პოეზია...

ლექსი “მგლური და ადამიანური”


12670041_10153935392055477_3773413321961081372_nუდაბურ ტყეში მწვერვალთან
მგლების ოჯახი ბინადრობს,
იმგვარი ცოდნა-სიბრძნე აქვთ,
კაცმა როგორ არ ინატროს?!

მგლობის დარაჯნი არიან,
ფეხმარდნი გადარჩენითა,
შესტრფიან ღამეს მთვარიანს,
და იმ წუთს, რაც დარჩენიათ.

ღამით ჩადიან სოფლადა,
საც კედლები და გზებია,
საც სული ტირის ობლადა –
სიცოცხლე მობეზრებია.

ხანდროს მდევარიც აჰყვებათ,
სროლით – სიკვდილის შარბათით,
თვალწინ სიცოცხლეც ჩაირბენს,
თავის გაწირვის ადათი.

პირს დასწვავს სისხლი დევნისა,
არ დანებდება – მგელია,
ტკივილი, ღმერთი ქვეყნისა,
მოდის, როცა არ ელიან.

12651241_10153935392860477_4768822704167448648_nხან ლეკვებს წრეზე მოისხამს…
ხვადი… და ამცნობს სიბრძნესა,
„ვით ეს ხე ფოთოლს ვერ მოისხამს…
გესვრიან… თუკი გიცნესა!“.

რა არის ადამიანი? –
ჩვენთვის უბრალოდ მტერია,
ბევრისთვის სანდომიანის –
ჩვენ ცნობა არ გვიწერია.

მას სიყვარულით იცნობენ,
მისი გზა თაიგულია,
ხან – სევდის ყვავილობაა,
ხანაც – ვარდებში რულია.

ხან ფეხით წყალზეც გადიან,
ხან ნავს აწყობენ უძიროს,
ხან მაქციებიც არიან,
სიტყვა მოუდით უპირო.

თვითონ იგებენ გალიებს,
შიგ ტყვეებივით დაძრწიან,
ჩვენ გვეძახიან ნადირებს,
თავად ზე-მხეცნი არიან.

ტრფობაში ჩვენ გვედრებიან,
ხარობენ განახლებასა,
მთოვარეს ევედრებიან,
გრძნობების გაცოცხლებასა.

12670151_10153935392780477_9176741197122879706_nთოვლით მყინვარზეც ავსულვარ,
ერთხელ დიდ-წყალსაც დავეხსენ,
კაცთ მივდგომივარ ავსულად,
თუმც ბევრი რამე ვერ ავხსენ.

ყაჩაღად ვიყავ გამხდარი,
მსმენია – სული ყვიროდა,
კაცი დარდით გონ-წამხდარი,
მომაკვდავ ცხენსა სტიროდა.

ჩვენს შორის აღარც დარია,
მხოლოდ ზრახვაა ზიანის,
განგებამ ავად არია,
მგლისა და ადამიანის.

უწინ ჩვენც კაცნი ვიყავით,
მგლებივით ჩვენცა ვყმუოდით,
და განთიადის სხივებში
ძუ-მგელთ ფერებით ვათრობდით.

და ახლა ყველა დავეძებთ,
მზეს, სულს, დაკარგულ ბუნებას,
რა ძნელი ყოფილა გაუძლო –
გაველურების ცდუნებას.

და კვლავ საფრთხესთან ვმეგობრობთ,
გმირობით გულებს ვიჯერებთ,
მგელს ბოლო ტკბილი ვერა აქვს,
იცოდეთ და დამიჯერეთ!..“

12688360_10153935392885477_6276720552494748916_nზეცას ქედნები სერავენ,
სიტყვას ეძებენ ლეკვები,
ქვეყნად ვერ ახსნის ვერავინ,
ცხოვრებას ასე გარკვევით.

მგელი კვლავ ფიქრში ეფლობა –
ნეტავ რა უფრო ძნელია:
სიცოცხლე კაცისა,
მგლობა,
თუ მისი – ვინც გან-მგებელია?

უდაბურ ტყეში მწვერვალთან
მგლების ოჯახი ბინადრობს,
იმგვარი ცოდნა-სიბრძნე აქვთ,
კაცმა როგორ არ ინატროს?!

Advertisements

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

კომენტარები ჯერ არ არის.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 4,838 other followers

  • 154,265 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

“გილოცავ, გილოცავ”

“ტანგო პირველი სიყვარული”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: