პოეზია...

“სატელეფონო საუბარი”


14591735_10154621111375477_4168379192605396033_n“- … მე ვარ…
– სად ხარ? სად იყავი? გული ლოდინით რამის გამიყავი!
– არ ვიცი… რაღაც იყო… საფიქრალი თუ საქმე… მაგრამ ფიქრით სულ შენთან ვიყავი…
– მომენატრე… არა… გატყუებ… ძალიან მომენატრე…
– მეც… სულის ძახილით ყელი რამის დავიღადრე…
– რა კარგია… რომ მყავხარ… ვსუნთქავ და ღმერთს ვპოულობ…
– კი, ძვირფასო… სივრცის სიშორეც კი ხმას ვერ მცემს, ვერ ჭირვეულობს…
– როდის მოხვალ, რომ აზრი სიცოცხლისა კვლავ დამიბრუნო?
– ნუ მკითხავ, როგორ მინდა ჩარხი ცხოვრებისა შემოვაბრუნო…
– სულ ვფიქრობ – შენზე – რომ მოვა, ნეტა საოცრად ძლიერად ჩამეხუტოს…
– ისე რომ სული ჩაგეხუთოს?
– და კიდევ… ხომ მეტყვი ყველაზე ლამაზ სიტყვებს, შენ რომ იცოდი?!
– კი, ყველაზე ლამაზს, რაც ოდესმე თქმულა, სიტყვებს გადამწვარს ჩემი ცოდვით!…
– ნეტავ იცოდე, როგორ მიყვარხარ…
– ნეტავ იცოდე, რამდენი გზა დავლაშქრე… შენამდე… მწამხარ…
– … სად არის ბოლო? სადამდე მივალთ ჩვენ ამ გრძნობებში?
– ჩვენ მხოლოდ დასაწყისი გვეძლევა… მე უბრალოდ მახარებს, რომ გავბედე…
– მიყვარხარ, მიყვარხარ, რომ გაბედე….
– რამდენი…
– რა?
– წინააღმდეგობა… რამდენი სიტყვა… ადამიანი…
– და მხოლოდ შენ… როგორც ფოლადი გამოწრთობილი… ნუთუ ეს სიყვარულია?
– არ ვიცი… არ შემიძლია უშენოდ… ვჭკნები და ვიცლები… უშენოდ სიმღერა სიცოცხლის დიდი ხნის დაკრულია.
– ეს სიყვარულია?!
– …

ციკლიდან “ლექსები სიყვარულზე” (2016)

Advertisements

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

კომენტარები ჯერ არ არის.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 4,838 other followers

  • 154,265 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

“გილოცავ, გილოცავ”

“ტანგო პირველი სიყვარული”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: