ჩემი კონცერტებიდან

“მე და შენ” (გამოსვლიდან სამი თვის შემდეგ)


დღეს, 1 დეკემბერს, ზუსტად 3 თვე შესრულდა, რაც სიმღერა „მე და შენ“ გამოვიდა.
Youtube-ს სოციალურ ქსელში ატვირთვის მომენტიდან სიმღერამ პირველი სამთვიანი შუალედისათვის რეკორდი დაამყარა: 1,280,000-მდე ნახვა, 2800-ზე მეტი like, ათეულობით ათასი გაზიარება. სიმღერის პოპულარიზაციაში მნიშვნელოვანი წვლილი, რა თქმა უნდა, რადიო „არ დაიდარდომ“ შეიტანა. „მე და შენ“, გაშვების უკვე მესამე კვირიდან, ტოპ-ათეულში შევიდა და ახლაც, 2 კვირის განმავლობაში, პირველ ადგილს იკავებს (მე-10-ე, მე-9-ე, მე-3, მე-2-ე, 1).
სიმღერა „მე და შენ“ 2012 წლის მაისის ბოლოს, საავტორო კონცერტისთვის, „დამშვიდობება გაზაფხულთან“, დავწერე. მაშინაც, და დღესაც, რა თქმა უნდა, სიმღერა კონკრეტულ ადამიანს ეძღვნება. თუმცა ახლა „მე და შენ“ უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ საავტორო სიმღერა. დღეს იგი უბრალოდ ცოცხალია!…
ვისურვებდი, რომ “მე და შენ” რაც შეიძლება დიდ სიყვარულს, სიხარულს, გონების სიცხადეს, თავგანწირვას, ურთიერთგაფრთხილებას ქმნიდეს ჩვენში და სამომავლო გზას სწორი არჩევანებით და გადაწყვეტილებებით გვიფენდეს.
კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა ყველა ადამიანს, ვინც სიმღერის ჩაწერაში მონაწილეობდა და მას ახლებური და სწორედ ასეთი ჟღერადობა მიანიჭა, პირადად კი არანჟირების ოსტატს, ბექა გაბუნიას.
განსაკუთრებული მადლობა მსმენელს, ვინც გაიზიარა, გაითავისა და შეიყვარა „მე და შენ“.
უდიდესი მადლობა ჩემს მეგობრებს, ახლობლებს, ყველას, ვინც გვერდში დამიდგა ამ ჩანაფიქრის რეალიზებაში.
გისურვებთ სინათლეს, სიყვარულს და სიხარულს!

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,375 other followers

  • 116,943 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: