პოეზია...

მე შენ გიპოვნე (ზღაპარი სიყვარულზე)


42623-bigthumbnail…ათასი წლის ხეტიალის შემდეგ მივედი სამეფოში, სადაც ზღვა ხალხი იდგა სასახლესთან. და კინაღამ ამ ხალხშიც დავიკარგე – ყველა რაღაცას გაჰყვიროდა და იძახდა, “დედოფალი რჩეულს ირჩევს”-ო.
და როცა შემოვბრუნდი – ალბათ, რაღაც შემეშალა – და ვთქვი ჩემთვის, რომ “შემეშალა, ნამდვილად რაღაც შემეშალა, მე აქ არაფერი მესაქმება” -რაწამს კარიბჭს მივუახლოვდი, აქ ნაზმა ხმამ შემაჩერა.
– ნუთუ ეს შენ ხარ?.. ნუთუ ეს შენ ვარ?..
მე გიყურებ შენ! ნუთუ ეს შენ ხარ?..
რამის დავკარგე რწმენა, რომ ვეღარ გნახავდი, ვეღარ…
და ვეუბნებოდი მაშინ…
– მე მახსოვს ის დრო, ანგელოზი იყავ ფეხშიშველი, მაჩუქე ვარდისფერი სათვალე… და მერე ყოველთვის ვგრძნობდი, რომ სადღაც აქ ხარ… აქვე… რომ თავიდან გაგიცნობ და ციდან დავეშვებით თავქვე…
მე ვეძებდი მუზას და ვაწყდებოდი შეცდომებს,
ვინაც პატრონებს უკითხავად გამოეპარნენ,
ვეძებდი ბავშვობებს,
რომლებსაც
…ბავშვები
გაეყარნენ,
ვეძებდი წინაპრებს,
უიმედოდ თაიგულებთან ჩამომოსხდრებს.

მე ვტიროდი დედებს, შვილები რომ დაკარგეს,
და ვგოდებდი შვილებს,
ობლობის ნაღველით რომ ვერ გაიდარეს,
…და სიყვარულებთან მიმდგარი წამით წამებზე,
ციდან ვეშვებოდი შენს წამწამებზე.

მე დავდიოდი შეუძლებლის წვერზე და ვმარცხდებოდი,
განადგურებულს თავს უფლებას ვაძლევდი აღვდგომოდი,
და… ვგრძნობდი,
რომ შენ
აქვე ხარ სადღაც,
და მელი,
ხშირად ვკითხავდი ჩემს თავს:
„ნუთუ მე შევძელი?!“

…სიცოცხლეებს ვიცვლიდი შავი ხვრელებით,
მუხლებით ვეკროდი მიწას – მინდოდა მეგრძნო,
ჩემს სახეზე როგორ ხატავდნენ
სამოთხეს შენი თბილი ხელები…

…სისხლით ვხატავდი ზეცას,
…იმედით ვანთებდი მომავალს,
ვუსმენდი მზის წნულში გეგმებს წარმავალს,
მარმარილოდან ვუშვებდი ანგელოზს უხილავს,
და ხშირად ვკითხავდი ჩემს თავს:
„ნუ თუ შენ ეს შეძელი?!“

სიკეთეს ვადარებდი სილამაზეს და ბოლოს…
და ბოლოს
მაინც უდაოდ შევძელი,
მეცხოვრა ჩემი დღეები
შენი თანავარსკვლავედის ველით…

2005 წელი

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,375 other followers

  • 116,943 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: