პოეზია...

მთვარის რომანსი (ლექსი)


სიყვარული, როგორც ცრემლი,
ხელისგულზე დაილევა,
შეძახილი „გელი… გელი“
ცისკიდურებს გადევლება.
 
როცა შენთან არ ვიქნები,
ფიქრი შენსკენ წამომიყვანს,
ჩემი გემის იალქნებით
სული ფეთქავს: „მიყვარს, მიყვარს“!
მთვარე თითქოს შენთვის მღერის
და სიყვარულს გეფიცება,
გულიც თითქოს შენზე ტირის,
და ცრემლის არ ერიდება.
 
ჩემი გულის მალამო ხარ,
ჩემი გულის გვირგვინი ხარ…
და რაც მალე ჩემთან მოხვალ,
შემომავლებ მაგ შენს ტკბილ ხმას.
 
მეგონა ვერ მოგისწრებდი,
წვიმასავით მოვრჩებოდი,
თუმც ხმელეთზე მაბრუნებდი,
შეძახილით: „მოდი, მოდი!“
 
მერე უცებ სიყვარული,
მომევლინა თეთრ ფრინველად,
ვარსკვლავებში გადაეშვა,
როგორც მაშინ, სულ პირველად.
 
უსასრულოდ უნდა წვიმდეს,
რომ კარი არ გაიხურო,
რომ სიზმარში არ დაბრუნდე,
რომ სუნთქვაში სულ მესმოდე.
 
ჩემი სული, როგორც ვარდი,
მზეს დაეძებს გარინდებით,
როცა ქუხს და როცა ბარდნის,
მე სასწაულს ველოდები.
 
ქვის ლოდებად გადავიქეც,
როცა შენ არ მოიხედე,
თითქოს მზერად გადავიქეც,
და უფსკრულში ჩავიხედე.
 
მთვარე თითქოს შენთვის მღერის
და სიყვარულს გეფიცება,
გულიც თითქოს შენზე ტირის,
და ცრემლის არ ერიდება.
 
ჩემი სულის მალამო ხარ,
ჩემი სულის გვირგვინი ხარ…
და რაც მალე ჩემთან მოხვალ,
შემომავლებ მაგ შენს ტკბილ ხმას.
2016, ოქტომბერი
Advertisements

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

კომენტარები ჯერ არ არის.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 4,555 other followers

  • 143,695 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

“გილოცავ, გილოცავ”

“ტანგო პირველი სიყვარული”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: