ცეცხლი ნავთზე

10 სახელდახელო ნიშანი, რომ შენს წინ საპატივსაცემო, „კაი-ტიპი“ ქართველი მანდილოსანია


12074683_10153677280090477_2254786559316400270_n1. როცა ქალი გეუბნება, რომ მხოლოდ „მესამე“ ხარ მის ცხოვრებაში (მესამე პარტნიორი). პირველი იყო საქმრო, რომელიც სადღაც „რაზბორკაზე“ მოკლეს, მეორე კი (გული როცა ძლივს გაეხსნა კდემამოსილს ქართველური ადამიანობით) – დიდი ხნის უსიყვარულობის მერე გამოჩენილი – „შეყვარებულია“, რომელიც “მის თავს” “არ იმსახურებდა“ („ცხოველыыыыыыыыыыы“!).
2. როცა ქალი პერიოდულად და დაჟინებითი თხოვნით გავალდებულებს, რომ სთხოვო შენს მაღალჩინოსან მეგობარს სადმე დაასაქმოს („ნუ როდემდე უნდა ვიყო ასე სახლში გამომწყვდეული?.. სულ ყველაზე უბრალო სამსახურზეც ვარ თანახმა…“, „სხვა რამე ხომ არ მითხოვია შენთვის???“).
3. როდესაც რეგულარულად გეუბნება, რომ მის ირგვლივ სულ „პრიმიტივი“ მამაკაცები არიან, „პრიმიტიული“ ქათინაურებით, „პრიმიტიული“ გემოვნებით, რითაც ავტომატურად ხაზს უსვამს, რომ მისი ამჟამინდელი ბრინჯაოს პრიზიორი ყველაზე უფრო “არაპრიმიტიულია” (ბოლო ჯამში “დეგენერატი”).
4. როდესაც აღელვების და უქმადყოფნის მომენტში აცხადებს, რომ უკვე ძალიან დიდი ხანია სურს მივიდეს წირვაზე, მამაო სულ შენიშვნას აძლევს და ეს კიდევ სულ „ვერ ახერხებს“ (“ხან რა ხან რა ჩნდება!” – “ეშმაკს ებრძვის…”)… და 2006 წლის ზაფხულში, რომ ჩააბარა აღსარება, ის დღე არასოდეს დაავიწყდება… არასოდეს… არასოდეს… “ფიცავს”!
5. როცა გეუბნება, რომ ძალიან უყვარს კითხვა, უყვარდა, და ეხლაც, როგორცვე საშუალება ეძლევა, ყველაფერს კითხულობს: ხან დოსტოევსკის, ხან დოსტოევსკის, და ხან დოსტოევსკის „იდიოტს“… საერთოდაც „ძალიან განათლებულია… სულ ყველა ამას ხაზს უსვამს“.
6. როცა “ცაწკალს” სულ გოიმებთან უწევს ურთიერთობა – გაუნათლებელ, უწიგნურ მასასთან, „გეჟეებთან“…
7. როცა აკვიატებული აქვს, რომ ძალიან მგრძნობიარე ყნოსვა აქვს და 50 მეტრიდან უკვე ადამიანის სუნი რომ მოსდის (დასაბანის მით უმეტეს!)…
8. როცა მუსიკაზე საუბრისას აცხადებს, რომ ვერ იტანს… ყველაფერში „ფანდური რომ არ ჩაკვეხონ, განა არ შეიძლება?!“, „სხვა ჟანრს უსმენს…“, „არ შეიძლება ყველაფერში ნინო ჩხეიძეს დონეზე არ დავიდეთ?!“ და ა. შ. თვითონ ამჟამად უსმენს „ჯაზში გაკეთებულ ჰაიდნს“ ან კიდევ მედიტაციურ მუსიკას, შაკტი-მაქტი-ლაკშმი-დევანბხალ-კამასუტრას შესრულებით!
9. როცა „მაგრად ერკვევა“ (მისი თქმით) ცხოვრებაში, ფილოსოფია-ფსიქოლოგიაში და სოციოლოგიაში (ამ ყველაფერთან ერთად). ანუ ფლობს მთელ რიგ მარგალიტ-სტერეოტიპს. მაგალითად, „ყველაფერი ღმერთის ხელშია“, „ერთი ცხოვრება არავის შერჩენია-რააააააა, ვაბშე რომ იცოდე…“, „ჩვენ მაინც აზიატები ვართ…“, „მე სხვაგან ვერ წავალ, აი აქ მირჩევია ვიყო მშიერი და ჩემს ხალხთან ვიყო…“, “შენ თუ შენსას არ გაუფრთხილდები, სხვა სულ არ გაუფრხილდება”, “არც გოიმი ვარ, და კარგადაც ჩაცმაც მიყვარს, ქალურად, მაგრამ ტატუს არ გავიკეთებ!”…
10. ყოველთვის ხაზს უსვამს, რომ „ძალიან ერთგულია“ და „იმავდროულად ძალიან თავისუფალია“. ერთგულია სამშობლოს, მმართველი პარტიის, ზნეობის, წინაპრების, პირველად დაწურული ღვინის, ქალაქის, სოფლის, მუნიციპალიტეტის, საფოსტო ინდექსის, დეცენტრალიზაციის რეფორმის, ოჯახის, ქართული ანბანის, სახლის „დაჯეჭყილი“ ღობის, მეუღლის შარპეის, იმ ერთად გატარებული წლების, და საერთოდაც, “მასში ეს ზის და სხვანაირად ვერ წარმოუდგენია ცხოვრება”.

P.S. მოკლედ, ამ ნიშნებიდან ყველა ერთად ქალს შეიძლება ვერც შეატყოთ, მარა რომელიმე თუ აღმოაჩინეთ, მაინც მოერიდეთ, რა იცით რა ხდება.

This slideshow requires JavaScript.

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

2 thoughts on “10 სახელდახელო ნიშანი, რომ შენს წინ საპატივსაცემო, „კაი-ტიპი“ ქართველი მანდილოსანია

  1. წავიკითხე,მომეწონა პირველი უფრო იუმორია სხარტულა და ბოლოს არ ვეთანხმები, მადლობა სოსო

    Posted by Mariam (Maia) | June 13, 2016, 11:42 pm
  2. უსაშველო ხალხი ვართ ეს ქართველები.გინდ მანდილოსანი გინდ მამაკაცი.სამწუხაროდ სიმართლეა აზიურები ვსრთ ტვინით და არსებობითაც ეს ჩვენთან არასდროს არ შეიცვლება.თხა თხაზე ნაკლებიო,,,ასეთები ვართ.,,ძაან მაგრები,,და არაფრის მაქნისები.განა ყველა ქალი ქალია?ქალი პირველ რიგში ქალი უნდა იყვეს,რა მნიშვნელობა აქვს გაუმართლა თუ არ გაუმართლა პირად ურთიერთობებში.ქალი ხარ და პირველ რიგში შენი ქალურობა სინაზე სინატიფე უნდა გამოსმჟღავნო(თუ კიდევ დარჩა სადმე)და მერე თუ ვინმე დაინტერესდება ორი სიტყვით მოხაზო შენი ყოფილი ურთიერთობები.თუმცა ,,მღვდელი ჭილოფში იცნობა,, )))

    Posted by ანა | August 2, 2016, 12:07 am

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,376 other followers

  • 117,463 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: