"ლიდერის დღიური"

გილოცავთ დამდეგ 2016 წელს


ჩემო კარგებო!

735124_10153851859785477_2633624381845669230_n2015 წელი, რომელსაც ზუსტად ერთი წლის წინ ამდენს ველოდით – რამდენიმე დღეში წარსულს სამარადისოდ ჩაბარდება.
პირადად ჩემთვის ეს იყო მართლაც საოცარი, ნაყოფიერი, ლამაზი, ჩანაფიქრების ასრულების წელიწადი და მადლობა ამისათვის ყველას: მოყვასსა და მტერს, და რა თქმა უნდა, შემოქმედს!

სამწუხაროდ, მრავალი ჩვენი თანამემულისათვის – 2015 წელი აღმოჩნდა უკანასკნელი. ბევრისათვის ეს იყო მატრავმირებელი, მტკივნეული, დანაკარგების, ტკივილის და სულიერი დაცემის წელიწადი. საზოგადოებაში ადგილი ჰქონდა უამრავ იმედგაცრუებას, გულგატეხილობას, წარუმატებლობას.

ამ ტრაგედიების კვალობაზე არაერთმა მოაზროვნე ადამიანმა გააცნობიერა, რომ არა მხოლოდ მომავალი, 2016 წელი, თავად ათწლეული, იქნება რთული და დაძაბული; თავად კაცობრიობა, ობიექტური პროცესით თუ ელიტების მიერ მართული კურსით, მკვეთრი და მტკივნეული ცვლილებების გზით წავიდა.

ჩვენ ყველამ კარგად ვიგრძენით, რომ 2015 წელი მკაფიო გარდატეხის წლად იქცა. ნებსით თუ უნებლიეთ გასულ წელს აქტუალური გახდა მშვიდობის და პოლიტიკური სიმშვიდის “სადღეგრძელო” – ათასობით საგზაო კატასატროფის, მრავალი მკვლელობის და მზარდი სოციალური-პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე.

ამიტომ პასუხისმგებლობა მომავალი გასავლელი დღეების წინაშე მოითხოვს ითქვას, რომ 2016 წელი არ და ვერ იქნება „ჰაი-ჰუი“ წელი; შესაბამისად, ამ წლის წინასაახალწლო მილოცვაც არ უნდა იყოს „ჰაიჰარად“, ჩაყვითლებული მისალოცი ბარათის თარგზე მოჭრილი, ლიტონი სიტყვებით გაჯერებული.

პირველი, რაც მინდა გისურვოთ – არის მებრძოლი, ძლიერი, სხარტი, მიზანდასახული, დისციპლინირებული და ნათელი გონების არსებობა თქვენს ყოფაში; გონების, გონიერების, კეთილგონიერების ქონა, განვითარება, რა თქმა უნდა, რეგულარული გამოყენება.
გისურვებთ ინტუიციამ, სულმა და გონებამ ყოველთვის შედეგიანად და ნაყოფიერად იპოვონ გზა, გამოსავალი და გეზი მომავალ „მაიმუნურ“ წელს (ბუნებრივია, ყოველთვის).
ყოველთვის ატარეთ გუნებაში აზრი, რომ სირთულეს, გარდატეხებს, ცვლილებებს, გარდამავლობას მრავალი შესაძლებლობაც თან ახლავს. ეძიეთ, ჰპოვებდეთ და სარგებლობდეთ ამ შესაძლებლობებით მაქსიმალურად და უხვად!

სიტყვამ მოიტანა, და კიდევ მინდა გისურვოთ, რომ 2016 წელს მაქსიმუმი აგეღოთ თქვენი განვლილი გზიდან – მაქსიმუმი ემოციების, სათქმელის, დასაპყრობის.
გისურვებთ სრულად და ხელგაშლილად გასცეთ გასაცემი, ღრმად გაიაზროთ ყველაფერი გასააზრებელი, ეფექტურად გააკეთოთ ყველაფერი გასაკეთებელი.
გისურვებთ ისარგებლოთ უმცირესი გარემოებებითაც კი, დაუზარებლად დაისახოთ ცხოვრებისეული ამოცანები, მიზნები და ასევე დაუზარელად იაროთ თქვენი ორიენტირებისაკენ!

გისურვებთ იყოთ ამბიციურები, გაბედულები, რადგან თანამედროვე ადამიანს მომავალი ისე სწრაფად მიადგება ხოლმე, რომ წარსულის და აწმყოს გახსენების დრო არც კი რჩება.
გისურვებთ იყოთ თამამნი და თავისუფალნი, ლაღები და ფეხბედნიერნი ყველა ოჯახისა და ადამიანისათვის, ვისთანაც მოგიწევთ ურთიერთობა.

გილოცავთ, ჩემო მეგობრებო, 2016 წელს და გისურვებთ სულ უფრო უფრო უკეთესად განკარგავდეთ თქვენს პირად და თქვენი ოჯახების ცხოვრებას!

გფარავდეთ უფალი!

 


სოსო მიქელაძე
29.12.15

Advertisements

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

კომენტარები ჯერ არ არის.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 4,838 other followers

  • 153,604 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

“გილოცავ, გილოცავ”

“ტანგო პირველი სიყვარული”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: