"ლიდერის დღიური"

გილოცავთ ახალ 2017 წელს (სოსო მიქელაძის 2017 წლის წინასაახალწლო მილოცვა)


ახალი წელი მობრძანდება!!!

და მასთან ერთად მობრძანდებიან ახალი ფიქრები, ახალი მოლოდინები, ახალი სიტყვები, სტრიქონები, სულ ცინცხალი ცვლილებები, სამომავლოდ განმზადებული თავგადასავლები!
არავის უკითხავს ჩვენთვის გვიხარია თუ არა ეს ყველაფერი? გვტკივა თუ გვებედნიერება? გვეზეიმება თუ ძალიან გვინდა უბრალოდ მთლიანად ჩავიკეტოთ ერთ, ჰერმეტულად იზოლირებულ, გამიჯნულ სამყაროში? არავის მოუმართავს ჩვენთვის – გვეხალისება თუ გვედარდება ეს ცხოვრებისეული სცენარი, ეს ორომტრიალი?
არავინ დაინტერესებულა ჩვენ რა გვინდა…
ყველაფერი ჩვენს დაუკითხავად ხდება!
ახალი წელიც ისე მოდის, დაუკითხავად!
ის ახალი წელი, რომელიც შლის ძველს და აკანონებს თავისას, სრულიად თვითნებურად, სრულიად თავდაჯერებულად…
ჩვენ ხომ ეს რა ხანია ყველაფერზე კარგად, ყველაზე კარგად ვიცით – დრო მიდის თავისი კანონებით, ცვლილებები დგება განურჩევლად ჩვენი სურვილების, ემოციებისა და გრძნობების!
ყოველწუთიერად იბადებიან და ცხოვრებაში იჭრებიან ახალი აზრები, შენობები, შვილები, მისწრაფებები, ახალი მეგობრები, ახალი ურთიერთობები, ფიქრები და ოცნებები, ახალი იმედგაცრუებები და გამოწვევები. ყოველწუთიერად ჩვენს თვალწინ მილიონობით სერიალი, სპექტაკლი, მოკლემეტრაჟიანი დრამები იშლება.
ეს ყოფილა ცხოვრება, ქალბატონებო და ბატონებო!
აგერ ჩვენს დაუკითხავად თავად 2017 წელი დგება.
წელიწადი, რომელსაც ყოველი ჩვენგანი მთელი სიცოცხლე ელოდა!!!
ასეა თუ ისე, მსურს ყველა ჩემი ნაცნობ ძვირფასსა და უცნობ ძვირფას ადამიანს მილოცვებით მოგმართოთ!
არ მაქვს ილუზიები, რომ 2017 იოლი ან სრულიად ბედნიერი წელიწადი იქნება. არც დიდი იმედი მაქვს, რომ მხოლოდ ადამიანურ ძალას შეუძლია აგვარიდოს განსაცდელი ან მოიზიდოს ჩვენსკენ სანატრელი სიკეთე. ამიტომ პირველ რიგში მინდა ჩემს მრავალტანჯულ ხალხს მივმართო, როგორც იმ ფენომენს, ვინც არის კიდეც ერთადერთი გარანტი ჩვენი კეთილდღეობის, გადარჩენისა და სიცოცხლის უსასრულობისა.
ჩემო საქართველოს ხალხო!
მინდა გისურვო ერთიანობა, ერთობა, ერთად დგომა, ერთიანი სუნთქვა და მთლიანობა. კი, რა თქმა უნდა, ძნელია, ძალიან ძნელია, ხშირად შეუძლებელიც… მაგრამ სხვა გზაც რომ არ გვაქვს?! დღეს, ხვალ, ზეგ, ადრე თუ გვიან, ოდესმე მაინც, გვმართებს ვისწავლოთ გუნდური ბრძოლა, გუნდური თამაში, გუნდური მიზნების პრიორიტეტად დაყენება.
როცა მეკითხებიან როგორ წარმოგიდგენია ეს ყველაფერი, ვეუბნები, რომ “არ ვიცი…”. თუმცა ის ვიცი, რომ არსებობს ლოცვა, რეგულარული და თავგანწირული ლოცვა… ვიცი, რომ მხოლოდ შინაგანის დახვეწის შედეგად არის შესაძლებელი გარეგნული, გარეგანის განვითარება, ცვლილება და აღზევება.
ამიტომ, მე მჯერა შენი, საქართველოს ხალხო!
გისურვებ, რომ შენ 2017 წლიდან იმდენად დიდი დისციპლინა, თავმდაბლობა, რწმენა, სახელმწიფოებრივი, პრაქტიკული და შედეგიანი აზროვნება მოგეცეს, რომ მთელი მსოფლიო ფეხზე წამოგიდგეს!
დაე იყოს ასე!
რაც შეეხება თქვენ, ჩემს მეგობრებსა და კეთილმოსურნეებს, თითოეულს პირადად 2017 წელს ასევე მინდა გისურვოთ… რეგულარული ლოცვა, საუბარი უზენაესთან და საკუთარ თავზე სისტემატური მუშაობა.
სულიერი ზრდა, სულიერი სიმტკიცის პროგრესი, სულიერი გარდასახვები – ეს ის გზა არის, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს. ნებისმიერი მატერიალური წინსვლა, ნებისმიერი მონაპოვარი სულიერ ბაზისს ეფუძნება. მე გისურვებთ, რომ თქვენ, ადამიანებს და ამ ადამიანებში დაბუდებულ პიროვნებებს, 2017 წლიდან გქონდეთ ზე-აღმატებული, სავსე, თავის-უფალი, საღი და სრულფასოვანი სულიერება!
გისურვებთ, რომ 2017 წელმა მოგიტანოთ სრული სიცხადე იმაში, თუ რა გსურთ, გიბოძოთ სრული სინათლე შემოქმედთან ურთიერთობაში. გისურვებთ სრულ ურთიერთგაგებას ყველაზე ახლობელ ადამიანებთან, საქმიან პარტნიორებთან.
გისურვებთ სიმრავლეს, ბარაქას, სიუხვის სტაბილურ და ღრმა განცდას ყოველდღიურობაში!
და კიდევ… აუცილებლად გისურვებთ, რომ ფიქრი თქვენს ხალხთან, თქვენს ქვეყანასთან შეკრულობაზე, ერთიანობაზე თქვენთვის მეტად აქტუალური, უმნიშვნელოვანესი გახდეს.
გისურვებთ იყოთ პრინციპულები ყველაზე უფრო პრინციპულ საკითხებში, და მშვიდები ყველაზე რთული არჩევანების დროს.
გისურვებთ, რომ 2017 წელი იყოს ჩვენი ეროვნული სათქმელის თქმის, ჩვენი ფიქრის აღზევების, გამომზეურებისა და ჩვენი სასურველის მატერიალიზაციის წელი.
ვილოცოთ, ვიბრძოლოთ, შევცვალოთ ყველაფერი იქამდე, სანამდე ეს ყველაფერი იმ იერს არ მიიღებს, რისკენაც ჩვენ ყველა მივისწრაფვით!
დაე მოგვეცეს საკმარისი გამბედაობა, საკმარისი ძალა, და საკმარისი ქმედითუნარიანობა!
ღმერთი იყოს ჩვენი შემწე

თქვენი ერთგული

სოსო მიქელაძე
30.12.2016, 22:25

This slideshow requires JavaScript.

Advertisements

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

კომენტარები ჯერ არ არის.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 4,838 other followers

  • 148,702 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

“გილოცავ, გილოცავ”

“ტანგო პირველი სიყვარული”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: