ცეცხლი ნავთზე

როგორ გახდებით გმირები შთამომავლებისათვის?


American-Stereotypes-3ვიღაც ამერიკელმა თქვა, ფრანკლინ რუზველტის დროს ტელევიზია რომ ყოფილიყო, მას ოთხი ვადით პრეზიდენტად არ აირჩევდნენო. დღეს ტოტალური მასს-ინფორმირების ვითარებაში (გადაღება, ჩაწერა, მასობრივი გასაჯაროება და ა. შ.), საკითხავია თუ რა ეშველება, მაგალითად, „წინაპართა კულტს“, ანუ სწორედ იმ ჩვენს თანამედროვეებს, თავი რომ საქართველოს ელიტად და ქვეყნის ღირსეულ შვილებად მოაქვთ და ლამობენ შთამომავალთა წარმოდგენაში ეროვნულ ფენომენებად აღიბეჭდნენ. როგორ მოხდება მათი „გან-გმირება“, გაფეტიშება, გაწმინდანება, როდესაც ეს მათი გამოსვლები, აზრები, სიტყვები ფართოდ ტირაჟირებულია, ხოლო ინფორმაციის შემნახველი მოწყობილობების ზომების შემცირების ტემპი, სიიაფე, სიმარტივე, ხელმისაწვდომობა საოცარი სისწრაფით მიმდინარეობს??? (არადა ამის გარეშე წარმოუდგენელია საზოგადოების ფუნქციონირება!)
რა თქმა უნდა, მეტწილად ფსიქო-ფილოსოფიური პრობლემაა – წარსულისა და მომავლის ერთდროული გაუფასურება.
რა თქმა უნდა, დღესაც ხალხი საკმაოდ მიამიტია, ისევე, როგორც შუა საკუნეებში და ათასგვარი სისულელის ბრმად სწამს, მიუხედავად ყოველგვარი ინფორმაციული მტკიცებულებებისა.
თუმცა ნებსით თუ უნებურად, ინტუიციით თუ თვითგადარჩენის ინსტინქით, ხალხი მკაფიოდ გრძნობს, რომ არსებობის მატერიკი, შაგრენის ტყავივით მით უფრო მცირდება, რაც უფრო მეტად სრულდება ადამიანის ჟინი დაეუფლოს საფუძვლიან ინფორმაციას საკუთრივ ძალაუფლების და ძალაუფლების მატარებელთა შესახებ.
“…რადგან, როცა დიდია სიბრძნე, დარდიც დიდია; მრავლის შეცნობა ადამიანს წუხილს უმრავლებს…” (წმინდა წერილი, ძველი აღთქმა, ეკლესიასტე, 1:18)

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,376 other followers

  • 117,463 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: