ეპიგრამები

“ვაიმეეეეეე” (სატირული პოემა)


truthliesიყო და არა იყო რა,
სხვა უკეთესი რა იქნებოდა,
თითქოს ქვეყანა იყო და
ცუდსაც არაფერს იტყობდა.

არცა ზიმბაბვე იყო და,
და არც მონაკო მდიდარი,
თუმცა ვალები სტკიოდა –
მონობის „დასაწინდარი“.

ქვეყანას მეფე მართავდა,
მდიდარი, ოჰ, რა მდიდარი,
კაცმაცუნები ამობდნენ –
„ვაბშე ეს კაცი ვინ არი?!“

Fgmazთუ სადმე წესრიგი სუფევდა,
„ცენტრი-მარცხენა-მარჯვენა“,
ხალხსა ტვინს ისე ურევდა,
წინსვლას უკუსვლა „ერჩიათ“.

ერთ დილას მეფემ უზმოზე
ნაზირ-ვეზირნი მოიხმო,
ბრაზობდა და დოლ-გარმონზე –
ეჩხუბა, ჯავრი მოიღო.

„სად არი 100 ქარხანა –
ჩვენ რომ ბოთეებს დავპირდით?!
ხვალ რომ მომადგეს ქვეყანა,
რა ვუთხრა:
„დავჩმორდი-დავბერდი“?

კრიზისი სულ აქ მკიდია,
კრიზისს მე ვქმნი და ვაგვარებ,
მონებად რომ გაგყიდიან,
დაგშლით და გადაგაგვარებთ.

წადით და ქენით რაღაცა,
ქარხნისმაგვარი „მომიჯვით“,
სულ მახატია დაღლაც და
დარბაისლური ნაბიჯიც.

the-evil-king_wideარ მოიტანთ და მანდვე წაგპეპლით,
ევროპულად და დემოკრატიულად,
გინდ ჩააკითხეთ ჰააგას წირპლებით,
სულ გადაგაშენებთ დემოგრაფიულად.“

„ო, მბრძანებელო, ერთ რამეს შეგკადრებ,
ვიცი ჩასწვდები შენ ამ ჩანაფიქრს!..“ –
პირველი ვეზირი სიტყვას ავედრებს,
როცა სხვებს ვერაფრით უხსნის დანა პირს.

“თუ ხორცს შეასხამ შენ ამ ნააზრევს,
ინოვაციურ პროდუქტს ნაადრევს,
ჩვენ მყეს გავხდებით აქ ლიდერები,
ტაშს დაგვიკვრავენ მტრის გენდერები.

მადლობას გვეტყვის ყველა ქვეყანა,
ცხრა მთას იქედან მოვა დაკვეთები,
ხალხში დაგვჭირდება იდეის „შეყვანა“,
ბაზრობებისთვის – მიწის ნაკვეთები.

მეფემ ზეზეულად კვერთხი მომართა,
რამის თავ-პირზე გადაალეწა:
„ისე, რა გველი ყოფილა…
ეს მართლა
ერთდროს საცოდავი
უჯიშო ბეხლეწი!“

„ო, მბრძანებელო, ასეთი აზრი მაქვს,
მოდი ვაზელინის ქარხანა შემოვდგათ,
ბაზარს დავიპყრობთ, ყველა შანსი გვაქვს,
ხალხის ღრენასაც შვება დავადგათ.

ფულს გამოგვიყოფს გაერო, იუნესკო,
მსოფლიო ბანკი და ფონდი ვალუტის,
იდეა ტკბილია, ვით მანონ ლესკო, –
ჩათვალე ხელთა გვაქვს სამი ვალეტი.

შენ კარგად იცი რა დიდი ძალა აქვს,
ჩვენი ხალხისთვის და მისი ქცევისთვის,
ვაზელინიზმით ნაშენ ცხოვრებას –
პროფილაქტიკას – მაღალი წნევისათვის.

რა ქნას ამ ხალხმა უვაზელინოდ?
როგორ იცხოვროს? რაზე იფიქროს?
ვით ნარკომანმა უნარკოტიკოდ –
თავი ცოცხლად ხომ არ დაიტიროს?“

სხვა ნაზირები შიშით ბორგავენ,
ზოგი ფანია ლედ „ზეპელინის“,
და ახსენდება „გელოუს პოული“
მზაკვარი ჯალათი… და ვაზელინი.

262724_gde-moj-vazelin(აქ ვაზელინი მოთხოვნადია!!!)
არ კმარა საქმეში უფროსის მოხოტბვა,
უბრალოდ „ბატონო“, ქათინაური,
აქ საჭიროა სულ სხვა „მოხოდვა“, –
რომ გახდეს უფროსი შენი შინაური.

(და ოდითგანვე ისე მოხდა რომ)
ხალხმა მთავრობას დაუცაცხანა,
რამის მოთხოვნა დაძველდა, დაღვინდა,
„ბიჭო, რა გაგიხდათ ვაზელინ-ქარხანა?!
მარტო თქვენ რომ გაქვთ,
ჩვენ რა…
არ გვინდა?“

„ო, მბრძანებელო, მინდა იცოდე,
და შენი ყმები შენ შეიცოდე,
პირველი პროდუქტი რაც იყიდება,
ამ ქვეყანაში ბოღმა და შურია.

ისეთი სისწრაფით გადის-ვრცელდება,
ხალხი უბრალოდ დახლიდან იტაცებს,
ხარბად ეხაპება თითქოს ღორია,
ყოველგვარ საძულველს,
და არ ჩერდება.
შენ წარმოიდგინე, ახალი ხარისხის,
ახალი პროდუქტი რომ გამოინათებს,
რა ბედნიერი ერი იქნება –
რა ბედნიერი ერა გექნება!

76593-Oh-My-Godყოველთვის სჭირდება საზოგადოებას,
ხვრელი, ნახვრეტი, ღრმული თუ ქვაბული,
და მოულოდნელ „გაგანდონებას“
– საპოხ-საცხეპი მარიაჟული.

ბევრს უნდა სადღაც კოხტად შეძრომა,
ბევრს გაჭედილის უნდა გამოძრობა,
ზოგსა თანამდებობის მადლით სურს გაძღომა,
ზოგს – მაგარ „სასტავში“ უღირსი გაძრობა.

ნამდვილად ასეა, ჩემო მეფეო,
ვაზელინს ითხოვენ მთელი ფენები:
დაჩაგრულები,
უფულოები,
უშნოები
და უპატრონოები,
გამოცდილები
და ჩანაფენები…
ყველგნით ხალხი გვთხოვს,
რომ შევასწავლოთ
როგორ შეიძლება ცოდნის გარეშე,
ნამუსის,
ფულის,
გონების გარეშე –
თანამდებობაზე რომ შევასახლოთ!“

აქ სიტყვა აიღო სპასალარ-ვეზირმა,
– ჩვენს მომცრო ქვეყანას ომის შნო სადა აქვს?
არც ვაჭრები ვართ და არც ბანკირები!
და სანამ ბოლომდე ყოფა გვეტირა,
სიტუაცია გამოვიყენოთ,
კლიენტთა ჯარი კარზე დავიყენოთ:
ვაზელინი გვაქვს უნიკალური,
სპეციფიური და სამკურნალო,
ისტორიული
და…
საკრალური.
ჯერ ხალხში წამოვა დიდი მოთხოვნა –
დაკვეთა ყოვლად გრანდიოზული,
თუ ამერიკამ არ დააყოვნა –
ექსპორტიც გვექნება „მაფიოზური“.

2da57fcdd6090604cd5656bfd455cf0fთუმც ჩვენს ხალხსა ვცეთ მოდი პატივი,
ჩვენ არჩევნები კარზე მოგვადგა,
რომ არ ვიაროთ კოჭლი ბატივით,
დროზე ვაზელინის ქარხანა შემოვდგათ!“

მეფეს ფეისი გადაებადრა,
დინასტიური, პითეკანტროპული,
ბრძანება გასცა, ღიმილი იკადრა –
„დაწერეთ პროექტი ისტორიული“.

აღწერეთ, ყმანო თქვენ „სოროსულად“,
რა ვაზელინი უნდა აწარმოოთ,
თქვენ გამიშიფრეთ მე ოროსნულად,
ა) რამდენი ხარისხის პროდუქტი გვექნება,
ბ) რამდენი კლიენტი იყიდის საქონელს,
გ) რამდენს ექნება ამის თვითშეგნება,
დ) რამდენი კადრი გვყავს ჩვენ საპოვნელი,
ე) რამდენ შანსს მოგვცემს ბაზარი საგოლეს.

ყველას თავისი მიაგეთ საპოხი,
(სიზუსტე დავიცვათ – ეგრე სად არი?!)
ყველასი თავისი მიეცით სამყოფი,
ბნელ გლეხს, რომელსაც მოსძულდა სათოხი,
და მდიდარს – ბუხარს რომ ანთებს „დოლარით“.

evil kingმოდი მინისტრებზე სხვა გამოუშვით,
სხვა იყოს – ჩვენი „ცისფერი“ რასისთვის,
დეპუტატთათვის – ცხარე გაუშვით,
და, „იასნია“,
ბანძი – უბრალო მასისთვის.

თვითმმართველობებს ჩემგან მიართვით,
სურნელოვანი თხელი ვაზელინი,
რამე მიმზიდველი სახელი შეარქვით,
კაცურ ტერმინებში კარგად აზელილი.

ჩვენი ვაზელინი ბრენდად აქციეთ,
ერს ჩაუტარეთ დიდი პალპაცია,
მიმართეთ მადლობის ტელე-აქციებს,
რომ გადაავიწყდეთ დევალვაცია.“

სასწრაფოდ აღსრულდა მეფის ბრძანება,
და ამუშავდა ვაზელინ-ქარხანა,
საპოხ-საცხების შემობრძანება,
ზეიმით მედიამ ქვეყანას ახარა.

363325-2010.08.14-07.19.38-1192701371_20071015234012226_1ახალ პროდუქტზე გაჩნდა რიგები,
ქვეყნის მრეწველობა გუგუნებს,
ზანზარებს,
ყვავის ჭორები და ინტრიგები,
ხალხს ბოღმაობას რა დააზარებს?!

ერი ზეიმობს, დახლებთან ხმაურობს,
გამყიდველები ღიმილით უხსნიან,
როგორ გაარჩიონ უსათაუროდ,
რომელი რომელი ვაზელინია.

„ესაა ნაღდი, ესაა – ჩინური,
ესაა – „საციხე საქმეს“ რომ აწყობს,
ესაა – „ფინთური“,
ესაა – „ჭინკური“,
ეს – აწინაურებს,
ეს – აშინაურებს,
ამით – ფორტუნა ხელებს ზედ გაწყობს,
ამით ხელფასი გიორმაგდება,
ამით ჩახლართულ იგებ ტენდერებს,
ოოოოო!
ეს კი გჭირდება, თუკი აფლავებ
ყველაზე მძიმე, ცხელ-ცხელ არჩევნებს.“

200_sდა აი ხალხი ბედნიერია,
ჟიმავს, ჟიმაობს და იჟიმება,
მეფე კი კვლავაც კადნიერია,
და უფინთესად მას ეღიმება.

“მეტი ვაზელინი – მეტ წინსვლას ნიშნავს,
უფრო მეტ გაგებას, მეტ ჩახუტებას,
და რა თქმა უნდა, მეტ მოქნილობას,
მსოფლიო ბაზრის დაპყრობილ ნიშას.”

This slideshow requires JavaScript.

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,376 other followers

  • 117,524 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: