ცეცხლი ნავთზე

შეტევა ცნობიერებაზე


777px-Gay_flag.svgშეტევები ცნობიერებაზეც გლობალურად მიდის – როგორც ძალაუფლებით, ასევე, რა თქმა უნდა, სექსუალურ ფრონტზე.
1. მსოფლიო ისტორიული, ბიბლიური სიმბოლო, ცისარტყელა, არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ემბლემად გადაიქცა, რაც, რა თქმა უნდა, შემთხვევით არ იყო შერჩეული. ფერადი შინაგანი/წარმოსახვითი სახეები, ბავშვებისათვის საყვარელი ზეციური ნიშანი, ტკბილი მოგონებები (ფერადად დანახული წარსული/მომავალი, პალიტრა და ა. შ. ოდითგანვე დეპრესიის სამკურნალო საშუალებები) დაკავშირებულია პოზიტიურ ემოციებთან, ტკბობასთან, სიამოვნებასთან.
ამიერიდან ის იქნება ერთსქესიანი ურთიერთობების სიმბოლო, რაც ბავშვობიდანვე კაცის ფსიქოლოგიური და გენდერული დეგრადაციის წინაპირობა გახდება, ანუ მომავლის ადამიანების მართვის საუკეთესო იარაღი.
2. ის, რომ მსოფლიოს ბედი აპოკალიპტური სცენარით მიჰყავთ – ესეც ფაქტია. მიჰყავთ წინასწარგამიზნულად, დაგეგმილად, შეთანხმებულად. როდესაც „გუგლი“ ყველგან სტენის „ფერადების“ ჭრელა-ჭრულა სიმბოლიკას (რაღა გუგლი? – მთელი დასავლური ინტერნეტი), როდესაც ქვეყანაში უკვე რამის ცუდ ტონად ითვლება არატრადიციული ორიენტაციის აუგად მოხსენიება, როდესაც ზოგი „დემოკრატიული“ აზროვნების ადამიანი თავის საპროფილე ფოტოს უპასუხისმგებლოდ ატყაპებს „ცისარტყელას“ – ჩნდება ბუნებრივი კითხვა – ხომ არ დაგვიდგება დრო, როდესაც ჰეტერო (ტრადიციულ) ორიენტაციას დაუწყებენ დევნას? რა თქმა უნდა, იქნება. ადამიანის შექმნის ხელოვნური მეთოდების განვითარებასთან ერთად უძლიერესი დარტყმები უკვე განხორციელდა ტრადიციულ ოჯახზე და ტრადიციულ ცნობიერებაზე (რა თქმა უნდა, ეს მერე მონათლეს ბუნებრივ სოციალურ-განმათავისუფლებელ პროცესებად!). ფემინიზმი, გენდერომანია, პანკი, და კიბერპანკი, სამყაროს „გაფერადება“, ეკონომიკური და ფინანსური კრიზისები – ყველაფერი მიზნად ისახავს ადამიანის ტრადიციული ცნობიერებების მოშლას და მის ხელოვნურად წარმოების წესზე გადასვლას.
იქიდან გამომდინარე, რამდენად აქტიურად აფორმატებს დასავლური სამყარო „ფერადების“ და „პოლიტკორეკტულების“ ყაიდაზე მსოფლიო საზოგადოებებს, კარგად ჩანს, რომ არაფერი კეთილი ამ საქმეში არ არის და “ფერადების” უფლებები/ინტერესები ამ დემონტაჟის ინიციატორებს სულ ერთ ადგილზე ჰკიდიათ.

Advertisements

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

One thought on “შეტევა ცნობიერებაზე

  1. ბნელა •

    Posted by tbrr1 | ოქტომბერი 8, 2015, 4:06 AM

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 4,838 other followers

  • 154,265 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

“გილოცავ, გილოცავ”

“ტანგო პირველი სიყვარული”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: