ცეცხლი ნავთზე

კვირის ფიქრები


WeekInReview_thumb_thumbყველა ადამიანი უპატრონოდ მიტოვებული სახლია…

იმის გათვალისწინებით რამდენი რამის გაკეთება შეუძლია ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქის პირსა და ენას, ჩნდება ეჭვი – ჩვენ უნიკალურ ორალურ კულტურასთან გვაქვს საქმე.

“რატომ ხარ ასეთი ბედნიერი? აჰ, ფული იშოვეე!” (ანონიმი ავტორი)

ეს გაჯინსებული, გაბოტასებული, გამოდერნებული ქართული ცეკვა, ლორდოზიანი, გრძელთმიანი ბიჭა-ბატკანებით იგივ
ეა, რაც ფსალმუნები დაუბერო როკ-არანჟირებით.

უკვე პერფორატორებით ანგრევენ, მარტო უროთი… რაღაც ვერ გამოდის.

მოზარდობაში ჩემი გაოცების საგანს ერთი, ჩვენი ქვეყნისათვის დამახასიათებელი მოვლენა წარმოადგენდა.
თუ კაცმა კარგად იმღერა ფიგაროს არია „ლა-სკალაში“, ბრძნულად იქადაგა – რატომ უნდა დადგეს ერი და ამ კაცის პოლიტიკაში გამოჩენაზე სამოქალაქო ექსტაზი რატომ უნდა დაემართოს?
თუ კაცმა კარგად ითამაშა კინოში ან დადგა სპექტაკლი, 400 გვერდიანი რომანი დაწერა ან ათიოდე სტატია გამოაქვეყნა, რატომ უნდა წაიყვანო და მიაბრძანო ქვეყნის უზენაეს სათათბიროში და შენი ბედის ერთადერთ გამგებლად დაინახო?
თუ კაცმა კარგად ველოსიპედის პედლები ატრიალა, ტატამზე სახელი გაითქვა, გოლები გაუშვა ან გაიტანა, კამერის წინაშე გაიხადა, რატომ უნდა გადაიქცეს ეს ადამიანი საზოგადოების მოდისა და აზროვნების კანონმდებელი?
რატომ უნდა გეგონოს, რომ კარგი ბიზნესმენი – კარგი ერისკაცი იქნება?
რატომ უნდა გეგონოს რომ ვინმეს 5 მილიარდის ქონება ექნება და რაღაცას გააკეთებს საზოგადოებისათვის, როცა შენ ორი წყვილი კიდურის და კარგად მოზრდილი თავის პატრონი, ქვას ქვაზე არ დებ ან არ ტოვებ?
კარგა ხანს მაინც მიჭირდა დაჯერება, რომ ასეთ ბალაგანურ დამოკიდებულებას იმიტომ აქვს ადგილი, რომ თავად ხალხი თავის სახელმწიფოს უყურებს, როგორც ბალაგანს, შემთხვევითობას, ხოლო საკუთარი თავი სრულ არარაობად მიაჩნია. პირველყოვლისა თავად ხალხს არ აწუხებს მომღერლის, მოცეკვავის, სპორტსმენის, მასხარას, თაღლითის პარლამენტში გამოჩენა. თვითონ ხალხი გუობს ამ ბალაგანს, მხატვრულ-შემოქმედებითი “კოლექტივებისაგან” და, შესაბამისად, იღებს იმას, რომ, როცა ყელში ამოდის, ტრაკში ამოსაპანღურებელი ბრბოსავით ექცევიან.

ხშირად კითხულობენ – “როგორ ვიგრძნოთ თავი უკეთესად?”.
პასუხი ძალიან მარტივია, უმარტივესია, შესასრულებლადაც და გასააზრებლადაც და დევს სახარებაში: “მოექეცი სხვას ისე, როგორც გინდა რომ შენ მოგექცნენ!”.
და, რაც მთავარია, ერთხელ ცხოვრებაში მაინც იპოვე შენს თავში ძალა და გაწყვიტე ბოროტების წრე, რაშიც მოთავსებული ხარ!
შეეშვი სხვა ადამიანების ნგრევას, მოტყუებას, გამოყენებას, გაპამპულავებას, მანიპულირებას, მსახიობობას და გულისამრევ სიყალბეს, შურს და სხვების წყევლას (ამას ყოველდღე აკეთებ გვერდით მყოფი წარმატებული ინდივიდების ძაგებით).

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,376 other followers

  • 117,463 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: