"ლიდერის დღიური"

ქალაქების კულტურული ცხოვრების დაკნინება


12540745_10153896012690477_3769436406751586352_nგუშინ ერთ-ერთ დისკუსიის მონაწილე გავხდი, თელავის სოციალ-კულტურული კრიზისის შესახებ („არასოდეს არაფერი ხდება“, „კინო არ არის“, „კლუბი არ არის“, „ჩაკეტილი, სეპარატული ივენთები/სუფრები“, „საჯარო სივრცეების დეფიციტი“, „ქალების დეფიციტი საჯარო სივრცეში“, „დაცემული მენტალობა“ და ა.შ. (ჩათვალეთ, რომ თელავზე, ჩემი დიდი სიყვარულის და გახსნილობის გამო, ვწერ, მარა მსგავსი ზომის და მნიშვნელობის ქართული რეგიონალური და მუნიციპალური ცენტრებიც იგულისხმება; თელავი შეიძლება მრავალი პოზიტიური ნიშნულის მიხედვით სხვებს უსწრებდეს კიდეც).
პირველყოვლისა, რა თქმა უნდა, დისკუსიის დროს საუბარი კრიზისზე პასუხისმგებელ მხარეებზე ჩამოვარდა. რაც ქართული/კახური სოციალური ორგანიზმის გარკვეულ დონეებს უფრო ახლოდან გავეცანი, ცოტა არ იყოს დავცილდი აზრს, რომ „ეს ყველაფერი ხალხის ბრალია“, „ქართველი ხალხია არაორგანიზებული“, „ხალხი პასუხს ვერ/არ სთხოვს ხელისუფლებას“, „ხალხმა ნაგავი არ უნდა დაყაროს ქუჩაში, ელემენტარული კულტურა არ აქვს“, „სანამ განათლება არ იქნება…“ რა თქმა უნდა, ჩვენი სოციუმი ინფანტილური ქცევითი მოდელებით მოქმედებს, საშინელი ტრავმების გამოძახილი სულ ყურში უდგას, რა თქმა უნდა, უპასუხისმგებლოა, ბანდიტური და პარაზიტული ცნობიერებისა, ათასი ხინჯით და და ა. შ. თუმცა ამ პოსტში ამაზე არაა საუბარი (უფრო დაწვრილებით ეს საკითხები განხილული მაქვს ჩემს აუდიოპოდკასტში „ქართული სოციალური გარემო“).
თელავის (და სხვა მსგავსი ქალაქების) კრიზისზე პასუხისმგებლობის ტვირთი პირველყოვლისა უნდა აიღოს ხელისუფლებებმა – ძველმაც და, რა თქმა უნდა ახლანდელმა. ხშირად არ ვტრიალებ ქალაქში (ანუ შეიძლება “უცხო თვალადაც” ჩამთვალოთ), და ამ ბოლო პერიოდის მეტამორფოზებს რომ ვუყურებ, სულ უფრო და უფრო მრჩება შთაბეჭდილება, რომ ქალაქი თელავი გადაიქცა (!), რომელიღაც სავაჭრო ცენტრის (მაგალითად, „ლილოს ბაზრობის“ ტიპის) მიმდებარე დასახლებად. იმას ვგულისხმობ, რომ ადგილობრივმა ეკონომიკურმა ცხოვრებამ (ისიც რა ეკონომიკურმა (?): „საბითუმოებმა“, „ბაზარმა“, სასურსათო, „სანტექნიკის“ საქონლის და ტელეფონების მაღაზიებმა, სასადილოებმა და რესტორნებმა, ბანკებმა და ა. შ.) მთლიანად თავისკენ გადაქაჩა სოციალურ-კულტურული ცხოვრების სიმძიმე; თანაც ამასთან ერთად ეს ე. წ. “კულტურული ცხოვრება” ეკონომიკური ყოფის ერთ მახინჯ და ფორმალურ, მოჩვენებით დანამატად აქცია. ანუ მოსახლეობა, რომელიც აქ ცხოვრობს, თავად „ემსახურება“, ამუშავებს „ამ“ ბაზრობებს, რესტორნებს, მაღაზიებს, ბანკებს და ა.შ (ხანდახან ამ ხალხისათვის ეწყობა ხოლმე სახელდახელო “ბალაგან-კონცერტები!”). და არა თუ ისე ხდება, რომ ზემოაღნიშნული ბიზნეს-ინფრასტრუქტურა, მატერიალური დოვლათი მოემსახუროს აქ მცხოვრებ ხალხს, შექმნას სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების ყველანაირი პირობა. ვიმეორებ, ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხი ცხოვრობს (ანუ სულდგმულობს) ეკონომიკისათვის და არა პირიქით.
და ბოლოს. თელავი არის საშუალო/ან ქვესაშუალო კლასის დაჯგუფებების, წვრილი მესაკუთრეების ქალაქი. შესაბამისად, გარკვეულ მენტალურ სტანდარტსაც ისინი კარნახობენ; ისინი, ვისაც გარკვეული, ეკონომიკური ან ბიუროკრატიული საქმიანობებით მოპოვებული სტატუსი აქვს. ამ სოციალური დაჯგუფებებში, რა თქმა უნდა, საკმაოდ დიდი სიჭრელეა – ძლიერი ურბანისტული (ქალაქური) მუხტი, ისევე, როგორც დანარჩენ საქართველოში, აქ არაა (აქ სოციალურად და ფინანსურად დომინირებს მაქსიმუმ მეორე თაობა მიმდაბარე და შორეული სოფლებიდან მიგრირებული მოსახლეობისა, რომელიც ჯერ კიდევ ადაპტირებას ახდენს ან საერთოდ ვერ ითვისებს ადგილობრივ ღირებულებებს).
შესაბამისად, ცენტრალური ხელისუფლების ძლიერი, პერმანენტული და შეუპოვარი მცდელობების გარეშე, ვერც თელავსა და ვერც სხვა რომელიმე ქალაქში, სულიერი ცხოვრება ვერ წამოიწევს და ჩემს მიერ ასე სახელდახელოდ აღწერილი მოდელი „ბაზრობის მიმდებარე ქალაქი-დაბა-დასახლება“ მნიშვნელოვანი სოციალ-პოლიტიკური რეფორმების გარეშე ვერ გარადაიქმნება სრულფასოვან ქალაქად.
პირველი კი ისაა, რომ ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და არ ეძახოს ხალხს – “თუ თქვენც არ დაგვეხმარეთ მარტო ჩვენ რა-ღა ვქნათ?”
სწორედ უპირველესად თქვენ, ბატონებო, დაპირებების უხვად გამცემნო უნდა იყოთ და იყოთ! ხარებივით უნდა ეწეოდეთ უღელს. სულ მცირე ეს თქვენი არჩევანია…

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,376 other followers

  • 117,463 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: