"ლიდერის დღიური", ცეცხლი ნავთზე

თვის აზრები


endless_thoughts_by_theunknownbeing-d5bw9maჩვენ ვუყურებთ ცხოვრებას და გვაკვირვებს, რომ კაცობრიობა, სხვა სიტყვებით ადამიანების ერთობა, არის ცხოველების, ცოცხალი ორგანიზმების, ცოცხალი სამყაროს პირდაპირი ფსიქიური პროექცია. ეს იმას ნიშნავს, რომ ზოგი ადამიანი ძაღლივით ერთგულია, ზოგი ქამელეონივით – უფერული, ზოგი – მორიელივით გესლიანი, ზოგი – მელასავით ცბიერი, ზოგი მტრედივით ქათქათა სულისაა, ზოგი ლევიათანივით დამანგრეველია, ზოგი ბაღლინჯოსავით საზიზღარი, ზოგიც – სკუნსივით მყრალი, და ზოგიც – ერთუჯრედიანი ამების ცნობიერებისა. უფრო მეტიც, ჩვენდა უნებურად, ვცხოვრობთ რა ამ არსებების არქეტიპების გავლენით, კანონებიც და წესი ცხოვრებისა ხშირად ამ არსებებისა გვექმნება: ზომბი-ჭიანჭველური, მტაცებლური, პოლიგამიური, ნადირ-ხვლიკური, დომინირების, თვითგადარჩენისა და ა.შ. და რადგან “მილიონი მწვანეც” კი სწორედ ამ ეპოქაში თავის აზრ-დანიშნულებას კოლოსალური სისწრაფით კარგავს, განსაკუთრებული მნიშვნელობის ხდება სულიერი წიაღსვლა და სულიერებაში ზრდა-განმტკიცება. შესაბამისად ჯეროვანიცაა ვიკითხოთ:
რამდენია და სად არის ჩვენში ღვთიური, რამდენია ადამიანური და რამდენია ჩვენს გარშემო არსებული ნადირ-ბუნებისა?

კახეთში პოპულარულია ფრაზაა – “ღორივით იწევს”.
ჰოდა, ცოტა უცნაური განზოგადება-გადასვლაა, მარა ბევრი აი ზუსტად ასე იწევს პოლიტიკაში, მოტივს კი სახალხოდ დიდებულ სახელს უწოდებს – “სამშობლოითვინა” (“თორემ ჩემთვინ “ჯვარია”!).

უცნაური დრო დაგვიდგა…
ადრე ხალხი ამტკიცებდა: მხოლოდ „ედიკა“ გვიშველის, აი მიშა თუ გვიშველის, ბიძოს ფულები ნამდვილად გვიშველის…
დღეს, მგონი, ყველგნით მესმის – სასწაული თუ გვიშველის.
ვიმედოვნებ, ამ სასწაულს კვლავაც ადამიანის სახელი არ დაერქმევა…
უცნაური დროა…

…უზნეობა ისევე, როგორც სიყვარული, უბრალოდ მიჯნის, საზღვრის გადალახვაა; კაპიტულაციაა გარე წნეხის მიმართ.
მგონი, დიდი ხანია რუქები აგვერ-დაგვერია ან სხვებმა შემოგვაპარეს თავიანთი…

სულ ახლახანს რამდენიმე, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ადამიანთან მომიწია ურთიერთობა, რომლებიც კომპიუტერზე საპასუხისმგებლო სამუშაოებს ასრულებენ ხოლმე. შევამჩნიე (და თვითონაც აღნიშნეს), რომ უმრავლესობას მარცხენა თითები ისე ჰქონდა გავარჯიშებული, რათა კლავიატურაზე წამდაუწუმ Ctr+S კომბინაცია აეკრიფათ (დოკუმენტის დამახსოვრების ბრძანება). ვისაც უმუშავია სერიოზულ პროექტზე ან დაკვეთაზე, კარგად ახსოვს დრო, და დღევანდელი დროც დიდად არაა გამონაკლისი (მიუხედავად ასეთი დახვეწილი (ან “დახვეწილი”) ენერგოსისტემის), რომ შუქი მოულოდნელად, და უპასუხისმგებლოდ (ამ სიტყვის ყველანაირი მნიშვნელობით) ითიშება და მთელი ნამუშევარი ერთობ „წყალში იყრება“.
არალირიული გადახვევა.
საქმე ავტომატიზებულ უნდობლობასთან გვაქვს.
საქართველოში ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაფერი გააკეთეს, რათა ნდობა “გაეჩეხათ”, გაენადგურებინათ, წითელ წიგნში შესატანი გაეხადათ და ფიგურალურად “Ctr+S” კომბინაცია” აზროვნების მასობრივი წესი გამხდარიყო.
„ნდობა“ – ჟანგბადია, სიმდიდრე, რეზერვი, ბაზისი, სიმრთელე, სიჯანსაღე, სიკეთე; ამიტომ რარიგ გულსატკენიც არ უნდა იყოს წარსულის იმედგაცრუებები – ნდობის გარეშე მაინც ვერ ვიარსებებთ. აირჩიეთ საღი აზროვნება!

იცვლება თუ არა ადამიანი თავისი ცხოვრების განმავლობაში?
(ცალსახა პასუხი – თუკი საერთოდ შესაძლებელია ამ კითხვას „ცალსახა“ პასუხი გაეცეს – პიროვნების ყოფას გარკვეულ, მეტად მკაფიო მიმართულებას ანიჭებს ხოლმე).
რა თქმა უნდა, საუბარი იმაზე არაა, იცვლება თუ არა პიროვნება უარყოფითისაკენ; ანუ კარგავს იმედს, ბრძოლისუნარიანობას, იძულებს ადამიანებს და გარემოს, ანადგურებს სიკეთის ნასახს ყველგან, სადაც კი ფეხს დგამს და ა. შ. (დამეთანხმებით, რომ ეს მაინდამაინც განსაკუთრებულ გმირობას არ გულისხმობს!).
საუბარი არც იმაზეა, შეიცვალა თუ არა ადამიანი, როგორც პლანეტარული მასშტაბის მოვლენა, თავისი ისტორიული განვითარების გზაზე (თუმცა აქედანაც ბევრი რამის აღება, შესწავლა, და დასკვნის გამოტანა შეიძლება).
ჩვენ ვკითხულობთ, იცვლება თუ არა ადამიანი უკეთესობისაკენ (!!!) მის მიერ ნაცხოვრებ დროში? იხვეწება თუ არა მისი სული, პიროვნება, ხასიათის თვისებები, ზნე, უნარები, აზრები უკეთესისაკან?
იცვლება თუ არა ადამიანი თუ როგორიც მოდის, ისეთივე მიდის, და მისი სიცოცხლეც ზეციური ანგელოზის თაროზე შემოდებული წარუმატებელი ფილმია?

“როგორ ბევრია ადამის შვილი, როგორ ცოტაა ადამიანი” (გალაკტიონი)

P.S. სასწრაფო პასუხი: ვინ გაიფიქრეთ რომ “იმ ცოტა ადამიანში” პირადად თქვენ გადიხართ?

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

One thought on “თვის აზრები

  1. ვცდილობ ვიყო ადამიანი, სასწრაფოდ რაც გავიფიქრე არის რომ ვარ ადამის შვილი

    Posted by Mariam (Maia) | July 3, 2016, 8:58 pm

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,375 other followers

  • 116,943 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: