ცეცხლი ნავთზე

2016 წლის შემოდგომის აზრები


გაზი რატომ არ გვაქვს, ვინ იცით? რამე ხომ არ გამომრჩა – მზის ენერგიაზე გადავედით?

 

“ლარის დაცემის მძიმე ტენდენცია, ბოლოს გამოიწვევს მის სრულ იმპოტენციას.” (ბაგრატ ფარეშთუხუცესი)

 

ერთ-ერთი მომგებიანი საკომუნიკაციო სვლა.
მისწერე ვინმეს: “ეხლა თქვენს სიმღერებს/ფოტოებს/ლექსებს/პოსტებს ვუსმენ/ვუყურებ/ვსვამ/ვღეჭავ/ვკითხულობ… იქვე აუცილებლად ცერა თითი მიაყოლე…
ამის მერე ტიპი ხარ. კაკ მინიმუმ მადლობის წერილი უფრო დიდი უნდა იყოს, ვიდრე შენი შეტყობინებითი.
ეგეც ეგრე მაშ… ჭკვაში ხო მოუგე? მადლი ხო დასდე?

 

– რატომ ბლოკავ ამ ხალხს, იქნება რა აქვთ სათქმელი საპასუხოდ?
– “ვეფხისტყაოსანი” წაკითხული და ნასწავლი მაქვს. და მაგაზე ჭკვიანს რას დაწერს ეგ ტარაკანა?!

 

ხშირად უბრალოდ საკმარისია დავუძახოთ… დედას… და მისი ხმა ყველა ბნელ ძალას დააფრთხობს.

 

ლომი და ბაღლინჯო დამეგობრდნენ.
ბაღლინჯო ლომს ჰპირდებოდა – შენი საწყობის აღრიცხვას ვაწარმოებო, მერე პატარა მეფე-ლომს გაგიჩენო, მერე ცხოველთა ბანკეტს დაგიფინანსებო და კიდევ რას აღარ.
მერე ბაღლინჯომ ლომს მოუხია, რომ „ოპერაცია სჭირდებოდა ულვაშებზე…“, გაიძურწა და ლომს სოროში დაემალა.
მორალი: ნუთუ ლომის ყველა ნაცნობი ბაღლინჯოა?
კითხვა განსჯისათვის: ეს უბრალო ბაღლინჯოა თუ „ტარაკანა“?

 

თქვენი სიტყვებით მომილოცეთ!
ფოტოები სხვებს გაუგზავნეთ! (სტატუსი გიორგობისთვის).

 

“კონფიდენციალობა არის კიდეც თავისუფლება”. “ჯეისონ ბორნი”

 

არის ასეთი ქვეყანა – მას ფეისბუქი ჰქვია…

 

+1 მილიონ ავტომანქანას მეორე მხარეც აქვს.
+3 მილიონი „გააზნაურებელი“ ყმის, საპნის ბუშტივით გაზულუქებული, საერთოეროვნული მეობა. …მორალურ-ფილოსოფიურ-ეთიკური მხარე მაშინ-ღა გვაგონდება, როდესაც წარღვნა კარს მოგვადგება ხოლმე.

 

“უკვე გვიანია… შენ ვეღარ შეძლებ თავი “გონებასუსტ” კაცად მოაჩვენო…”

 

“მრავალი, გორდიუსის კვანძივით ახლართული, საქმე მაკედონელივით გადაწყვიტე”.

 

კი ასეა:
“საზოგადოება ადამიანები არ არის. საზოგადოება სისტემური ნიშანია”.
სწორედ ამიტომ, როდესაც ვინმე ინდივიდი წინ აღუდგება საზოგადოებას რაიმე მანკიერის აღმოსაფხვრელად, მისადმი მოქცევა ძირითადად არაადამიანურია და არაადამიანურად ვლინდება.
ინდივიდი კი გაოგნებული უყურებს საზოგადოების შემადგენელ ადამიანებს და ამაოდ ელის მათგან ადამიანურ დამოკიდებულებას.

 

გაყიდიდით თუ არა თქვენს ყველაზე სექსუალურ მანქანას?

 

„…მე სულ სხვა მუსიკას ვუსმენ…“, „მე სულ სხვაგან ვყიდულობ ტანსაცმელს…“, „მე სულ სხვაგან ვისვენებ…“, „…მე სულ სხვა კლინიკაში/სალონში/ტუალეტში დავდივარ…“, „მე სულ სხვა… სამეგობრო მყავს…“ და ა. შ..
ჰოდა მაგ „..სულ სხვა…“-ზე სულ “სხვანაირად” @@@…!

 

ერთი გამარკვიეთ (ბავშვობიდან ვერ გამიგია-რა): რას უნდა ნიშნავდეს, როცა ზეზეულად, ახალგაზრდა, ნორჩ და სანდომიან გოგონას ტერფები ისე აქვს შიგნით შებრუნებული, რომ ფეხის წვერები რამის ერთმანეთს ეხება, ქუსლები კიდევ აქეთ-იქით გარბიან ვალუტის კურსივით?

 

საქართველოში არ არის ადამიანების კრიტიკული მასა, ვისაც რეალური განვითარება სურს.

 

…ჩვენ, ამ დროის ადამიანებმა, აწმყო დავკარგეთ…

 

გიჟი ის არის, ვისაც ჰგონია, რომ ფსიქოლოგიური ან ფსიქიური პრობლემები არ აქვს.

 

ადრე შენიშნეს და, მგონი, მართლაც ასეა – ვერ ვიტან, როცა ქართული მიწა მზით არაა გამთბარი.

 

ხანდახან სიცოცხლე მაშინ იწყება, როცა გგგონია, რომ ცოტაც და მოკვდები.

 

რა დონეზე უნდა დაკნინდეს ქართველი კაცის ზნე და გონება, რომ ხელფასის მოპოვებისათვის ან შენარჩუნებისათვის მეორე ქართველს ძმას/დას კი არა და – “ნაცს”, “ქოცს”, “დემოკრატს”, “ბურჭულაძისას”, “ლეიბორისტს” და რას აღარ ეძახის?
ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ხელფასიანი სამსახურები, როგორც მოდის, იმავე გზით სადღაც ქრება, პარტიებიც – ესევე გაცამტვერდებიან ხოლმე, გავლენებიც 😦 ; მით უმეტეს ესეთ ციცქნა, დამოკიდებულ სახელმწიფოში… მით უმეტეს ესეთ გიჟურ დროს.
სანამ ვინმეს “იარლიყს” მიაკერავთ და ზედ ექსკლუზიურ ზიზღს მიაყოლებთ, არ დაგავიწყდეთ:
“…ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს…” (მათეს სახარება, 12:36).

 

ამ ეპოქაში ჩემი თავი ხან 100 წლის მგონია…

 

რა მოხდა სულ ახლახანს ეხლა, ერთი ამბავი უნდა გითხრათ. ერთი ჩემი ახლობელი გოგო, კახეთის ერთ-ერთი სოფლიდან (ნუ სიტყვაზე “ზემო საყაენო”), წავიდა საზღვარგარეთ. ნუ იტალიაში სამუშაოდ-რა. ჰოდა, გადაფრინდა, ჯერ ერთ ქვეყანაში, მერე ბოლოს რომში ჩაფრინდა და ელოდება კიდევ ერთ ქალაქში გაფრენას. და, მოკლედ, მწერს გამალებული, გაგულისებული, გამწარებული, „ვტირრიიიი, სოსო, აღარ შემიძლია, ეს სად ვარ, ცუდად ვარ და ა. შ…“
ვეუბნები:
– აბა, მიიხედ-მოიხედე, გაისეირნე-გამოისეირნე, ნახა რა ლამაზი გოგო-ბიჭები, ადამიანები დადიან აეროპორტში…
ჰოდა მპასუხობს: „არა, რას ამბობ, ერთი განახა, რასა გვანან“-ო…
რას ბრძანებ-თქო?
“არა მართლა, გეუბნები, ძნ მახინჯები არიან”-ო.
სხვა ვერაფერი, მოვიფიქრე და მე ვუთხარ:
– ეს სოფლელები არსად არ ხართ გასაგზავნები, “ზემო საყაენოდან” ჩახვედი რომში და ახლა რომს იწუნებ-ხო და მის მოქალაქეებს-მეთქი, არა?
ნუ მოკლედ, კარგად ვიცინეთ…
თუ გაგეცინათ, იმედია, არ გამიწყრებით. თან რომში რომ ჩახვალთ არ დაიწყოთ იქ თქვენცა – „რასაიგვანან ერთი“…
გოგო, შენ კიდევ ცოტა მოფერიანდი.
იქნება ისე იყოს, მერე ძალით ვეღარ მოგვყავდე აქეთ, უკან!

 

ჩემთვის პოლიტიკა ჩემი საქმეა, რასაც ახლა ვაკეთებ. და ვფიქრობ, აქედან უფრო უკეთესად ვზემოქმედებ ჩემს ხალხზე, შესაძლებლობების ფარგლებში და პოზიტიურად. როცა ეს შესაძლებლობები თუ რესურსები გაიზრდება – არც პოლიტიკაა ურიგო. ამჟამად კი, არ გამოვრიცხავ, რომ პირველსავე ნაბიჯზე – მორალურად, ან თუნდაც ფიზიკურად, უბრალოდ გამანადგურონ.

 

„როგორც აქამდეც ვვარაუდობდი და არაერთხელ ვამბობდი, „ბიუჯეტისტებმა“ (საჯარო სექტორის ხალხმა) გადაძალეს არჩევნების ბედი. მათ იმდენი ქნეს, რომ პარლამენტში კვლავაც ერთი პარტიის დომინირება უზრუნველყვეს. რა სხვაობაა ამასა და მონარქიულ მმართველობას შორის? არც არაფერი და არანაირი, თუ არ ჩავთვლით სისტემას, ფასადურ, კვაზი-დემოკრატიულ დაწესებებულებს, რომლებიც დამცავი კორდონივით აეფარნენ განუსაზღვრელი ძალაუფლების მქონე პირს (აღარ ჩამოვთვლი ამ ორგანოებს, თქვენ მოიფიქრეთ რომლებსაც ვგულისხმობ). აეფარნენ, რომ ბოლო-ბოლო არ გაშიშვლდეს ხელისუფლების ფარული, მახინჯი ბუნება.
ამჟამად, ისმის კითხვა, რა არის ყველაზე მწარე, ამაზრზენი რამე, რამაც უნდა აღაშფოთოს იდეაში განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანი? ან რაღა განსხვავებულად, რამ უნდა აღაშფოთოს უბრალოდ პატრიოტი, უბრალოდ მოქალაქე, ვისაც არ უნდა, რომ მისი შვილები შემდგომი 25 წელიც სიყალბეში, სიცრუეში და პერსპექტივის არარსებობაში ცხოვრობდნენ? ეხლა გეტყვი.
1. საჯარო სექტორი და მისი მმართველობა საჭიროებს რევოლუციურ ცვლილებებს. ეს არაა ლიტონი, ჰაი-ჰუი სიტყვები.
ეს სექტორი, ფინანსურად, იდეოლოგიურად, იდეურად, მენტალობით და სხვა, გადაქცეულია ქვეყნის წინსვლის მთავარ მუხრუჭად, ძირითად დამაბრკოლებლად. ძაან ძნელია, ვიცი ამის მოსმენა და გადახარშვა. წარმოდგენა, დანახვა ურთულესია. მარა, ჰაერივით აუცილებელია, თორემ უახლოეს 5-10 წელიწადში ამ სექტორს ჩაანაცვლებს კრიმინალიტეტი ან/და თეოკრატია, პლუტოკრატია და საერთოდ ყველანაირი კრატია, რომელსაც ეყოფა გამბედაობა დაუპირისპირდეს „ბიუჯეტისტებს“. ნუ როგორც შევარდნაძის დროს იყო. ესეთი რაღაც კი, ჯაჭვური რეაქციით, ავტომატურად დაგვაკარგვინებს წამყვან პოზიციებს სამხრეთ კავკასიის რეგიონში და, გასაგებია, რომ მერე ეგრევე – მსოფლიოში.
2. საყოველთაო საარჩევნო უფლება (!). რამდენიც არ უნდა იხტუნაოს ცესკო-მ და ე. წ. ექსპერტებმა, საყოველთაო საარჩევნო უფლება არ/აღარ არის რეალური დემოკრატიის მაჩვენებელი. მეტიც, იგი ხდება ჩვენი სახელმწიფოებრივი წარმატების კიდევ ერთი საშინელი მუხრუჭი. ბევრს გვსმენია, რომ ერთი საარჩევნო ხმის ფასი 20-100 ლარის ფარგლებში მერყეობს (სხვათა შორის, ზოგ პარტიას მეტის შეთავაზებაც შეუძლია და რა მნიშვნელობა აქვს, ამ თანხას „ქეშად“ ჩააბარებენ, თუ სამსახურის წართმევით დაემუქრებიან). მაშასადამე, ვისაუბროთ, იმ ფასზე, რაც ღირს ესა თუ ის ამომრჩეველი და საარჩევნო ბაზარზე (საარჩევნო დანახარჯები გავყოთ მიღებული ხმების რაოდენობაზე, თუნდაც). მაშასადამე, „იდეას“ ასე-ამგვარად გადასანსლავს ხოლმე “მატერია”.
3. და მესამე ისაა, რომ ჩვენი ხალხის რაღაც ნაწილი მაინც ავადმყოფურად ბოდავს რუსეთზე (მგონი, რაღაც ნაწილი კი არა და, 50 %-ზე მეტი). ხომ გსმენია – იქ გაჰყვებიან-გამოჰყვებიან ხოლმე – მეზობელიო, ბირთვული ზე-სახელმწიფო, გადაგვარჩინა ფიზიკურადო, როცა ნახევარი მილიონი ვიყავითო, ერთმორწმუნეაო, თურქეთი და ირანი რომ დაგესხას მარტო ეგ დაგვიცავსო, ჩვენ ღვინოს ერთ დღეში გაიტანენ და ავშენდებითო. ამ ფაქტორებს და მათ აღწერილობას რა უშავს, გარკვეული სიმართლე და რეალიზების ალბათობაც არის ამაში.
უბრალოდ, ცუდი ისაა, რომ ეს არა-პატრიოტული მიდგომაა და არა-ეფექტური, არა-სრულფასოვანი მოქალაქის მოსაზრებებია; ამჟამად (!), თანაც ამდენი სისხლისღვრის და მსხვერპლის შემდეგ.
კიდევ იმასაც გეტყვი, რო ეს პოზიციიდან პოზიციაზე ხტომა ანგრევს, აცამტვერებს კაცის ზნესაც და ქვეყანასაც. თუკი, შე დალოცვილო, 8 წლის წინ 72 %-ით ნატო გინდოდა და ევროატლანტიკურ ღირებულებებს მისტიროდი, ებრძოდი რუსეთს აფხაზეთში, სამაჩაბლოში და 8 აგვისტოს – ეხლა ერთადერთ ხსნად რუსეთი რატომ და როგორ უნდა წარმოგედგინოს?
რააა? არ ვიცით განა, რომ რუსეთთან კავშირი ვერ იარსებებს? უბრალოდ ვიქნებით, დაქვემდებარებული სახელმწიფო.
ეს ხომ აღარც იმ სკკპ ცკ-ის დროა, როცა იქ ჩვენი ლობი იყო მოკალათებული, კარგად ფესვგადგმული, ამავდროულად ქართული საზოგადოებაც უფრო მეტად განვითარებულია (ანუ რუსული აღარ იცის)… და დამოუკიდებლად უნდა რაღაცის გაკეთება, უბრალოდ თავისით, რუსული „პადაჩების“ გარეშე.
ეს ამდენი რამე იმიტომ ვთქვი, რომ ბოლოს და ბოლოს უბრალო ხალხმა (პოლიტიკოსებს არ ვგულისხმობ, რადგან ბევრი მათგანი ისედაც მშვენივრადაა ჩამოყალიბებული, საიდან რა ქარი უბერავს)… ჩაიხედოს თავის გულში, თავისთვის, მარტომ, და წარმოთქვას თავის ამბავში: „მე რუსეთთან მინდა!“. მერე მოუსმინოს თავის გულის პასუხს. იქნება და ზარზეიმით იფეთქოს მისმა გულმა, და მართლაც ეგ ყოფილა ჩვენი პანაცეა…
და ბოლოს, რაც შეეხება ამ არჩევნების ბედს, დაველოდოთ ხალხის, პარტიების რეაქციებს. ვის მოუწევს მარცხთან დაჯერება – ახლა უკვე დამოკიდებულია გლობალურ მოთამაშეებზე.
ადრეც ეგრე იყო და ეხლაც ეგრე იქნება… რა ვქნათ…” ბაგრატ ფარეშთუხუცესი
(ექსპერტი სოციალურ-პოლიტიკურ, ჩახლართულ-ჩათლახურ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებში); გადაცემა “ყველაზე დემოკრატიული”

 

ხალხი ყოვლად პირობითი ცნებაა, მისი სიმპათიები – მით უმეტეს. მაგალითად, ხვალ მილიარდერი რომ გავხდე, ბოლო ამპლუაში უფრო შევუყვარდები და აღმიტაცებენ. მთელი ცხოვრება სცენაა და თამაში, პოლიტიკა მით უმეტეს. ჯანსაღი პიროვნება საკუთარი მისიისათვის ცხოვრობს, და არა ვინმეს საამებლად, სამღერლად ან უბრალოდ ლექსების საწერად. თქვენს ადგილას თავს ავარიდებდი ამგვარ შაბლონურ რჩევებს.

 

რა კარგია ეს unfollow რომ არსებობს!

 

“დედობა ფაქტია, მამობა კი – მოსაზრება.” (ფ. ნიცშე)

 

1. სტუდიური ნამუშევრების მინუს-ფონოგრამებს ამ ეტაპზე არ ვავრცელებ.
2. ქეიფებზე, უცნობ ხალხთან ასე სახელდახელოდ სიარული (“მწვადი შევწვათ…”) პრინციპულად არასწორად მიმაჩნია. ურთიერთობა ადამიანთან ფხიზლად მირჩევია (სანამ ნიღბიანია და დაძაბული), პური ჩვენი არსობისა კი, მადლობა ღმერთს, მყოფნის.
3. კონცერტებზე (თუნდაც საქველმოქმედოებზე) ჯერჯერობით არ გამოვდივარ.
4. ამ გაჭირვებულ და უღიმღამო ვითარებაში ისედაც ვცდილობ ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო (!).
ამიტომ, ამ ყველაფრის ნაცვლად იქნება ერთხელ კითხვა შეაბრუნოთ, და იკითხოთ:
“რით შეგვიძლია მხარში დაგიდგეთ ან დახმარება აღმოგიჩინოთ?”

Advertisements

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

კომენტარები ჯერ არ არის.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 4,555 other followers

  • 143,695 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

“გილოცავ, გილოცავ”

“ტანგო პირველი სიყვარული”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: