"ლიდერის დღიური"

ფიქრები, აზრები, სიზმრები


FaceinClouds1მთელი ცხოვრება მოველით – განსკუთრებულ კაცებს, განსაკუთრებულ ქალებს – და განსაკუთრებული მოლოდინი განსაკუთრებულ უღიმღამობად აქცევს ამ დღეებს…

*                                    *                                    *

– ნუთუ ყველაფერი გკიდიათ?
– მკიდია.
– ეხლა რომ უცებ ბრეჟნევი მოკვდეს?
– მკიდია.
– და უცებ რომ არაყი გაძვირდეს?
– მკიდია.
– ეხლა რომ ავდგე და თქვენს გოგონას… აქვე.. ვ..არო?
– თავს მოგაჭრი.
– და თქვენი პრინციპები?
– პრინციპები მკიდია.

“იგავი დაკიდებაზე” (გასული საუკუნის 80-ებიდან)

*                                    *                                    *

“შენ ჩემთვის ყველა არ ხარ – შენ ჩემი ყველა ხარ!!!”

*                                    *                                    *

საქართველოში “ფულოფილია” (ფულთან, უფრო დოლარებთან, სექსი და ფულისადმი სექს-ლტოლვა), “ცერებროფილია” (თავის ტვინის მიმართ სექს-ლტოლვა, ზოგადი ტვინის..ვნა და სხვა), “რუსეთოფილია” და მსგავსი მახინჯობები, რომ მოდებულია – ეგ უკვე არ მიკვირს.
მარა “დენდროფილია” (ხეებზე “გაწევა”) ხელისუფლებაში თუ შეაღწევდა – ეგ როგორ, რანაირად, საიდან?!

*                                    *                                    *

ისეთი დრო მოვიდა, უაზრობა ყველაზე აზრიანი რამეა. © სმ

*                                    *                                    *

ამის მერე, რომელი ცნობადი “სახე”-ც განაცხადებს, რომ მდიდარი სექსუალური ცხოვრება\მეგობარი\ფალოიმიტატორი და ა.შ. აქვს, ეგრევე მოვთხოვოთ ვიდეომასალა. თან თავს დაიზღვევს კომპრომეტაციისაგან, ორიენტაციასაც დავადგენთ, თან ტვინს აღარ წაიღებენ ულტრა-ახალი მოდური ტენდენციით – ყვირილ-ჭყივილით, რომ თურმე “სექსი ჰქონიათ”. პლიუს, რაც მთავარია, მასალა დასავლეთში კაი ფასად გაიყიდება და, რაც მაგათმა ქვეყანას მოჰპარეს, ბიუჯეტს ეგრევე აუნაზღაურდება. ხაზინაც შეივსება, მაგათაც შეერგებათ “სექსი”.

*                                    *                                    *

ამის მერე, რომელი ცნობადი “სახე”-ც განაცხადებს, რომ მდიდარი სექსუალური ცხოვრება\მეგობარი\ფალოიმიტატორი და ა.შ. აქვს, ეგრევე მოვთხოვოთ ვიდეომასალა. თან თავს დაიზღვევს კომპრომეტაციისაგან, ორიენტაციასაც დავადგენთ, თან ტვინს აღარ წაიღებენ ულტრა-ახალი მოდური ტენდენციით – ყვირილ-ჭყივილით, რომ თურმე “სექსი ჰქონიათ”. პლიუს, რაც მთავარია, მასალა დასავლეთში კაი ფასად გაიყიდება და, რაც მაგათმა ქვეყანას მოჰპარეს, ბიუჯეტს ეგრევე აუნაზღაურდება. ხაზინაც შეივსება, მაგათაც შეერგებათ “სექსი”.

წუთისოფელი დიდი ხანია ასცდა სიმართლეს…
დასეტყვა ადამიანები ცრუ-იდეებით…
და ახლა სიმრავლე კაცთა იმით არსებობს, რომ დარჩენილ სიმრავლეს სიმართლის მცირე წილით შეზავებულ სიცრუით ათრობს, რის გასამრჯელოც მცირე ხნით გახანგრძლივებული არსებობაა. © სმ

დილას ყოვლად უცნაური სიზმარი მესიზმრა… რაღაც შეკრება იყო, კავკასიური ერების და ეთნოსების კულტურების და ა. შ. საზეიმო შეხვედრა, თუ რაღაც მსგავსი კომუნისტურ-იმპერიული „მოფერება-ჩახუტება“. უცებ თვალსა და ხელს შუა ამ საზეიმო ღონისძიების დასასრულს თქვეს, რომ საქართველოში კვლავ რუსეთი შემოვიდა და ქვეყანა მის გავლენაშია.
ცოტა არ იყოს გამიტყდა (ერთ კონცერტში ეგრე როგორ მოხდა, როგორ შემოგვაპარეს-თქო). გავიხედე მარცხნივ და რას ვხედავ, მისი აღმატებულება, პრეზიდენტი შევარდნაძე ზის.
უყურებ და საკმაოდ ახალგაზრდულად გამოიყურება სახეზეც, მზერაც კი. უბრალოდ ცოტა არ იყოს უცნაურადაა ჩაცმული – მოკლესახელოიანი მაისური აცვია (აი, თითქმის 29 აგვისტოს ტერაქტში რომ ზის – ისე) და… თითებზე ვუყურებ – წითელი მანიკურები უსვია.
მე რაღაც მკითხა – „თქვენ, სოსო, რას ფიქრობთ…“ (გაგრძელება არ მახსოვს).
გამიკვირდა ჩემი ვინაობა საიდან იცის-მეთქი.
მერე ვიღაც პიროვნების დაიწყო დაცინვა; უყვარდა მანიკურის წასმაო, ეხლა მეც კი ვიკეთებ მანიკურსო, მარა…
მოკლედ, საზარელ განწყობილებაზე გამეღვიძა…
კოლექტიური არაცნობიერით ვგრძნობ – საქართველო დიდი და მცირე ვაჭრობის საგანია!😦

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,375 other followers

  • 116,943 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: