ცეცხლი ნავთზე

თანამედროვე პოეტური ილეთი


quillკიდევ ერთი საკმაოდ პოპულარული სვლა-ილეთი თანამედროვე ქართულ პოეზიაში, რომელიც, რა თქმა უნდა, „უძრაობის“ ადრეული ხანიდან მოდის – ესაა საქართველოს ისტორიის/ქვეყნის მოვლენის პათეტიკური აღწერა-გადამღერება. ახალგაზრდობა, რომელსაც შეფასების ესთეტიკური შკალა ჯერ ბოლომდე არ აქვს ფორმირებული და აღტყინებულია გარკვეული მეინსტრიმის პათოსით, იხიბლება და მერმედ წერს და წერს და თან ამბობს და თან ამღერებს მსგავს „ლექსებს“.
ასეთი „ნაწარმოები“ იდეაში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაწეროს, კარგი გაწაფვის შემთხვევაში. რა არის ამისათვის საჭირო?
1. საჭიროა საქართველოს ისტორიის გარკვეული ცოდნა. ნუ სასკოლო სახელძმღვანელოც კმარა, „ნარკვევები“-დან სახასიათო ნიუანსები თქვენს ლექსს ხომ საერთოდ დაამშვენებს. ამოიღეთ აქედან ერთი 5-8 ისტორიული პირი და მათთან დაკავშირებული რამდენიმე დასამახსოვრებელი, საამაყო ეპიზოდი. მაგალითად, აღმაშენებელი, ერეკლე მეფე, ცოტნე დადიანი, ფარნავაზი, სააკაძე, გორგასალი, თამარი და ა. შ. სააკაძეზე ჩაინიშნეთ, რომ ორი ხმლით იბრძოდა, გორგასალზე – რომ ვერ დაამარცხეს სისხლისმსმელმა სპარსებმა, თამარზე – რომ ფეხშიშველი უძღოდა ჯარს, ერეკლეზე – რომ ცხოვრება ბრძოლაში გაატარა მას მერე, რაც ნადირ-შაჰი ინდოეთში თავის სიჩაუქით გააოცა და ა. შ.
2. რა თქმა უნდა, ლექსისათვის ეს მშრალი ისტორიული ფაქტები არ კმარა, საჭიროა ბუნების და ქართველთა ბუნების სახასიათო თვისებების გამოკვეთა, რაღაც ფაბულა და ა.შ. მაგალითად, „ღვინისმშობელო ხალხო“, „კავკასიონის ხოხბისბერო მთა-მწვერვალებო“, „უკიდეგანო სულო ქართულო“, „ბუმბერაზების წარმომშობელო მიწავ“! რაც უფრო მეტ კრეატივს მისცემთ გასაქანს თქვენი ხეირია – უსასრულო და მქუხარე ტაში დასტური იქნება თქვენი პოეტური ნიჭისა.
3. და ბოლოს, თუ წინა ეტაპებს წარმატებით გაუძღვებით, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ დრო მოვიდა შეაერთოთ ორი ცალკ-ცალკე გაკეთებული პოეტური ინფორმაციის ნაკადი. აი, დაახლოებით ქვემოთმოტანილი თარგის მიხედვით.
ანუ ჟღერს სასტარტო სიგნალი და დაუფიქრებლად წერას იწყებთ, რაც მოგდით თავში (პატრიოტულ თავში მოვა ყოვლად კეთილშობილური იდეები!). აი, მე ზუსტად ამ წესის მიხედვით რა გამომივიდა:

©
„შენ ბრძოლისათვის ხარ გაჩენილი,
ყოველდღიური ბრძოლისთვის,
ერო რჩეულო!
ერო, რომელო მსოფლიოს ღვინო, და
სმენას კი – ანგელოზთა დარი
მრავალხმიანობა უბოძე!
განა თამარი, მნათობი ქვეყნისა,
არ მიაცილებდა ჯარს ფეხშიშველი?!
განა ერეკლეს ცხოვრება სულ უმოწყალო კვეთა არ იყო?!
განა ცოტნეს სულმა არ მოიგო უდიდესი ომი ქართული?!
შენ ის ერი ხარ, ხმლით რომ იკაფავს,
განა უბრალოდ გზას,
– ბილიკს სიცოცხლის!
ღვინით ლოცავ და სულსა სწირავ,
და სააკაძის დაუნდობელი
ხმლითა სპობ ყოველსა მომხდურს!
დ მახსენებენ ყოველ შეხედვაზე,
კავკასიონის
ხან ჭაღარა,
ხან ხოხბისბერი,
ხანაც ზღვასავით ლურჯწვერა ტალღები,
რომ შენ ოდესღაც ღმერთის საუფლო იყავ!“

4. ახლა კი ის-ღა დაგრჩენიათ, რომ ის, რაც გამოგივიდათ, ანუ პრო-ლექსი გარითმოთ და მერმედ პრემიერა სადმე სუფრასთან გამართოთ. ტაში გარანტირებულია!

P.S. ისე მაინც ასეთი ლექსების კითხვას, მოსმენას და წერას – ისტორიული პირებიც ცოტა დავასვენოთ და ამაოდ ნუ მოვიხსენიებთ, და თან უდიდესი საქმე იქნება თუკი ვაჟას, ილიას, აკაკის, მერმედ რუსთველს, და მერმედ რამესაც მსოფლიო პოეზიიდანაც წავიკითხავთ.

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,376 other followers

  • 117,524 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: