"ლიდერის დღიური"

ვსწავლობთ ცხოვრებას – 21(დიდი ადამიანების გამონათქვამები და ციტატები)


  1. “დრო – საუკეთესო მასწავლებელია, თუმცა, სამწუხაროდ, იგი საკუთარ მოსწავლეებს კლავს”. ჰეკტორ ბერლიოზი

  1. “უსიამოვნებები ადამიანს შესაძლებლობას აძლევენ საკუთარი თავი გაიცნოს”. ეპიქტეტე
  1. “დაუმარცხებელი შეგიძლია იყო, თუკი არც ერთ ბრძოლაში არ ჩაებმები, სადაც გამარჯვება შენზე არაა დამოკიდებული”. ეპიქტეტე
  1. ახალგაზრდა კაცი კვდება და ღმერთს კითხვით მიმართავს: “რატო უნდა მოვკვდე ასე ჯან-ღონით სავსე?”. მოხუცი მამაკაცი ცხოვრებაზე წუწუნებს; რატომ უნდა იტანჯებოდეს ამდენს, რატომ არ შეუძლია შვება მიიღოს და განისვენოს? და ორივე სიცოცხლისათვის ბოლომდე იბრძვიან. საოცარი ქმნილებაა ადამიანი – არც ცხოვრება უნდა, არც სიკვდილი”. ეპიქტეტე
  1. “ცოტამ თუ იცის, რომ სული მაშინ ყვავის, როდესაც შიშვლდება და თავს სწირავს”. ჰერმან ჰესე
  1. “თუკი შენი სიამოვნებისათვის აუცილებლად ვინმეს ნებართვა გესაჭიროება, მართლა საწყალი ყოფილხარ”. ჰერმან ჰესე
  1. “ცუდი ლექსების შეთხზვა ადამიანს უფრო ბედნიერს ხდის, ვიდრე ყველაზე მშვენიერი პოეზიის ზეპირი წაკითხვა”. ჰერმან ჰესე
  1. “ადამიანს ურჩევია ეწამოს და ზედაპირულად მოინანიოს, ვიდრე სულიერად შეიცვალოს”. ჰერმან ჰესე
  1. “მრავალი ადამიანი ჰაერში მოფარფატე ფოთოლს ჰგავს. ისინი ჰაერში ტრიალებენ, დაფრინავენ და ბოლო-ბოლო დედამიწას ენარცხებიან. სხვები კი – მცირედნი – ვით ვარსკვლავები, გარკვეული გზით მოძრაობენ, ვერანაირი ქარი ვერ ააცდენს მათ, ისინი გზასაც და კანონს საკუთარ თავში ატარებენ.” ჰერმან ჰესე
  1. “შენ მეტისმეტს ეძიებ; ზედმეტი ძიების გამო შენ ვერ ასწრებ იპოვო”. ჰერმან ჰესე
  1. “დღე გავიდა ისე, როგორც საერთოდ გადიან დღეები. მე მოვკალი, მე ჩუმად მოვკალი იგი ჩემი პრიმიტიული, მოფუსფუსე და მხდალი ცხოვრების წესით”. ჰერმან ჰესე
  1. “ნებისმიერ ადამიანს ერთადერთი ნამდვილი მიზანი აქვს… იპოვოს გზა საკუთარი თავისკენ.
    1. მისი ამოცანაა აღმოაჩინოს თავისი საკუთარი ბედისწერა, რომელიც არავის მიერ არ არის ბოძებული… და საკუთარ თავში ეს ბედი სისხსავსედ, სრულად და გაბედულად იცხოვროს.
    2. დანარჩენი ყველაფერი – არის ვითომ-არსებობა, თავის არიდების და ბრბოს იდეალებში მიმალვის მცდელობა, კონფორმიზმში და შინაგანი სამყაროს მიმართ შიშებში დაბრუნება.” ჰერმან ჰესე
  1. “ერთ ბუტერბროდსა ორ ქათიანურზე ქალს შეუძლია მთელი დღე გაიტანოს”. ფრანსუაზა საგანი
  1. “ყოველმა გოგონამ სიყვარულის შესახებ ყველაფერი იცის: ასაკთან ერთად უბრალოდ იზრდება მისი უნარი სიყვარულით იტანჯებოდეს.” ფრანსუაზა საგანი
  1. “არის ასაკი, როდესაც ქალი ლამაზი უნდა იყოს, რათა იგი უყვარდეთ. შემდეგ კი დგება დრო, როდესაც ქალი უნდა უყვარდეთ, რათა იგი ლამაზი იყოს”. ფრანსუაზა საგანი
  1. “კაბას არანაირი აზრი არ აქვს, თუკი იგი მამაკაცს არ უჩენს სურვილს კაბა გაგხადოთ”. ფრანსუაზა საგანი
  1. “ნუ განიკითხავთ ადამიანს, სანამდე პირადად არ გაესაბრებით, რადგან ყველაფერი რაც გესმით – ჭორებია”. მაიკლ ჯექსონი
  1. “ამქვეყნად ყველაზე ძლიერი რაღაც – ადამიანი და მისი ლოცვაა”. მაიკლ ჯექსონი
  1. “მე ყოველთვის ვოცნებობდი ისეთი მამაკაცი მეპოვნა, რომელთანაც თავს პატარა გოგონად ვიგრძნობდი… სანამდე არ მივხვდი, რომ თითოეული მამაკაცი, თავად პატარა გოგონასავითაა…” მილა იოვოვიჩი
  1. “მოდით იმ ადამიანების მადლიერები ვიყოთ, ვინც გვაბედნიერებენ, რადგან ისინი მებაღეებივით არიან, რომლებიც ჩვენს სულებს აყვავილებენ”. მარსელ პრუსტი
  1. “ჩვენ მხოლოდ ყველაზე აუცილებელი გვაკლია: ცის დიდ ფართი. ეცადეთ ყოველთვის შეინარჩუნოთ ცის ფართი თქვენს სიცოცხლეზე”. მარსელ პრუსტი
  1. “წარმატება რომ გვეწვევა, სხვა არაფერი გვრჩება, გავოცდეთ იმ ადამიანების რაოდენობით, რომლებიც მოულოდნელად ჩვენი მეგობრები აღმოჩნდნებიან”. ანდრე მორუა
  1. “მამაკაცისათვის განათლების მიცემით, ჩვენ ერთ ადამიანს ვასწავლით. ქალისათვის განათლების მიცემით, ჩვენ მთელს ოჯახს ვასწავლით”. მაჰათმა განდი
  1. “პრინციპმა “თვალი თვალის წილ” სამყარო დააბრმავა”. მაჰათმა განდი
  1. “ძველები სახელმწიფოს უდიდეს წესებს – ხალხის გასულელებას მიაკუთვნებდნენ. მაგრამ მხოლოდ იმდენად, რომ არ დაკარგულიყო ხალხის შემდგომი გასულელების შესაძლებლობა. ან არ დაკარგულიყო შესაძლებლობა ეს ხალხი ბრძენად ექციათ.” რიუნოსკე აკუტაგავა
  1. “ჩვენი მთავარი ამოცანაა – არათუ ვიხედებოდეთ მომავლის ბუნდოვანის შორეთში, არამედ ვიმოქმედოთ ახლა, იმ მიმართულებით, რასაც ვხედავთ”. თომას კარლეილი (ციტატა მოჰყავს დეილ კარნეგს წიგნში “როგორ შევწყვიტოთ წუხილი და დავიწყოთ ცხოვრება”)
  1. „პეპელასთან რომ დამეგობრდე, ჯერ თავად უნდა გადაიქცე ბუნების ნაწილად. გათიშო შენში ადამიანი, გაყუჩდე შენს თავში – და წარმოიდგინო თავი ხედ, ბალახად ან ყვავილად“. ხარუკი მურაკამი
  1. “სიყვარული – ეს როდესაც ვინმეს შეუძლია ადამიანს საკუთარი თავი დაუბრუნოს”. რეი ბრედბერი
  1. “ტირანების დიდი ნაწილი დემაგოგების რიგებიდან გამოვიდა, რომლებმაც ხალხის ნდობა იმით მოიპოვეს, რომ დიდგვაროვნებს ცილს სწამებდნენ”. არისტოტელე
  1. “სინამდვილეში ყოველი ადამიანი ტკივილს მოგაყენებთ. თქვენ უბრალოდ ისეთი უნდა იპოვით, რომელიც თქვენს ტანჯვად ეღირება”. ბობ მარლი
  1. “რელიგიური შეხედულებები – მშვენიერი საბაბია ადამიანებს ათასი სისაძაგლე გაუკეთო.” რიჩარდ ოლდინგტონი
  1. “ადამიანი მართლაც მაიმუნს წააგავს; რაც მაღლა მიძვრება, მით უკეთ ჩანს მისი შიშველი უკანალი”. ფრენსის ბეკონი
  1. “გონიერ ქალებს მამაკაცები აღნიშნავენ, ლამაზებს – “ბრბოდან იტაცებენ”, და მხოლოდ მომხიბვლელებს… არ ივიწყებენ.” სოფი ლორენი
  1. “ვფიქრობ, ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, რომლის სექსუალური ცხოვრება, გასაჯაროების შემთხვევაში, არ გამოიწვევდა გარშემომყოფთა გაოცებასა და შეძრწუნებას”. სომერსეტ მოემი
  1. „მიეცით ადამიანს ყველაფერი, რაც სურს, და იმავე წუთს იგი იგრძნობს, რომ ეს ყველაფერი – ყველაფერი არ არის“. იმანუილ კანტი
  1. „თუ ბავშვს ცუდი საქციელისათვის დავსჯით ხოლმე და დავაჯილდოვებთ სიკეთისათვის, მაშინ მომავალში სიკეთეს იგი სარგებლისათვის გააკეთებს.“ იმანუილ კანტი
  2. “აზრებს კი არ უნდა ვასწავლიდეთ… არამედ აზროვნებას”. კანტი
  1. “აზროვნებდე – ნიშნავს ესაუბრებოდე საკუთარ თავს… უსმენდე საკუთარ თავს”. კანტი

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,375 other followers

  • 116,943 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: