ეზრდებათ – გოგონებს კი პედიკური უვითარდებათ…
როგორც იქნა ელქტრომობილიზაცია დაიწყო, თუმცა რა –
ეს შეშლილი, შეშლილი, შეშლილი მსოფლიო სულ უფრო და უფრო იშლება…
პოლიტიკური რუქიდან!..“

ლაო ჩინ ვეი

“ყველაზე უტაქტო ქალური ფრაზა – “რა გჭირს?” – უსირცხვილოდ წარმოითქმება მზრუნველობით-დედობრივი კილოთი ყველაზე სათუთ და დელიკატურ სიტუაციაში.

მაჩო რეინმენი (ამერიკელი მწერალი)

“კი, მე მჯერა ადამიანური სინათლის… მაგრამ ჯერჯერობით იშვიათად ვხვდები ამ სინათლეს, მეტადრე ადამიანთა თვალებში. იქ უბრალოდ შრომით-დასაქმებითი და საკანონმდებლო ვალდებულებების ილუმინაციაა…”

მაჩო რეინმენი

“…ნუ ცდილობ იაქტიურო, უბრალოდ იაქტიორე!..”

ლაო ჩინ ვეი

Advertisements

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

კომენტარები ჯერ არ არის.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 4,555 other followers

  • 143,695 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

“გილოცავ, გილოცავ”

“ტანგო პირველი სიყვარული”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: