ცეცხლი ნავთზე

მანკუბუსის ყველაზე მართალი ციტატები


169„მე ნამდვილად გულს მიჩუყებენ გოგონები-ფსიქოლოგები. თან თუ გვხვდება სიტყვა „გოგონა“, შემდეგ „ფსიქოლოგი“ და მათ შორის არსებული სასვენი ნიშანია – მინუსი.
თქვენ ოდესმე თუ გიკითხავთ ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი-გოგონებისათვის, რისთვის მიდიან სასწავლებლად? სამუშაო არათუ უბრალოდ სპეციფიურია, მასში უბრალოდ გადარჩენაა ძალიან ძნელი. მე თავის დროზე რამდენიმე კვლევა ჩავატარე და აი რა დავადგინე. მთავარი მოტივაციაა – ისწავლო სხვა ადამიანების მართვა. პოპულარობით მეორე მოტივაციაა – საკუთარი „ბაღლინჯოების“ (კომპლექსები) გაჟუჟვა.
და აი აქ იწყება ჯოჯოხეთური ჯოჯოხეთი და სირთულეთა სირთულე. ფსიქოლოგთა სწავლების არც ერთ პროგრამა ამ მიზანს არ ემსახურება, ამ პროგრამებს ხომ საამისოდ ნამდვილად არ წერდნენ.
და მესამე კურსისათვის „ბაღლინჯოები“ ძალას იკრეფენ, მეხუთესათვის – ტვინს თქვლეფენ, ხოლო სასწავლებლის დასრულებისათვის – ჩვენს წინაშეა ყოვლად უსქესო არსება, რომელიც ილუზიების სამყაროში სულდგმულობს, თითქოს მან ყველაფერი იცის ადამიანური სულის საიდუმლო სიმების შესახებ“.

“ტესტი მეორე. ჩამოთვალე ყველა შენი სურვილი, რომელიც გაგაჩნია. შემდეგ გაიხსენე, რამდენი ხანია ეს სურვილები გაქვს. თუ ეს სურვილები წელიწადზე მეტია, რაც გაგაჩნია და შენ არაფერი გაგიკეთებია, რომ ეს მიგეღო – გილოცავ…”

“სინდისი – ეს შიზოფრენიული საუბარია ჩვენს შინაგან შეზღუდვებთან”.

“ყველაზე სახალისო ის არის, რომ დიპლომი უმაღლესი განათლების ქონის შესახებ არ აორმაგებს შენს ჯამაგირს; 10 %-ითაც არ სწევს მაღლა. ის საერთოდ არანაირად აღარ მოქმედებს შენს სამუშაოზე. ჩნდება ლოგიკური კითხვა, თუკი საშუალო უმაღლესი სასწავლებლის “საშუალო” დიპლომი აღარ მოქმედებს არაფერზე – რისთვის-ღა უნდა დაახარჯო შენი ცხოვრების ხუთი ან ექვსი წელი?
ამგვარად შენი “ასეა საჭირო/ასე უნდა/ასე მმართებს…”- ეს არის შენი პირადი “არსაით”-ის გზა არაფრისაკენ…
ეს არის გზა თუ როგორ შეგიძლია აგრესიის მინიმალური გამოხატულებით, რომელიც ვლინდება ლოთობაში, ფეხბურთის გულშემატკივრობასა და მთავრობის გინებაში (რა თქმა უნდა ზომიერების ფარგლებში), განახორციელო შენი ხანგრძლივი ნახტომი მუ…იდან საფლავში”.

Advertisements

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

კომენტარები ჯერ არ არის.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 4,935 other followers

  • 180,431 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

სოსო მიქელაძე საჯომარდო ბანაკში “გამოქვაბული”, 2018 წლის ივნისი

“საოცნებო ქალო”

“წლები და გზები”

“გაუღე ეგ გულის კარები სიყვარულს”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

Advertisements
%d bloggers like this: